116
შესრულებული პროექტი
პაროლის აღსადგენად, შეიყვანე შენი ელ-ფოსტა, სადაც გამოგეგზავნება პაროლის აღდგენის ლინკი
ჩვენი მიზანია სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა, რათა თითოეულ მოქალაქეს გაუჩნდეს შესაძლებლობა შეცვალოს საკუთარი თემის/საზოგადოების ცხოვრება უკეთესობისკენ. ბოლო წლების განმავლობაში ორბელიანის ონლაინ პლატფორმის ორბელიანი მეტის მეშვეობით უამრავი საჭირო, პრაქტიკული და ინოვაციური იდეა დაფინანსდა საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მიერ.
თითოეული ინიციატივა არის დამოუკიდებლად შექმნილი და მის უკან ჩვეულებრივი ადამიანები დგანან, რომელთაც საზოგადოებრივი სიკეთისთვის ბრძოლა აერთიანებთ.
2015 წლიდან დღემდე ორბელიანს 1 000 000 ლარზე მეტი აქვს გაცემული ინიციატივებისთვის შემდეგი დონორების მხარდაჭერით : UNDP, SIDA, Embassy of Czech Republic, Embassy of Netherlands, EWMI Access program.
ორბელიანი საქართველოს პოპულარობა იზრდება და ასევე იზრდება მოტივირებული ადამიანების რიცხვი, რომელთაც სურთ პატარა ნაბიჯებით შეცვალონ გარემო უკეთესობისკენ, მაგრამ საერთაშორისო დონორებისგან მოწოდებული ფინანსური რესურსი ყოველთვის საკმარისი არ არის, ამიტომ გადავწყვიტეთ ხალხისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, დაააფინანსონ მათთვის საინტერესო და სასურველი იდეები, სწორედ ასე შეიქმნა ქრაუდფანდინგის პლატფორმა ორბელიანი მეტი
ბოლო წლების განმავლობაში “ორბელიანი მეტის” პლატფორმის მეშვეობით უამრავი საჭირო, პრაქტიკული და კრეატიული იდეა დაფინანსდა.
შესრულებული პროექტი
შეგროვებული თანხა
უნიკალური მხარდამჭერი
თანადაფინანსება
ორბელიანის ერთ-ერთ მთავარი ღირებულება გამჭვირვალობა და ღიაობაა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ჩვენი ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის.
ყოველთვის ვცდილობთ, რომ ეფექტური უკუკავშირის მექანიზმები ხელმისაწვდომი იყოს. ორბელიანი რეაგირებს პოტენციურ საჩივრებზე/პრობლემებზე და პრევენციულ ზომებს მიმართავს საჭიროების შემთხვევაში.
ჩვენ ყოველთვის ღია ვართ ნებისმიერი ადამიანის მისაღებად! მიუხედავად ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, რასის, კანის ფერის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
ჩვენ გენდერული თანასწორობა გვესმის, როგორც თანასწორი უფლებები, ვალდებულებები და შესაძლებლობები ორივე სქესის მიმართ.
ჩვენ აქტიურად ვეძებთ და ვუსმენთ იმ ადამიანებს, ვისაც ნაკლები გავლენა ან კონტაქტები აქვთ. კარგად გვესმის ისიც, რომ თითოეულ ადამიანს, რომელთანაც შეხება გვაქვს, განსხვავებული გამოცდილება და ინტერესი გააჩნია.
ჩვენ ჩაბმულნი ვართ იმ საერთაშორისო “ორგანიზმში”, რომელიც გულისხმობს დაფინანსებას მეტი სასიკეთო ცვლილებისთვის! ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კარგად გავითავისოთ ეს “ორგანიზმი” და ჩვენი წილი პოზიტიური როლი ვითამაშოთ მასში.