კონფიდენციალურობის პოლიტიკა
გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ კონფიცენციალურობის პოლიტიკას (შემდგომში – პოლიტიკა), რომ გაიგოთ, რა სახის ინფორმაცია გროვდება საიტის სტუმრობისას. Orbelianimeti.ge-ზე შემოსვლით თქვენ ეთანხმებით ამ წესებს. პოლიტიკა, შესაძლოა, დროდადრო განახლდეს. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, რომ მას გაეცნოთ რეგულარულად. პოლიტიკა ვრცელდება ყველა სახის ინფორმაციაზე, რომელსაც თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენების შედეგად მოიპოვებს Orbelianimeti.ge.
პირადი ინფორმაცია შემოწირულობის განსახორციელებლად
იმისათვის, რომ მომხმარებელმა შეძლოს Orbelianimeti.ge -ზე შემოწირულობის გაკეთება, აუცილებელია მისი იდენტიფიკაცია ელფოსტის მეშვეობით. შესაბამისად, საიტზე რეგისტრაციისას ან/და შემოწირულობის გაკეთებისას ინახება მომხმარებლის მიერ შეყვანილი ინფორმაცია სახელზე, გვარზე და ელფოსტაზე.
მომხმარებელს, ასევე, შეყავს საბანკო მონაცემები, რომლებსაც არ ინახავს Orbelianimeti.ge. ტრანზაქციის განხორციელების დროს თქვენი ბარათის მონაცემები უსაფრთხო (სერტიფიკატით დაცული) კავშირის მეშვეობით პირდაპირ გადაეცემა მულტისავალუტო გადახდების კომპანია UFC-ს (თიბისის შვილობილი კომპანია). UFC-ში მონაცემები დაცულ სერვერზე ინახება. თქვენი ბარათის მონაცემებთან „ორბელიანი მეტისთვის“ დაშიფრულია. ის მხოლოდ UFC-ის მხარეს ინახება, ხოლო UFC-ის სერვერზე თქვენი ბარათის მონაცემების უსაფრთხოებას Visa და MasterCard უზრუნველყოფს: კერძოდ, იმისათვის, რომ UFC-იმ გაატაროს თქვენი Visa და MasterCard ბარათი, ის ვალდებულია, დაიცვას PCI DSS ლიცენზიის უსაფრთხოების ზომები, რაც საბანკო ინფორმაციის დაცვის მსოფლიოში უმაღლესი სტანდარტის დაცვას გულისხმობს.
ქუქი-ფაილები
Orbelianimeti.ge იყენებს ისეთ ტექნოლოგიას, როგორიცაა ქუქი-ჩანაწერები იმისთვის, რომ შევაგროვოთ შემდეგი ინფორმაცია.
როდესაც თქვენ სტუმრობთ Orbelianimeti.ge-ს, ჩვენი სერვერი ავტომატურად იწერს დეტალებს თქვენი ვიზიტის შესახებ (მაგალითად, შეზღუდვის გარეშე, თქვენი IP მისამართი, ვებგვერდი, რომლიდანაც ჩვენს ვებგვერდს ესტუმრეთ, ვიზიტის დროს გამოყენებული ინტერნეტ-ბრაუზერის ტიპი, მოწყობილობის ტიპი რომელშიც აღნიშნული ბრაუზერია განთავსებული, ის კონკრეტული გვერდები, რომლებსაც ესტუმრეთ და ვებგვერდზე თქვენი სტუმრობის თარიღი და ხანგრძლივობა და სხვა). ეს მონაცემები არ გვაძლევს მომხმარებლის იდენტიფიკაციის საშუალებას. ამ მონაცემებს ვიყენებთ მომსახურების გაუმჯობესების მიზნით. თქვენ შეგიძლიათ თქვენი ინტერნეტბრაუზერით ამის კონტროლი. გთხოვთ, დარწმუნდეთ რომ თქვენი ინტერნეტბრაუზერი ასახავს თქვენ სურვილს.
მოქმედი კანონმდებლობით ან რეგულაციებით გათვალისწინებული წესით, თქვენ შეგიძლიათ:
– გადაამოწმოთ, ვინახავთ თუ არა თქვენს პერსონალურ მონაცემებს;
– გვთხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალური მონაცემების ასლის გადმოცემა;
– მოითხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალურ მონაცემებში უსწორობის აღმოფხვრა;
– მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთნ დაკავშირებული მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ წერილი შემდეგ მისამართზე: [email protected].
