გაწუხებს შენი სოფლის ან ქალაქის პრობლემები? გინდა შეცვალო შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ?
თუ გაქვს დრო, ენერგია, კრეატივი და იდეა, თუ ხარ ბლოგერი, IT სპეციალისტი, არქიტექტორი, სტუდენტი, მასწავლებელი, ჟურნალისტი, საჯარო მოხელე, მხატვარი, დიზაინერი, მეწარმე თუ უბრალოდ აქტიური მოქალაქე, თუ არ გინდა გულხედაკრეფილი ელოდო, როგორ იცვლება შენი თემის, სოფლის, ქალაქის ქუჩები, უბანი, სკოლა, ბაღი, პარკი და ახალგაზრდების ცხოვრება, მაშინ შენ თვითონ შეცვალე შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ!
„ორბელიანის“ იდეების კონკურსი ნაბიჯია ცვლილებებისკენ!
წარმოადგინე, შენი იდეა ჩვენს პლატფორმაზე – რა გინდა შეცვალო შენს თემში/სოფელში/ქალაქში. მონაწილეობის შედეგად კი :
- – შენს იდეას საკონკურსო ჟიური განიხილავს;
- – გამარჯვების შემთხვევაში მიიღებ დაფინანსება შენი იდეისთვის!
- – განავითარებ შენს იდეას დარგის ექსპერტების და თანამოაზრეების დახმარებით;
- – მიიღებ მონაწილეობას ტრენინგებში ადვოკატირებასა და თემის მობილიზებაში და გაიცნობ სხვა აქტივისტებიც;
- – იდეის განხორციელების შემთხვევაში შეგეძლება გაუზიარო წარმატებას სხვა დამწყებ პროექტის ავტორებს!
ეკოლოგია, გამწვანება, ტრანსპორტი და მობილობა, განათლება და
ახალგაზრდების ჩართულობა, ურბანული სივრცის განვითარება თუ კულტურა.
რას ეხება შენი იდეა?
იდეის წარდგენა შეუძლია ყველას, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის: ინდივიდებს, საინიციტივო ჯგუფებს,სამოქალაქო მოძრაობებსა და აქტივისტებს.
იდეების წარდგენა შესაძლებელია პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლის შემედეგ.
კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე – Orbeliani Meti • ორბელიანი მეტი
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქზე ან მეილზე – [email protected]