See more ideas More about us
Transparency
ENG | GEO

წრეები სოციალური დისტანციისთვის

Campaign content

  ჩვენი სურვილია რუსთავის პარკში სოციალური დისტანციის დაცვის გაიოლება. ამისათვის პანდემიის დროს ბევრ ქვეყანაში აპრობირებულ მეთოდს მივმართვთ. პარკში დავხაზავთ წრეებს და განვათავსებთ მიმანიშნებელ წარწერებს. ეს, ერთი შეხედვით მარტივი იდეა, აღმოფხვრის პარკში სოციალური დისტანციის დაცვის პრობლემას. ასევე გასართობი აქტივობის სახით ვფიქრობთ სოციალური თამაშების დამატებას. ეს პროექტი მოაგვარებს არა მხოლოდ დისტანციის არამედ რეალური ფიზიკური კომუნიკაციის პრობლემას. პარკში დასვენება დაკავშირებული იქნება გართობასთან, შემეცნებასთან, ახალი ადამიანების გაცნობასთან. გარდა წრეებისა, გვსურს დავამატოთ ერთგვარი გასართობი აქტივობა ბავშვებისთვის. ბილიკზე დახატული იქნება სხვადასხვა თამაშები: მაგალითად კლასობანა,რისი დახმარებითაც ბავშვი თამაშით ისწავლის თვლას,ასოებს. ეს განავითარებს მის მოტორულ უნარებს.ასევე ვგეგმავთ ე.წ” flea market”- ის გაკეთებას, ადამიანებს შეეძლებათ მოვიდნენ და ჩვენს წრეებში გამოიტანონ სხვადასხვა ნივთები გასაყიდად.   უნდა აღინიშნოს, რომ რუსთავის პარკი ბუნებრივი ტყე-პარკია, ამიტომ ბევრი ადამიანი სტუმრობს მას ყოველდღიურად სუფთა ჰაერზე სასეირნოდ და დასასვენებლად.    პროექტის განსახორციელებლად 500 ლარი და 5 დღეა საჭირო. ამ თანხით ჩვენი გუნდი შეისყიდის საღებავებსა და მოხატვისთვის საჭირო მატერიალურ რესურსებს. ხოლო წრებს თავად განვათავსებთ.   

1 Supporter

ანონიმური

20.0 GEL
October 30, 2020

Not found

Campaign location