-
განათლება
შეცვალე განათლების ხარისხი და მასზე ხელმისაწვდომობა
-
ჯანმრთელობა
შექმენი გარემო უკეთესი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.
-
გარემოს დაცვა
იზრუნე დედამიწის მომავლზე და დაუჭირე მხარი გარემოსდაცვით ინიციატივებს
-
სტარტაპი
გააძლიერე უნიკალური პროდუქტები და შექმენი ინოვაციები.
-
ცხოველებზე ზრუნვა
იზრუნე ცხოველების უკეთეს გარემოზე
-
კულტურა/ხელოვნება
შექმენი კულტურულ სივრცეები, განავითარე კრეატიულობა შენს თემში
გაეცი მეტი
თქვენი მხარდაჭერით შევძლებთ მეტი ცვლილებისა და მეტი განვითარების უზრუნველყოფას
ყველა ინიციატივა
მოუვლელი და მიტოვებული შენობების სიმრავლე ქალაქ ლაგოდეხის იერსა და მიმზიდველობას ვნებს. ეს კი ტურისტულად მნიშვნელოვანი ქალაქისთვის, რა თქმა უნდა, სახარბიელო არაა. გარდა იმისა, რომ ქუჩის ხელოვნება ხელს უწყობს ხელოვანთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და გამოვლენას, მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ის ყურადღების ცენტრში ექცევა ამ უნარითა და ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში.
ჩვენ აღვწერეთ ლაგოდეხში ასეთი შენობები, მათი შესაძლებლობები, შევქმენით მათი ელექტრონული კატალოგი. ელექტრონულ კატალოგში თავი მოვუყარეთ ძირითადად იმ შენობა- ნაგებობებს, რომელთა გავლაც უწევთ ლაგოდეხში ჩამოსულ ტურისტებს, ანუ ძირითადად ყურადღება გავამახვილეთ იმ ქუჩებსა და ობიექტებზე, რომელთა მდებარეობა ტურისტულ მარშუტზეა .
იდეისა და პროექტის გარშემო გაერთიანებული ახალგაზრდები მზად ვართ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ვუსახსოვროთ ქ.ლაგოდეხს ჩვენი შემოქმედება.
პროექტის ფარგლები მთლიანად დაემთხვევა ტურისტულ სეზონს, რითაც მოხდება ლაგოდეხის ქუჩის არტის პოპულარიზაცია.
პროექტით ფარგლებში გამოცხადდება კონკურსი. კონკურსში მონაწილეებს საშუალება მიეცემათ წარმოადგინონ არტში მონაწილეობისათვის რამდენიმე ესკიზი. თემები შეიძლება იყოს სოციალური, კულტურული, ეკოლოგიური, პატრიოტული, ისტორიული და ასევე, შესაძლოა, ეს ნახატები გადმოსცემდნენ იმ თემებს, თუ რა დანიშნულებისათვისაც იყო თავდაპირველად აგებული ეს შენობები, რითაც ახალგაზრდობას საშუალება მიეცემა იცოდნენ საკუთარი ქალაქის ისტორიის ნაწილი.
პროექტი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ იგი დარჩება ლაგოდეხს წლების განმავლობაში, როგორც ლაგოდეხის ერთ - ერთი თავისებური ღირსშესანიშნაობა.
პროექტისათვის გათვალისწინებელია მხოლოდ საღებავების თანხა.