წესები და პირობები
თქვენსა და “ორბელიანს” შორის დადებული შეთანხმება არეგულირებს თქვენს მიერ პლატფორმის გამოყენების პირობებს, მათ შორის მასალების და ინფორმაციის გამოყენებას, თქვენს უფლებებსა და იმ ფუნქციონალებს, რომლებიც საშუალებას გაძლევენ მიიღოთ დონაცია, გააკეთოთ შემოწირულობა, შექმნათ ანგარიში, დაიწყოთ პროექტი და ისარგებლოთ საიტზე არსებული სხვა მსგავსი ფუნქციონალით.
- შეთანხმების პირობებზე დათანხმება გულისხმობს, რომ თქვენ ეთანხმებით ამ ხელშეკრულებაში გაწერილ წესებს და პირობებს.
- გადახდისას თქვენ აღიარებთ და თანხმდებით, რომ ხართ სრულწლოვანი და აწერთ ხელს ხელშეკრულებას “ორბელიანთან”. თუ ორგანიზაციის სახელით აკეთებთ განაცხადს ან დონაციას, მაშინ უზრუნველყოფთ, რომ თქვენ ხართ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე წარმომადგენელი, რათა იმოქმედოთ კომპანიის/ორგანიზაციის სახელით.
- “ორბელიანი” იტოვებს უფლებას შეასწოროს ხელშეკრულება გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ და გამოაქვეყნოს ის მხოლოდ ამ პლატფორმაზე.
- “ორბელიანს” აქვს უფლება ცვლილებები შეიტანოს საიტში და არ იღებს ვალდებულებას შეინახოს თქვენ მიერ წარმოდგენილი კონტენტი წინასწარი შეტყობინების გარეშე.
- პერსონალური ინფორმაციის შენახვას და გამოყენებას არეგულირებს ჩვენი პერსონალური ინფორმაციის დოკუმენტი.
თქვენ ეთანხმებით და აცნობიერებთ, რომ:
– თქვენ გვაწვდით უტყუარ ინფორმაციას;
– რომ გაქვთ უფლება გააზიაროთ ეს ინფორმაცია;
– თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი პროფილის დაცვაზე;
– თქვენს მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაცია შესაძლებელია მესამე პირმა გამოიყენოს ”ორბელიანთან” შეუთანხმებლად;
საიტზე ქცევის წესები:
ეთანხმებით, რომ თქვენ არ გამოაქვეყნებთ ან გაავრცელებთ:
1.1. პოსტს, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, დამამცირებელ და მუქარის შემცველ კონტენტს, ტყუილს ან დამახინჯებულ ინფორმაციას;
1.2. რაიმეს, რაც დაცული არ არის პატენტით, გამოქვეყნების უფლებით, საკუთრების უფლებით, უფლების მქონე ადამიანის ნებართვის გარეშე;
1.3. მასალას, რომელიც ხელს შეუწყობს ტერორისტულ ან კრიმინალურ საქმიანობას, რომელიც ახალისებს ძალადობას.
ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა:
2.1. ხელშეკრულება ძალაშია მის შეწყვეტამდე.
2.2. “ორბელიანს” უფლება აქვს შეგიზღუდოთ სერვისზე წვდომა, თუ თქვენ არღვევთ ამ ხელშეკრულებას. ”ორბელიანი” არაა ვალდებული წინასწარ გაცნობოთ ამის შესახებ.
შემომწირველებისათვის:
3.1. გადახდის პირობები მითითებულია საიტზე. თქვენ შეგიძლიათ, მხოლოდ ბარათით გადახდა ან პირდაპირ “ორბელიანის” ანგარიშზე ჩარიცხვა, თუ მიუთითებთ პროექტის სათაურს გადმორიცხვისას.
3.2. ჩვენ ვცდილობთ, რომ ინფორმაცია იდეის ავტორებზე, მიზნებზე, პროექტის მიმდინარეობაზე მაქსიმალურად ზუსტი იყოს და ვამოწმებთ პროექტის ავტორის ვალიდურობას გამოქვეყნებამდე. ასევე, შეიძლება შეიცვალოს პროექტის სამიზნე თანხა ლარის კურსის ცვალებადობის გამო ან პროექტის ავტორის თხოვნის საფუძველზე.
3.3. თქვენ ვალდებულებას იღებთ, რომ გადახდის დროს იყენებთ მხოლოდ თქვენს პირად ბარათს ან თქვენს პირად ფინანსურ ანგარიშს.
3.4. “ორბელიანი” არ აბრუნებს შემოწირულობას.
