ამბები ჩვენზე

  • Placeholder image

    როგორ გამოვაგზავნო იდეა?

    ორბელიანი მეტი როგორც უკვე იცით პირველი სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) პლატფორმაა საქართველოში, რომელიც აძლიერებს სოციალურ პროექტებს და სოციალურ საწარმოებს თავიანთი მიზნების მისაღწევად და ხელს უწყობს სოციალური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას ინდივიდებსა და ორგანიზაციებში. ამიტომ, თუ გაქვთ სოციალური ინიციატივა და გჭირდებათ მხარდაჭერა მის განსახორციელებლად, მაშინ შემოიტანეთ იდეა ორბელიანი მეტის პლატფორმაზე. გაეცანით ეტაპებს თუ როგორ ხდება იდეის გამოგზავნა ორბელიანი მეტის პლატფორმაზე.   დააჭორე ღილაკს ხელი – “პროექტის დაწყება”     ვებ-გვერდზე ვიზიტის შემდეგ, თუ  არ გაქვთ შექმნილი პროფილი პლატფორმაზე უნდა გაიაროთ რეგისტრაცია, რომლისთვისაც დაგჭირდებათ თქვენი მეილი. პროფილის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ ხელი დააჭიროთ ავტორიზაციის ღილაკს, სადაც მიუთითებთ თქვენს მეილს და პაროლს. სისტემაში შესვლის შემდეგ, უკვე შეძლებთ ხელი დააჭიროთ “პროექტის დაწყების” ღილაკს თქვენი ინიციატივის გამოსაგზავნად.     დაამატეთ კამპანიის დეტალები   შემდეგ ეტაპზე, კი იწყებთ თქვენი ინიციატივის დეტალების დამატებას. ჩაწერეთ თქვენი იდეის სათაური და მიუთითეთ კატეგორია, თუ რა სფეროს მოიცავს ის.         შეავსეთ მითითებული ველები   შეავსეთ მითითებული ველები, მიუთითეთ პროექტის აღწერა, სამიზნე თანხა, ლოკაცია თუ სად განხორციელდება თქვენი პროექტი და ასევე თარიღები, თუ კონკრეტულად რა დროის მონაკვეთში გაგრძელდება თქვენი Crowdfunding კამპანია. სურვილის და არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ ფოტო და ვიდეო მასალა. რაც შეეხება საჩუქრის ველს, ეს ველიც ნებაყოფლობითია. თუ გაქვთ სურვილი რომ თქვენს დონორებს გაუგზავნოთ დონაციის სანაცვლო საჩუქრები შეგიძლიათ მიუთითოთ აღნიშნულ ველში.

  • Placeholder image

    გზამკვლევი ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობებისთვის

     USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა გზამკვლევი “ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობები არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის”. გზამკვლევი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებს, ასევე საინიციატივო ჯგუფებს აწვდის ინფორმაციას საქართველოში რესურსების მობილიზების მრავალფეროვანი შესაძლებლობების შესახებ, როგორიცაა: თანხების მოძიება ინდივიდუალური ქველმოქმედებისგან, კერძო კომპანიებისგან, მოსახლეობისგან, ფონდებისგან, ასევე  ეკონომიკური აქტივობების და სხვა ინსტრუმენტების დახმარებით. გზამკვლევი მოგვითხრობს სხვადასხვა წარმატებულ მაგალითზე, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კონტექსტში. გზამკვლევში ასევე მიმოხილულია თანხების მოძიების მსგავსი ინსტრუმენტების გამოყენების საკანონმდებლო ასპექტები. გზამკვლევი იხილეთ ბმულზე – “ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობები არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის”

  • Placeholder image

    მეტი იდეების კონკურსის შესახებ

    orbelianimeti.ge საქართველოში სახალხო დაფინანსების პირველი პლატფორმაა, რომელიც 2015 წელს შეიქმნა. პლატფორმის მიზანია, ხელი შეუწყოს სოციალური პროექტების განხორციელებას, დაეხმაროს და მიცეს მოტივაცია ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობა და სურვილი განახორციელონ საინტერესო პროექტები და შეცვალონ ან უკეთესი გახადონ თავიანთი ქალაქი თუ რეგიონი. ასევე, დაინერგოს Crowdfunding-ის კულტურა საქართველოში. სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) მთავარი იდეა ბევრი ადამიანის მიერ, ერთიანი ძალისხმევითა და აქტიური ჩართულობით საერთო პროექტების განხორციელებაა. ორბელიანი მეტის პლატფორმაზე „იდეების კონკურსი“ მიმდინარეობს , რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გააგზავნოს საკუთარი ინიციატივა, რომელიც კონკრეტულითემის თუ საზოგადოების კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული.   „იდეების კონკურსი“ 2020 წლიდან USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და ცდილობს დაეხმაროს ახალგაზრდებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სოციალურ მეწარმეებსა თუ ჩვეულებრივ მოქალაქეებს მოიპოვონ საკმარისი დაფინანსება საკუთარი პროექტების და სოციალური ინიციატივების განსახორციელებლად თანადაფინანსების პრინციპით.   იდეის ავტორებს პლატფორმის საშუალებით შეუძლიათ მოაგროვონ პროექტისთვის სასურველი თანხის 30%, ხოლო 70% „ორბელიანი მეტის” დონორი ორგანიზაციის მიერ იფარება. ისინი პლატფორმაზე 2 თვის განმავლობაში შეძლებენ აწარმოონ ქრაუდფანდინგ კამპანია და საკუთარი ინიციატივა უცხო ადამიანების დახმარებით რეალობად აქციონ.

