See more ideas More about us
Transparency
ENG | GEO

შეუწყვე ხელი რუსთავში სოციალური დისტანციის დაცვას

1/1

Campaign content

ოდესმე წარმოიდგენდით, რომ გლობალური პანდემიის მომსწრე გახდებოდით? ამ საშინელ ვითარებაში ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა ყველა ჩვენგანის პრიორიტეტად იქცა, თუმცა  სოციალური დისტანციის დაცვა  ხალხმრავალ ადგილებში, როგორიცაა სამარშუტო ტაქსების გაჩერებები, მაინც  დიდი პრობლემაა. სამწუხაროდ, ბევრი ფიქრობს, რომ პანდემიასთან ბრძოლა დამთავრებულია და თვლის,რომ დისტანციის დაცვა არ არის საჭირო. სინამდვილეში კი, აუცილებელია ვიზრუნოთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სხვების ჯანმრთელობაზეც.   ჩვენ გთავაზობთ სახალისო ინიციატივას. სამარშუტო ტაქსების გაჩერებებზე განვათავსებთ სხვადასხვა ნახატებსა და წარწერებს. მაგალითად, გამოვსახავთ  ე.წ “მეტრიან საზომს”,რომელიც  დისტანციის ორგანიზებას შეუწყობს ხელს. ამასთანავე საზოგადოების გასახალისებლად განვათავსებთ ე.წ  “კორონა სმაილებს”. თითოეული გაჩერება მოხატული იქნება გასამხნევებელი სლოგანებითა და ნახატებით, რომლებიც ხალხს ჯანმრთელობაზე ზრუნვისკენ მოუწოდებს. ეს ინიციატივა არამარტო სოციალური დისტანციის დაცვაში დაეხმარება მოსახლეობას, არამედ დადებითად იმოქმედებს რუსთაველების მენტალურ ჯანმრთელობაზეც.   ყველა ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილია საკმაოდ სტრესული მდგომარეობა. ჩვენი პროექტი პირდაპირ უკავშირდება მოქალაქეების კეთილდღეობას. ჩვენი იდეა არის ინოვაციური და მისი განხორციელებით კი არამარტო შემცირდება  ეპიდემიის გავრცელების რისკი, არამედ მოსახლეობა გახალისდება კიდეც. ამასთანავე, ჩვენი პროექტი მოითხოვს მცირე დანახარჯებს და ჭრის რუსთავში არსებულ რეალურ პრობლემას. ასეთი ინიციატივა ჩვენს ქალაქში პირველად განხორციელდება.   ჩვენი პროდუქტი ყველა რუსთაველისთვის ადვილად ხელმისაწვდომია. რადგანაც ავტობუსებითა და სამარშუტო ტაქსებით ქალაქის უმრავლესობა სარგებლობს. ისინი გაიხსენებენ სოციალური დისტანციის დაცვის წესებს, გახალისდებიან და იზრუნებენ საკუთარ თუ სხვების ჯანმრთელობაზე.   ჩვენი პროექტის განხორციელებას რამდენიმე ეტაპი დასჭირდება. პირველ ეტაპზე მოგვიწევს საჭირო მასალის მომზადება. ამას დაახლოებით 1 კვირა დასჭირდება. მეორე ეტაპი კი პროექტის განხორციელებას უკავშირდება. ჯერჯერობით მარტო 3 გაჩერების მოხატვას ვაპირებთ. ამასაც მაქსიმუმ 1 კვირა დასჭირდება. Ჩვენ მიერ გაკეთებული ნახატები, სავარაუდოდ, 2-3 წლის განმავლობაში იქნება ტრანსპორტის გაჩერებებზე.   პროექტის განსახორციელებლად შესაბამისი ადამიანური და მატერიალური რესურსები გვჭირდება. 20-30  პულივიზატორი, რომლითაც მოვხატავთ და ამასთანავე, მხატვრის დახმარებაც იქნება საჭირო. ამ ყველაფერს დაახლოებით 900 ლარი დასჭირდება. მოძიებულ თანხას გამოვიყენებთ ამ რესურსებით მოსამარაგებლად. თანხების განკარგვას მოვახერხებთ მაქსიმალური გამჭირვალობით.

4 Supporter

თეონა ჯანიაშვილი

10.0 GEL
September 27, 2020

თამარ ჯანიაშვილი

10.0 GEL
September 26, 2020

ანონიმური

20.0 GEL
September 23, 2020

ლუიზა ჯანიაშვილი

10.0 GEL
September 23, 2020

Not found

Campaign location