See more ideas More about us
Transparency
ENG | ARM | GEO | AZ

გარდასახვა სპორტის ძალით

Matchfunded by USAID 10,000 GEL

1/4

Campaign content

თქვენ შეგიძლიათ მინიმალური დონაციით გაზარდოთ კლუბში ჩართული ბავშვთა რაოდენობა და წვლილი შეიტანოთ მათ მენტალურ და ფიზიკურ გარდასახვაში.
საქართველოში ბავშვთა მცირე რაოდენობაა სპორტით და ფიზიკური აქტივობით დაკავებული. ამის მიზეზი ხშირად ფინანსებია. კოვიდ პანდემიან განსაკუთრებული ზიანი მიაყენა სკოლის ასაკის თაობის სოციალურ და ფიზიკურ აქტივობებს, გაიზარდა ეკრანდამოკიდებულება, იმატა ქცევითმა აშლილობებმა.ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ბავშვს შევუქმნათ გარემო, სადაც უფასოდ  მიეცემათ სპორტული განვითარების, ჯანსაღი თვისებების ჩამოყალიბებისა და პიროვნული ზრდის შესაძლებლობა. მიზნის  მისაღწევად დავაარსეთ სპორტული კლუბი “გარდასახვა”- სოციალური მიზნით,  სადაც რაგბის მიმართულებით  პროფესიონალი მწვრთნელების ზედამხედველობით, ბავშვების სპორტულ განვითარებას ვუწყობთ ხელს. ჩვენი დაკვირვებით რაგბი საუკეთესო საშუალებაა მასუბრივ სპორტში ბავშვების ჩასართავად და პირევლი გამოცდილების მისაღებად, რადგან რაგბში მისი პოზიციური მრავალფეროვნებიდან გამომდინარე ყველა ბავშვისთვის თანაბრად მოიძებნება ადგილი მიუხედავად მათი ფიზიკური აღნაგობისა.   აქტივობები უფასოა მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვებისთვის.https://www.youtube.com/watch?v=021nKWz7dKY&t=5sკლუბის ფარგლებში, განვახორციელეთ შემდეგი აქტივებები:  
  1. გაკეთდა მსურველთა მონაცემთა ბაზა, სადაც რეგისტრაცია 600+ ბავშვმა გაიარა (უფრო კონკრეტულად მათმა მშობლემა დაარეგისტრირეს მსურველთა ბაზაში) ამ ბავშვების უდიდესი ნაწილი მრავალშვილიანი ოჯახებიდან არიან, მონაცემების შეგროვებაში აქტიურად გვეხმარებოდა ორგანიზაცია “გენი ქართული”;
  2. საქართველოს სპორტის უნივერსიტეტთან გაფორმდა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი, რის საფუძველზეც კლუბის სამწვრთნელო ბაზა დაკომპლექტდება პროფესიონალებით;
  3. ბაზის ანალიზის საფუძველზე შეირჩა რაგბის მწვრთნელი, რომელიც კვირაში 3 დღე 1 საათით ატარებს ვარჯიშებს;
  4. თბილისის მერიის მხარდაჭერით - კლუბის ვარჯიშებისთვის გამოიყო ვაზისუბნის რაგბის ბაზა, სადაც შესაძლებელი 100-მდე ბავშვის ერთდროული ვარჯიში;
  5. ვაზისუბნის და ვარკეთილის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სიიდან სისტემატიურად სიარული დაიწყო ვარჯიშებზე 30-მეტმა ბავშვმა, მათ შორის რამოდენიმე გამონაკლისისა პირველად დაკავდა სპორტული აქტივობით;
  6. შედგა 4 სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი;
  7. ჩატარდა ამხანაგური ფესტივალი პატარძეულში, სადაც 8 კლუბის გუნდი ღებულობდა მონაწილეობას 
  8. დამზადდა და ფესტივალში მონაწილე ბავშვებს უფასოდ გადაეცათ კლუბის ბრენდირებული მაისურები.
  ჩვენი პროექტი გაზდრის ბავშვებში კომუნიკაციის და ახალი გამოცდილების მიღების ინტერესსა და სურვილს, ფიზიკურ აქტივობას, ხელს შეუწყობს პოზიტიური ემოციების რეგულაციას. პროექტის საჭიროება: გვაქვს სურვილი ადგილზე ეტაპობრივად გავზარდოთ ჩართულ ბავშვთა რაოდენობა, თუმცა ამისთვის გვესაჭიროება დამატებითი ინვესტიცია: ინვენტარითვის, მწვრთნელთა დასამატებლად, ფორმებისთვის (ყველა ბავშვისთვის), სავარჯიშო ეკიპირებისთვის - სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახის ბავშებისთვის, გაზაფხულის ფესტივალებისთვის ტრანსპორტის და კვების უზრუნველსაყოფად.  
თქვენი მხარდაჭერით, მომავალი თაობის მნიშვნელოვან და ღირებულ გარდასახვას შეუწყობთ ხელს!