  • Placeholder image

    “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ..."

    თაკო ბაქრაზე ორბელიანი მეტის “იდეების კონკურსის” ერთ-ერთი გამარჯვებულია, მისი იდეა კი შემდეგია – “აჩუქე ულევი კერამიკის გაკვეთილი მარტყოფის ხანდაზმულებს”. ხანდაზმულებისთვის კერამიკის შესწავლის შესაძლებლობა რეალობად რომ აქციოს , ოჯახთან ერთად მარტყოფში დასახლდა და შექმნა სტუდიო, სადაც ხანდაზმულებს რეალიზაციის შესაძლებლობა ეძლევათ. თაკო გვიზიარებს, თუ რა ცვლილებების მომტანი იქნება მისი ინიციატივა საზოგადოებისთვის : ” ორბელიანი მეტის დახმარება იწყება არა ფინანსური თანადაფინანსების 70%-იდან, არამედ იმ სამზადისიდან, რომელსაც ვიდეორგოლის გადასაღებად ვიწყებთ, რათა ჩვენმა იდეამ მზის სინათლე იხილოს და ბევრი ადამიანის გულამდე მიაღწიოს. ულევი კერამიკის ვიდეოს სოციალურ ქსელში დადებიდან 24 საათში 279 გადაზიარება ჰქონდა, ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის და დაფინანსებული რეკლამის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ გვწამს ჩვენი იდეის და აქამდეც კარგად გვქონდა სოციალური პასუხისმგებლობა გააზრებული, რომელიც 60 წელს გადაცილებული ადამიანების საზოგადოებისთვის დაბრუნებას და მათი წლებით ნაგროვები გამოცდილების ეფექტურ გამოყენებას გულისხმობს, ვიდეოს რა რეაქციაც მოჰყვა ხალხისგან, მაინც გაკვირვებულები დავრჩით, სასიამოვნოდ გაკვირვებულები. ამან კიდევ უფრო მეტად დაგვანახა თუ რა მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში ხანდაზმულთა სოციალიზაციის პრობლემა და როგორი საჭიროა ამ პრობლემის გადასაჭრელად მოქმედება დავიწყოთ რაც შეიძლება მალე. ერთმა ქალბატონმა, რომელმაც დონაცია გაიღო, რომ ეჩუქებინა მარტყოფის ხანდაზმულთათვის ულევი კერამიკის გაკვეთილი, მოგვწერა ერთი ფრაზა, “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ”… ეს ფრაზა გახდა ამომავალი წერტილი, რომლითაც ვხვდებით, რომ ერთმანეთზე ზრუნვა არის ჯანსაღი საზოგადოების ფუნდამენტი. თითოელი დონაცია, რომელსაც ვიღებთ შემომწირველებისგან, ერთი ნაბიჯით გვაახლოებს იმას, რომ მარტყოფის ათმა ხანდაზმულიმა მეგობრული და ასაკობრივი სტერეოტიპებისგან თავისუფალი სივრცით ისარგებლოს, გაიჩინოს ახალი ჰობი და გაუჩნდეს შემოსავლის წყარო სასიამოვნო საქმისგან. იმდენად მნიშვნელოვანია ხალხის ჩართულობა, რომელიც საკუთარ კონტრიბუციას დებს საკუთარი ხანდაზმულობის წლების სიჯანსაღისთვის და გამრავალფეროვნებისთვის, დარწმუნებული ვართ მომავალში უფრო მეტი სახელოსნოს გახსნას შევძლებთ, უფრო მეტი ხანდაზმულის საზოგადოებაში დასაბრუნებლად.”   გაიგე თაკოს იდეის შესახებ მეტი!

გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე ამბები

გამჭვირვალობა
ENG | GEO

შევუქმნათ ბიბლიოთეკა ვერონელ ბავშვებს

Matchfunded By USAID Civil Society Engagement Program

1/1

კამპანიის შინაარსი

საგარეჯოს რაიონში, გომბორის უღენტეხილთან ახლოს მდებარეობს  სოფელი ვერონა. ვერონაში ამჟამდ სულ 10 ბავშვი ცხოვრობს. სოფელში არ არის სკოლა, არ არის  ბიბლიოთეკა.  სწავლობენ გომბორის საჯარო სკოლაში, რომელიც კილომეტრებით არის დაშორებული ვერონიდან. რაც შეეხება ბიბლიოთეკას , ვთვლი რომ სოფელ ვერონას საკუთარი ბიბლიოთეკა უნდა ჰქონდეს.  ზაფხულის არდადეგები, თითქმის მთელი სამი თვე, რაც ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია კითხვისთვის და არაფორმალური განათლების მიღებისთვის  დაკარგულია ვერონელი ბავშვებისთვის. ამ დროს ვერ სარგებლობენ სკოლის ბიბლიოთეკით. მთელ ზაფხულს ატარებენ ვერონაში , სადაც მოკლებულნი არიან საკითხავ ლიტერატურას და სხვა განმავითარებელ რესურსებს. არიან მრავალშვილიანი ოჯახები და საკუთაერი ფინასებით ყველა ასაკის ლიტერატურის შეძენა რა თქმა უნდა მათთვის რთულია.  ერთი წლის წინ წამოვიწყე წიგნების შეგროვების კამპანია, რაც წარამატებით განვახორციელე. შეგროვდა გარკვეული რაოდენობა წიგნების, რომლებიც შემოგვწირეს კერძო ადამიანებმა, ასევე წიგნების გარკვეულ რაოდენობას დაგვპირდა მწერალთა კავშრი და გიორგი კეკელიძე. თუმცა ვერონაში არ არის არანაირი ფართი, შენობა, სადაც შევძლებ  წიგნების მოთავსებას. ამ შემთხვევაში გამოსავალს ვხედავთ საცხოვრებელი კონტეინერის ტიპის ოთახის შეძენაში , რომელიც დაიგმება სოფელ ვერონაში და შიგ განთავსდება ჩემს მიერ შეგროვებული წიგნები და მოეწყობა პატარა სამკითხველო სივრცე.  

35 მხარდამჭერი

გურამი ჩხვიმიანი

50.0 
April 29, 2024

ანონიმური

20.0 
April 29, 2024

ალექსანდრე ქავთარაძე

10.0 
April 29, 2024

მარიკა ორჯონიკოძე

20.0 
April 28, 2024

ნონა ნეკრესელაშვილი

100.0 
April 26, 2024

თიკა ჭინჭარაული

115.0 
April 25, 2024

ნათია გოგავა

20.0 
April 25, 2024

ვერა ჯინჭარაძე

20.0 
April 25, 2024

ირმა მემანიშვილი

5.0 
April 24, 2024

ნინო ბოჭორიშვილი

10.0 
April 24, 2024

ლალი გოდერძიშვილი

20.0 
April 24, 2024

რუსუდან ურუშაძე

20.0 
April 24, 2024

თამარ გამდლიშვილი

10.0 
April 23, 2024

ნინო დოჯურიშვილი

100.0 
April 23, 2024

ანონიმური

20.0 
April 22, 2024

ხათუნა ნეკრესელაშვილი

50.0 
April 22, 2024

ნინო კასარელი

20.0 
April 22, 2024

ქეთი ქიტიაშვილი

10.0 
April 22, 2024

ინგა ბერძენიშვილი

20.0 
April 22, 2024

მერი დოლიძე

20.0 
April 22, 2024

თეანო არაბული

100.0 
April 22, 2024

უშიშა ჭინჭარაული

100.0 
April 22, 2024

შორენა ჭინჭარაული

20.0 
April 21, 2024

მერი დოლიძე

30.0 
April 19, 2024

ალექსანდრე ქავთარაძე

15.0 
April 19, 2024

ვერიკო მრელაშვილი

5.0 
April 18, 2024

მაია გავაშელიშვილი

10.0 
April 17, 2024

მადონა ბოჭორიშვილი

10.0 
April 17, 2024

ჯაბა ლომთაძე

20.0 
April 16, 2024

თეა ყეინაშვილი

20.0 
April 16, 2024

შორენა მუჩიაშვილი

10.0 
April 16, 2024

თამთა ინაური

20.0 
April 16, 2024

ანონიმური

10.0 
April 16, 2024

ლელა არაბული

100.0 
April 16, 2024

თინათინი თეთრაული

50.0 
April 16, 2024

სიახლეები არ მოიძებნა

მცირე აღწერის საჭიროებისას გამოიყენებთ ამ ადგილს, მოცემული შრიფტის სტილით

კამპანიის ლოკაცია

საგარეჯო, სოფელი ვერონა