გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | hy | GEO | AZ

„ხე მაინც დარგე“

Matchfunded by USAID 10,000 GEL

1/1

კამპანიის შინაარსი

როგორ დავიწყეთ? პანდემიის კარჩაკეტილობის დროს, დავიწყე ჩემი შვილებისთვის სახალისო გაკვეთილების ჩატარება. ერთ-ერთი ასეთი გაკვეთილის დროს ვისაუბრეთ ავსტრალიაში და სამხრეთ ამერიკაში მასიური ტყეების დაწვაზე და კლიმატურ ცვლილებებზე. ჩემმა პატარა შვილმა ანამ მკითხა: საქართველოში ამ მიზეზით თუ იწვება ტყეები? რამდენიმე დღეში გავარკვიე, რომ საქართველოში 2015 წლიდან 2020 წლამდე გლობალური დათბობის მიზეზით ყოველ თვე 341 დინამოს სტადიონის ზომის ტყე დაიწვა. ამ ინფორმაციის გაზირების შემდეგ უფრო ჩამჭრელი და რთული კითხვა დამისვა: რა უნდა გავაკეთოთ რომ ტყეები ასე მასიურად არ იწვებოდეს?  შევეცადე მარტივი სიტყვებით ამეხსნა სათბურის გაზის ეფექტის შესახებ და ვუთხარი რომ მომწამვლელი გაზების წარმოქმნის შესამცირებლად უარი უნდა ვთქვათ ტელეფონებზე, მანქანით და თვიმფრინავით მგზავრობაზე, ელექტრო ენერგიის მოხმარებაზე და ასე შემდეგ. ეს არ მოეწონა, რა თქმა უნდა.  კიდევ, ხეები უნდა დავრგოთ, რომ მათ მომწამვლელი გაზი შეიწოვონ და სასარგებლო ჟანგბადი გამოყონ თქო. პატარა ანას გაუნათდა თვალები და მითხრა, მოდი მაშინ ხე მაინც დავრგოთო. ასე ამ სლოგანით “ხე მაინც დარგე“ დაიყწო ეს ყველაფერი და ვრგავთ ხეებს ყოველ თვე  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მალე ჩვენი მეგობრები შემოგვიერთდნენ, მერე მეგობრის მეგობრები და სულ რამდენიმე თვეში, ზოგი საიტის შექმნაში, ზოგი ფეისბუკის გვერდის შექმნაში დაგვეხმარა და რამდნეიმე თვეში ჩამოვაყალიბეთ ორგანიზაცია “გრინ ფორ გეორგია” (Green4Georgia). ჩვენი ორგანიზაცია წარმოადგენს აპოლიტიკურ, არასამეწარმეო, არაკომერციულ საქველმოქდემო ორგანიზაციას, რომლის საქმიანობის მიზანია ადგილობრივი და ენდემური სახეობის, მცენარეების პოპულარიზაცია, ხეების დარგვა, ტყეების გაშენება, მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა, ბუნების გაფრთხილება, ეკოლოგიის პოპულარიზაცია და ამ მიზნებისთვის სოციალური, საქველმოქმედო და კულტურული საქმიანობის განხორციელება.   ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზნებია:
  • ტყეების გაშენება/კონსერვაცია/გამოჯანრთელება;
  • ქალაქებში ტყის სახის ობიექტების აღდგენა/დაფუძნება;
  • კლიმატის ცვლილებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და დამცავი მექანიზმების ადვოკატირება;
  • პროცესებში საზოგადოებისა და კომპანიების მაქსიმალური ჩართულობა სხვადასხვა მექანიზმებით;
ამ ეტაპზე, ორგანიზაცია ახორციელებს რამდენიმე პროექტს. ასევე, მიმდინარეობს რამდენიმე ახალ ინიციატივაზე კონსულტაციები საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციებთან.   მიმდინარე პროექტი: დარგე შენი ხე ქალაქში რას გულისხმობს პროექტი? პროექტის მიზანია მთელი საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ქალაქებში ბოტანიკური გამრავალფეროვნება (თუმცა, პირველ ეტაპზე ვიწყებთ საქართველოში არსებული 10 ქალაქით, სადაც ჰაერი ყველაზე დაბინძურებულია) და ენდემური ფლორის პოპულარიზაცია. შემოსული თანხებით კერძო და სახელმწიფო სანერგეებიდან ვყიდულობთ ენდემური სახეობის ნერგებს, რითაც ვაძლიერებთ და ვახალისებთ, როგორც მცირე ბიზნესს, ასევე ვეწევით ენდემური სახეობის პოპულარიზაციას. როგორ? შეგროვებულ ნერგებს ვჩუქნით შერჩეულ ქალაქებს და ვაკვირდებით ხეების მოვლისა და შენახვის პროცესს. ყველა ხეს აქვს შესაბამისი GPS კოდი და შეყვანილია დარგვის ადგილის კოორდინატები. გთხოვთ, იხილეთ ვიდეო რგოლი: https://www.youtube.com/watch?v=Rj0PaLP3HGk&t=9s   პროექტი, რომელზეც გაფორმებულია შეთანხმება: ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი,  კოლხური ფლორის დენდრარიუმი რას გულისხმობს პროექტი? 24 ივნისს ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრთან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. თანამშრომლობის მიზანია, ქალაქ ზუგდიდში ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის კოლხური ფლორის დენდრარიუმის და სანერგე მეურნეობის შექმნა.  ამასთან,  ყოველწლიურად, დაგეგმილია ისეთი აქტივობების განხორციელება, რომლებიც მიმართული იქნება საზოგადოების ეკოგანათლების, გარემოს, ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. გთხოვთ, იხილეთ ვიდეო რგოლი: https://www.youtube.com/watch?v=D9FCMZ8p2hw   როგორ? მემორანდუმის ფარგლებში, Green4Georgia უზრუნველყოფს ფინანსური კონტრიბუტორების მობილიზაციასა და ფინანსურ მხარდაჭერას, აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოებას საქმიანობის და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის პოპულარიზაციის მიზნით, სკოლის მოსწავლებისა და სტუდენტების ჩართულობით სხვადასხვა პროექტების განხორციელებასა და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში პროცესების მონიტორინგს. ზუგიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი ბუნებიდან ამოიღებს და კოლხური ფლორის დენდრარიუმში გადარგვას 185 ხეს.  