-
განათლება
შეცვალე განათლების ხარისხი და მასზე ხელმისაწვდომობა
-
ჯანმრთელობა
შექმენი გარემო უკეთესი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.
-
გარემოს დაცვა
იზრუნე დედამიწის მომავლზე და დაუჭირე მხარი გარემოსდაცვით ინიციატივებს
-
სტარტაპი
გააძლიერე უნიკალური პროდუქტები და შექმენი ინოვაციები.
-
ცხოველებზე ზრუნვა
იზრუნე ცხოველების უკეთეს გარემოზე
-
კულტურა/ხელოვნება
შექმენი კულტურულ სივრცეები, განავითარე კრეატიულობა შენს თემში
გაეცი მეტი
თქვენი მხარდაჭერით შევძლებთ მეტი ცვლილებისა და მეტი განვითარების უზრუნველყოფას
ყველა ინიციატივა

ფარკოს გამოყენებით ფერმისა თუ სათბურის მართვა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდა, მისი გამოყენებით ფერმერს მუდმივად ექნება ინფორმაცია: ტემპერატურის, ტენიანობისა და CO2-ის შესახებ. ამ მონაცემებზე დაყრდნობით ან ტაიმერის გამოყებით კი შესაძლებელია სხვადასხვა სისტემის მართვა: გამათბობელი, მატენიანებელი, გამწოვი, მორწყვისა თუ განათების სისტემა...
სისტემის მართვა და მონაცემების ნახვა შესაძლებელია, როგორც ვებგვერდის მეშვეობით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ასევე მოწყობილობაზე არსებული დისპლეის გამოყენებით.
თანამედროვე ფერმების მართვა და სოფლის მეურნეობის სამუშაოების წარმოება ძალიან გასხვავდება რამდენიმე ათეული წლისწინანდელისგან, ეს ყველაფერი ტექნოლოგიების განვითარებამ გამოიწვია რაც საშუალებას აძლევს ბიზნესს იყოს უფრო მომგებიანი, ეფექტური, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა. სამწუხაროდ საქართველოში ძალიან ნელი ტემპებით ვითარდება ტექნოლოგიები აგროკულტურული მიმართულებით, სწორედ ამიტომ ჩვენ ვქმნით ქართული წარმოების მაღალტექნოლოგიურ ფერმისა და სათბურის ავტომატიზირებული მართვის სისტემას.
თანხის შეგროვებით თქვენ ეხმარებით როგორც ჩვენს ინიციატივას ასევე ორ ფერმერ რომელსაც კამპანიის დასრულების შემდგომ საჩუქრად გადავცემთ ჩვენს სისტემას.