გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | ARM | GEO | AZ

VAULT ACADEMY-ინოვაცია ჩვენი თამაშია

Matchfunded by USAID 10,000 GEL

1/2

კამპანიის შინაარსი

VAULT ACADEMY არის ქართული სტარტ-აპ VAULT-ის სოციალური პროექტი რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდების საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვას: ფრილასინგის, ინოვაციური აზროვნების, უცხოეთში განათლების მიღებისა და ინოვაციური პროექტების შექმნისა და დამუშავების მიმართულებით.   VAULT ACADEMY-იმ უკვე წარმატებით ჩაატარა 3 პრე-აქსელერაციის კურსი რაჭა & ზემო სვანეთის რეგიონში საქართველოს ტექნოპარკის მხარდაჭერით. Სწავლების მსვლელობის პერიოდში ჩვენი ბენეფიციარების იდეებმა პირველი დიდი ნაბიჯი გადადგეს წარმატებისკენ! პროექტებმა Racha with Love, ComicsLand, BGERA-მ და Tishi-იმ, თითოეულმა მოიპოვეს 30 000 ლარიანი დაფინანსება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საპოლოტე რეგიონების საგრანტო კონკურსში.     Სწორედ მაშინ, როცა ჩვენი გუნდის მიერ განხორციელებულმა ინიციატივებმა რაჭის რეგიონში ღირებულ შედეგებამდე მიგვიყვანა მივხვდით, რომ რეგიონის განვითარებისთვის მხოლოდ ეს საკმარისი არ იყო. Პრე-აქსელერაციის შემდეგ ჩვენი კურსდამთავრებულები უბრუნდებიან რეალობას, სადაც მათ არ აქვთ არანაირი რესურსი, რომ თეორიული ცოდნა რეალურ შედეგებად აქციონ და თუნდაც გამარჯვებული პროექტები სისრულეში მოიყვანონ.   Ჩვენმა გუნდმა შეძლო ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიასთან მემორანდუმის გაფორმება, რომლის თანახმადაც გადმოგვეცა სოფელ კვაცხუთში მდებარე კულტურის სახლის შენობა უსასყიდლოდ. Ჩვენი მიზანია სწორედ ეს შენობა ვაქციოთ რაჭველი ახალგაზრდების განვითარებისთვის ყველა რესურსით აღჭურვილ საერთო სამუშაო სივრცედ. აქ ახალგაზრდები შეძლებენ მათზე მორგებულ გარემოში, რომელიც იქნება ყველა საჭირო ტექნოლოგიური ინვენტარით უზეუბველყოფილი ნებისმიერ დროს გაიღრმავონ ცოდნა. Ასევე, ვგეგმავთ სივრცეში არაერთი საგანმანათლებლო ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებას, რაც მათ სამომავლო განვითარებას შეუწყობს ხელს.   ინიციატივის მხარდაჭერით, თქვენ ჩვენთან ერთად შექმნით მულტიფუნქციურ საერთო სამიშაო სივრცეს რაჭაში. Სწორედ თქვენი დახმარებით ჩვენი გუნდი შეძლებს ტექნოლოგიური აღჭურვილობით სივრცის უზრუნველოფას და მის კეთილმოწყობას, რათა რაჭველ ახალგაზრდებს ჰქონდეთ სივრცე, სადაც ნებისმიერ დროს შეძლებენ მუშაობას და მათთვის საჭირო ინფორმაციასთან სწრაფ წვდომას.   Ჩვენ გვჯერა რომ ერთად ავაშენებთ რაჭველი ახალგაზრდების მომავლს! 
300

გაცემული კონტრიბუცია

თქვენს საჩუქარზე ჩვენი წარმატებული კურსდამთავრებულები იზრუნებენ! Racha With Love წაგიყვანთ ავტენტურში რაჭაში ხოლო Comicland შექმნის თქვენი რაჭაში მოგზაურების ამსახველ კომიქს, რომლის მთავარი გმირიც თქვენ იქნებით! ასევე მოგემსახურებათ პროფესიონალი ფოტოგრაფი რომ ჩვენი ბენეფიციარების თვალით დანახული რაჭა თქვენი მოგონების განუყოფელი ნაწილი იყო. ტურის განმავლობაში დააგემოვნებთ ავთენტურ რაჭულ ღვინოსა და ადგილობრივ სამზარეულოს.

14 უნიკალური მხარდამჭერი