-
განათლება
შეცვალე განათლების ხარისხი და მასზე ხელმისაწვდომობა
-
ჯანმრთელობა
შექმენი გარემო უკეთესი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.
-
გარემოს დაცვა
იზრუნე დედამიწის მომავლზე და დაუჭირე მხარი გარემოსდაცვით ინიციატივებს
-
სტარტაპი
გააძლიერე უნიკალური პროდუქტები და შექმენი ინოვაციები.
-
ცხოველებზე ზრუნვა
იზრუნე ცხოველების უკეთეს გარემოზე
-
კულტურა/ხელოვნება
შექმენი კულტურულ სივრცეები, განავითარე კრეატიულობა შენს თემში
გაეცი მეტი
თქვენი მხარდაჭერით შევძლებთ მეტი ცვლილებისა და მეტი განვითარების უზრუნველყოფას
ყველა ინიციატივა
როგორც კი დათბა და შესაძლებელი გახდა გაკვეთილების გარეთ ჩატარება, მაშინვე გავედით გარეთ. მოსწავლეებს ვუთხარი: ჩვენ გვაქვს აუთვისებელი ფართი, სადაც შეგვიძლია მოვაწყოთ მყუდრო ადგილი. მათ მაშინვე გამოთქვეს სურვილი, რომ მოგვეტანა კუნძები, დაგვერგო ყვავილები და ა.შ. ნელ-ნელა ახალი იდეები გაჩნდა.
ინტერნეტში წავაწყდით ფოტოს, სადაც პალეტებისგან (პადონები) ლამაზი მაგიდები და სკამები იყო აწყობილი. დავიწყეთ პალეტების მოძიება. ამ პროცესში მთელი სკოლა ჩაერთო. ერთ-ერთი მასწავლებლის ძალისხმევით თემში არსებულმა საწარმომ 16 ერთეული პალეტი გვაჩუქა. ეს იყო ჩვენი პირველი მიღწევა, რამაც შეგვმატა მოტივაცია. დავიწყეთ მაგიდებისა და სკამების დამზადება.
ჩვენი სივრცის მოწყობაში მთელი სკოლა ჩაერთო. განსაკუთრებული როლი კი მოსწავლეებმა შეასრულეს. საბოლოო ჯამში ერთობლივი ძალისხმევით, საჯარო სკოლაში, შევქმენით სივრცე, რომელსაც „განათლების ბაღი“ დავარქვით.
იმისთვის, რომ ჩვენ ბაღს მიეცეს საბოლოო სახე გვესაჭიროება თქვენი თანადგომა. პროექტის წარმატების შემთხვევაში მარნეულის N2 საჯარო სკოლაში გაჩნდება დახვეწილი ალტერნატიული სივრცე, რომელიც მთელი წლის განმავლობაში შეძლებს უმასპინძლოს სტუმრებს, მასწავლებლებს ექნებათ საშუალება ჩაატარონ თემატური გაკვეთილები, ხოლო მოსწავლეებს იმუშაონ სხვადასხვა პროექტზე. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი დახმარებით შევძლებთ შევიძინოთ ფანჩატურები, ხელოვნური ბალახის საფარი, დეკორაციები და ქოთნები ყვავილებისთვის და სხვა საჭირო ნივთები ჩვენი ბაღისთვის!