უზრუნველყოფს ენდემური მერქნიანი ხემცენარეების თესლების შეგროვებას, 370 ხე მცენარის ნერგის და თესლის გამოყვანას 4 წლის განმავლობაში და კოლხური ფლორის დენდრარიუმში  გადარგვას. კოლხური ბზის პუპულარიზაციისა და გადარჩენისთვის, ზუგდიდის ბოტანიკური სანერგე, მოსახელობის ჩართულობით გამოიყვანს 5 000 ნერგს და ბოტანიკურ ბაღში გადარგავს. დირექტორის ბრძანებით შეიქმნება ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მეგობართა წიგნი, სადაც შეტანილი იქნება ყველა კონტრიბუტორის მონაცემები.     ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ბოტანიკური ბაღის მხარდაჭერას და გამოყოფს სახსრებს, რათა შეუფერხებლად მოხდეს ყველა ვალდებულების შესრულება. ასევე, მერია უზრუნველყოფს თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობის საინფორმაციო მხარდაჭერას. ზუგდიდის ბონატიკური ბაღი       რატომ ჩვენ?   ჩვენთვის ყოველი დარგული ნერგი ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია, შესაბამისად ვითვალისწინებთ იმ პროცედურებს, რომლებიც ნერგების დარგვის შემდგომ არის გასატარებელი. ხის დარგვა თავისთავად კარგი საქმეა, თუმცა აქ არ მთავრდება   ყველაფერი. დარგვის შემდგომ ნერგს მუდმივი ყურადღება სჭირდება სანამ არ წამოიზრდება და სრულყოფილ ხედ არ იქცევა. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა, რომ გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისათვის, რომ ყოველი დარგული ნერგი ხედ ვაქციოთ. ყველა ხეს აქვს შესაბამისი GPS კოდი და შეყვანილია დარგვის ადგილის კოორდინატები. გამწვანების მიმართულებით არსებობს სხვა პროექტებიც, თუმცა მათგან ჩვენ ერთი მთავარი განგვასხვავებს - ჩვენს მიერ დარგულ ნერგებზე ზრუნვა. ჩვენ გვჯერა, რომ ამ მიდგომით თქვენი შემოწირულობით შეძენილი ნერგები რამდენიმე წელიწადში დიდ და ძლიერ ხეებად იქცევიან, რომელიც ხელს შეუწყობს ყველა ჩვენგანის და ჩვენი შვილების ჯანმრთელობას. გთხოვთ იხილეთ ანიმაციური ვიდეო რგოლი ზუგიდის ბოატნიკური ბაღის შესახებ:  https://www.youtube.com/watch?v=nrjYtTn51NA&t=85s ენდემური ხე-მცენარეების პოპულარიზაცია სახალისო გაკვეთილები სკოლებში რას გულისხმობს პროექტი?                                                                                              21 აპრილიდან დავიწყეთ საჯარო და კერძო სკოლებში მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის სახალისო გაკვეთილების ჩატარება. გაკვეთილის მიზანია სკოლის მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება. კერძოდ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ტყეს ადამიანისთვის? რა საფრეთხეების წინაშე დგას მსოფლიოს და საქართველოს ტყეები? რა სარგებელი აქვს და ასევე, რატომ უნდა გავუფრთხილდეთ ტყეს?   როგორ? სახალისო გაკვეთილის ხანგრძლივობაა 30 წუთი და ნარჩენი დრო არის კითხვა პასუხისთვის და სხვადასხვა მოსაზრებების გაზიარებისთვის. გაკვეთილის დასრულების შემდეგ რუსთავისა და თბილისის სკოლებს ლაფანის ხის თესლები ვაჩუქეთ, იმ პირობით რომ ბავშვებმა თესლები გაახარონ და ხეებად აქციონ. რომელი სკოლაც მეტ ლაფანის ხეს გაახარებს, 50 ძირი ლაფანის ხე გადაცემა საჩუქრად. გაკეთილების მიზანია ენდემური სახეობების პოპილარიზაცია. რა გვჭირდება ჩვენი ორგანიზაცია თანმიმდევრულად ვითარედება. ორგანიზაციის დაარსებიდან 10 თვის თავზე, ჩვენ შევძლით ათეულობით ორგანიზაციისა და კერძო პირის დაინტერესება. საკუთარი სახსრებით გავაკეთეთ საიტი და სოციალური გვერდი, ვიდეო და აუდიო რგოლიები. დამატებითი სახსრების უქონლობის გამო დღემდე ვერ ვახერვებთ, ჩვენს პროექტზე მორგებული აპლიკაციის შექმნას, რომელიც გაამრტივებს და უფრო საინტერესოსა და სახალისოს გახდის ჩვენს წამოწყებას. აპლიკაცია მომხმარებელს მისცემს საშუალებას განახორციელოს: 1) ხის დარგვა (როგორც კონკრეტულ პროექტში, ისე ხის სახეობების მიხედვით) 2) ხის დარგვის შესაბამისი სერტიფიკატის დაგენერირება; 3) დარგული ხის ლოკაციის ნახვა ჩაშენებული საძიებო სისტემის დახმარებით; 3) აპლიკანტის მიერ დარგული ხეების შესაბამისად, CO2-ის დაბალანსების მონაცემების ნახვა; 4) განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტების ნახვა (ლოკაციით და ინფორმაციით)   აღნიშნული საქმიანობა უფრო მობილური გახდება აპლიკაციის მეშვეობით, აგრეთვე შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სიახლეებისა თუ კლიენტზე მორგებული პროგრამების მარტივად განხორციელება.

