-
განათლება
შეცვალე განათლების ხარისხი და მასზე ხელმისაწვდომობა
-
ჯანმრთელობა
შექმენი გარემო უკეთესი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.
-
გარემოს დაცვა
იზრუნე დედამიწის მომავლზე და დაუჭირე მხარი გარემოსდაცვით ინიციატივებს
-
სტარტაპი
გააძლიერე უნიკალური პროდუქტები და შექმენი ინოვაციები.
-
ცხოველებზე ზრუნვა
იზრუნე ცხოველების უკეთეს გარემოზე
-
კულტურა/ხელოვნება
შექმენი კულტურულ სივრცეები, განავითარე კრეატიულობა შენს თემში
გაეცი მეტი
თქვენი მხარდაჭერით შევძლებთ მეტი ცვლილებისა და მეტი განვითარების უზრუნველყოფას
ყველა ინიციატივა






წლების წინ ერთ დღეს პაპამ დამიძახა და მთხოვა მის საწოლთან დავმჯდარიყავი. მითხრა, რომ ცხოვრება ხანმოკლეა და ყოველთვის უნდა ვაკეთო ის, რისიც მჯერა, უნდა ვეცადო და მუდამ ვიშრომო იმისთვის, რომ ჩემი ოცნებები რეალობად ვაქციო. შემდეგ მომცა ბეჭედი, რომელიც ქარხანაში მუშაობის დროს დაამზადა. პაპა ერთი თვეში გარდაიცვალა ლეიკემიისგან. ზუსტად ვერ გავიაზრე რას მეუბნებოდა მაშინ, რადგან მხოლოდ 6 წლის ვიყავი, თუმცა მისი ეს სიტყვები სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში. წლების განმავლობაში ეს აქსესუარი იყო სიმბოლო იმის, რომ პაპას სჯეროდა, მე შემეძლო ჩემი ოცნებების რეალობად ქცევა. ეს კი ბევრჯერ დაეხმარა გამოვსულიყავი ჩემი კომფორტის ზონიდან, მაგალითად, გამეკეთებინა პრეზენტაცია, გამომეთქვა საკუთარი აზრი საჯაროდ, წამოვსულიყავი სამსახურიდან და უფრო მეტი ენერგია ჩამედო ჩემს წამოწყებაში.... ეს მოგონება გახდა ჩემი შთაგონების წყარო, შემექმნა ისეთი პროდუქცია, რომელიც გაახსენებდა ჩემნაირ გოგონებს, რომ მათი სჯერათ და ყველაფრის მიღწევა შეუძლიათ ცხოვრებაში, რასაც მოინდომებენ და მიზნად დაისახავენ. ასე დაიბადა ბრენდი -„