3.5. “ორბელიანი” შეცვლის შემოწირულობის სამიზნე პროექტს იმ შემთხვევაში, თუ სამიზნე პროექტის ავტორმა უარი განაცხადა თანხის მიღებაზე. ”ორბელიანი” თქვენთან შეთანხმებით თანხას სხვა მსგავსი შინაარსის/მიზნის პროექტს ჩაურიცხავს.
თქვენ მიერ გაზიარებული ინფორმაციის გამოყენება:
4.1. ჩვენი პერსონალური ინფორმაციის დაცვის დოკუმენტი არეგულირებს პერსონალური ინფორმაციის გამოყენების უფლებებს. როდესაც ეთანხმებით სერვისის გამოყენების პირობებს, თქვენ ასევე ეთანხმებით ამ დოკუმენტის პირობებს.
4.2. თქვენს გვერდზე ატვირთული კონტენტი უნდა იყოს თქვენი და არ არღვევდეს საავტორო უფლებებს.
4.3. “ორბელიანს” უფლება აქვს ჩაასწოროს ინფორმაცია ან წაშალოს, თუ ვთვლით, რომ კონტენტი არღვევს საავტორო უფლებებს ან შეიცავს მუქარის, ძალადობის მოწოდებებს.
4.4. “ორბელიანს” უფლება აქვს გამოიყენოს თქვენს მიერ ატვირთული კონტენტი თქვენი პროექტის და პლატფორმის პოპულარიზაციის მიზნით.
უსაფრთხოება:
5.1. თქვენ პირადად ხართ პასუხისმგებელი თქვენი პირადი ანგარიშის, იმეილის, პაროლის მონაცემების დაცვაზე და არ უნდა გაუზიაროთ ის მესამე პირს.
5.2. საიტის უსაფრთხოება დაცულია ანტი-ვირუსული პროგრამებით და ინკრიპტის ტექნოლოგიით. მაგრამ გთხოვთ, გააცნობიეროთ, რომ, როგორც ნებისმიერი საიტი, “ორბელიანის” პლატფორმაც არაა დაცული ჰაკერული შეტევებისგან.
5.3. ბარათის და ფინანსური ტრანზაქციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია TBC ბანკი და “ორბელიანს” არ აქვს წვდომა თქვენი ბარათის მონაცემებზე.
საიტის გამართული მუშაობა:
6.1. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ საიტი მუშაობდეს შეფერხების გარეშე. მაგრამ შეიძლება არსებობდეს შეცდომები საიტის ფუნქციონირებისას. ასეთების აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.
ზოგადი დებულებები:
7.1. “ორბელიანმა” შეიძლება შეცვალოს საიტის გამოყენების პირობები და გამოაქვეყნოს განახლებული ვერსია მხოლოდ ელექტრონული ფორმით ამავე საიტზე.
7.2. “ორბელიანი” არ იღებს ვალდებულებას მიაწოდოს საჩუქარი შემომწირველს დონაციის სანაცვლოდ. საჩუქრის შეთავაზებასა და მიწოდებაზე მთლიანად პასუხისმგებელია იდეის ავტორი. შემომწირველი და იდეის ავტორი თანხმდებიან საჩუქრის მიწოდების პირობებზე ინდივიდუალურად.
7.3. “ორბელიანი” ვალდებულებას იღებს შეამოწმოს დაფინანსებული პროექტის განხორციელება და გაუგზავნოს სამიზნე პროექტის ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტი შემომწირველს ასეთი თხოვნის არსებობის შემთხვევაში.
7.4. “ორბელიანი” ვალდებულებას იღებს შეამოწმოს პროექტის ვალიდურობა და უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა იდეის გამოქვეყნებამდე.
დაბრუნების პოლიტიკა
კამპანიის ავტორი აცნობიერებს, რომ ინდივიდუალური მხარდამჭერების მიერ მობილიზებული პროექტის ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც მოპოვებული იქნა კამპანიის ხანგრძლივობის პერიოდში, ავტორს მხოლოდ კამპანიის წარმატების შემთხვევაში გადაეცემა. იმ შემთხვევაში, თუ პლატფორმაზე წარდგენილი კამპანია წარუმატებელი იქნება, კამპანია შეწყდება როგორც წარუმატებელი და პროექტის ფინანსური მხარდაჭერიდან მიღებული ყველა სახსრები ორბელიანი მეტის ჯგუფის მიერ დაუბრუნდება მხარდამჭერს კამპანიის ვადის ამოწურვიდან 1 თვის განმავლობაში.