31 მხარდამჭერი

შორენა ჯანხოთელი

300.0 
May 28, 2022

ანონიმური

150.0 
May 28, 2022

ბექა ონიანი

200.0 
May 27, 2022

ნაირა ხაბულიანი

250.0 
May 27, 2022

რამაზ მარღიშვილი

250.0 
May 27, 2022

გიორგი მუკბანიანი

200.0 
May 27, 2022

ანონიმური

100.0 
May 27, 2022

grigol jankhoteli

100.0 
May 27, 2022

გიორგი შერვაშიძე

200.0 
May 27, 2022

დავით გელაშვილი

200.0 
May 27, 2022

Aleksandre Ujmajuridze

150.0 
May 27, 2022

გოგა კაკულია

130.0 
May 27, 2022

ნინო ლიპარტელიანი

250.0 
May 27, 2022

შირენა გაბიანი

250.0 
May 27, 2022

Aleksandre Lomadze-Gabiani

250.0 
May 27, 2022

თინათინ ჩიქვანაია

200.0 
May 17, 2022

აკაკი მაღულარია

100.0 
May 17, 2022

დავით ჯამბურია

200.0 
May 17, 2022

Soso Natsvlishvili

100.0 
May 17, 2022

თათია ვარდოსანიძე

100.0 
May 17, 2022

ირაკლი კობალაძე

300.0 
May 17, 2022

გიორგი მერკვილაძე

50.0 
May 13, 2022

ანონიმური

5.0 
May 12, 2022

ანონიმური

5.0 
May 12, 2022

შორენა გაბიანი

50.0 
May 11, 2022

ბაჩო ბარნაბიშვილი

65.0 
May 11, 2022

ნანა ჩარხოშვილი

5.0 
May 07, 2022

ანა თოთლაძე

5.0 
May 02, 2022

Levan Jishkariani

100.0 
May 02, 2022

ეკატერინე ქარდავა

25.0 
May 02, 2022

ლედი ბოჟაძე

10.0 
April 29, 2022

სიახლეები არ მოიძებნა

კამპანიის ლოკაცია