გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | hy | GEO | AZ

“იდეების კონკურსი” – ჟიურის წევრები

აპრილი 8, 2024
“იდეების კონკურსი” – ჟიურის წევრები

გაიცანით “იდეების კონკურსის” ჟიურის წევრები, რომლებმაც მეორე ეტაპზე გადასული 30 ინიციატივიდან ობიექტურად გამოავლინეს გამარჯვებული იდეის ავტორები და  გაუზირეს მათ საკუთარი გამოცდილებები და რეკომენდაციები.

ედო ფარცვანია ახალგაზრდული სივრცე ,,მეგობარის”დამფუძნებელია, მისი აზრით , იდეების კონკურსის საშუალებით ადამიანები პოულობენ თავიანთი იდეების მხარდამჭერებს და იდეის რეალიზებისთვის მეტი შანსი ეძლევათ. სახალხო დაფინანსებაში ჩართულობით კი საზოგადოებას უფრო აქტიურს ვხდით და ვაძლევთ მაგალითებს თუ როგორ შექმნან უკეთესი გარემო.

მარიამ მჭედლიშვილი – პროექტ “ჩართეს” ხელმძღვანელი, CSRDG – სოციალური მეწარმეობის პროგრამის ახალგაზრდული პროექტების მენეჯერი.

 გიზიარებთ მარიამის აზრის ორბელიანი მეტის იდეების კონკურსზე : 

რა შესაძლებლობას აძლევს იდეების კონკურსი მოქალაქეებს?

სწორედ ასეთი კონკურსების დახმარებით არის შესაძლებელი, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, იდეები აქციონ რეალობად. ხშირ შემთხვევაში, რიგითი მოქალაქეებს აქვთ სიანტერესო, ინოვაციური იდეები, რომელთა განხორციელების შემთხვევაში შეუძლიათ სასიკეთო ცვლილებები მოუტანონ არა მარტო მცირე ჯგუფებს, არამედ უფრო ფართო საზოგადოებასაც.
თქვენი აზრით რა როლი ენიჭება სახალხო დაფინანსებას სამოქალაქო აქტივიზმის განვითარებაში?
სამოქალაქო აქტივისტები, ადამიანები, ვისაც მათ გარშემო არსებული რეალობის შეცვლა სურთ და ამისათვის საჭირო უნარები და მოტივაცია აქვთ, ხშირად, ფინანსური რესურსების სიმცირის ან არ არსებობის გამო იხევენ უკან.  სახალსო დაფინანსება საშუალებას აძლევს,  რომ მეტი ადამიანი დაინტერესდეს მათი იდეით და ერთიანი ძალებით განახორციელონ პროექტები. ის რაც შეუძლებელი ჩანს ერთისთვის, დაძლევადი და მიღწევადი ხდება ერთიანი ძალებით. “

რატი ჭეიშვილი – ახალგაზრდული პოლიტიკის ექსპერტი.

 

რა შესაძლებლობას აძლევს იდეების კონკურსი მოქალაქეებს?


იდეების კონკურსი არის ეფექტიანი და ეფექტური შესაძლებლობა მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რომ საკუთარი წვლილი შეიტანონ მათი თემის, მუნიციპალიტეტის განვითარებაში. აქტიური მოქალაქეები, რომლებიც ძალისხმევას და დროს ხარჯავენ სხვების დახმარებასა თუ სოციალური პროექტების განვითარებაში, დადებითი ცვლილებებისა და ჯანსაღი დემოკრატიის მთავარი გარანტორები არიან. ასეთი კონკურსების მეშვეობით ისინი ახერხებენ ისეთი ინიციატივების და პროექტების განხორციელებას, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური კონკრეტული საზოგადოებისთვის და ხელს უწყობენ მათში საზოგადოების სხვა წევრების ჩართულობასაც.

თქვენი აზრით რა როლი ენიჭება სახალხო დაფინანსებას სამოქალაქო აქტივიზმის განვითარებაში?


სახალხო დაფინანსება ტრადიციული დაფინანსების მნიშვნელოვანი ალტერნატივაა. ის შეიძლება იყოს უსწრაფესი გზა იდეების და ინიციატივების განვითარებისთვის, მხარდამჭერების მობილიზებისთვის, სასარგებლო ცვლილებების განხორციელებისთვის და ამგვარად, ფინანსებსა და სხვა რესურსებს ყველასთვის ადვილად ხელმისაწვდომს ხდის. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ამ გზით შესაძლებელია შეფასება, კონკრეტული საკითხი თუ ინიციატივა რამდენად აქტუალური საზოგადოებისთვის.

 

თაკო ბაქრაძე-  სოციალური საწარმოს “ულევი კერამიკის” თანადამფუძნებელი. გიზიარებთ თაკოს აზრს იდეების კონკურსსა და ქრაუდფანდინგზე :

” იდეების კონკურსი მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს ერთის მხრივ თავიანთი იდეის შესახებ ფართო აუდიტორიას მიაწვდინოს ხმა და მოიპოვოს მათი როგორც პიროვნული სიმპათია და მხარდაჭერა, ისე ფინანსური თანადგომა. ხალხისგან დადებითი უკუკავშირი ეხმარება იდეის ავტორს კიდევ უფრო მეტ თავდაჯერებულობაში და იმაში, რომ დარწმუნდეს თავისი წამოწყების სისწორეში.

როცა ჩვენი იდეა ქრაუდფანდინზე იდო, ბევრი ადამიანი გვწერდა პირად შეტყობინებებს და ერთი მათგანი განსაკუთრებულად დამამახსოვრდა “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ”.

ერთია როცა ახლობლები, მეგობრები, ნათესავები გიჭერენ მხარს შენი იდეის დონაციას აკეთებენ და როცა სრულებით უცნობი ადამიანებისთვის ხდები იმის მოტივაცია, რომ იდეას დაუჭირონ მხარი, თანამონაწილენი გახდნენ მათ გარემოში მიმდინარე პოზიტიური სამოქალაქო ინიციატივების, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, იმის გაცნობიერებით, რომ რაც შენს გარშემო ხდება, შეიძლება პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად მაინც გეხება, მთავარი მამოძრავებელი ღერძია მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე საზოგადოების. ჯანსაღ საზოგადოებას მხოლოდ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ადამიანები ქმნიან. “

მოგეწონა სტატია?

გააზიარე სოციალურ პლატფორმებზე