გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | GEO

თანასწორი სივრცე შშმ პირებისათვის ფოთში

Matchfunded By USAID Civil Society Engagement Program

1/4

კამპანიის შინაარსი

სოციალური საწარმო ლიმენას იდეას 2022 წლის სექტემბრიდან ვახორციელებთ, რომელიც აერთიანებს ღია და დახურულ კაფეს, საერთო სამუშაო და შეხვედრების სივრცესა და არტ-რეზიდენციას. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ნაწილობრივი რესტავრაცია-რემონტს წელიწადინახევარია ვუტარებთ. 265 კვ.მ შენობის გარკვეული ნაწილი უკვე აღდგენილია და სივრცეში სხვადასხვა ღონისძიებებსაც ვატარებთ.   არაადაპტირებული გარემოს გამო, შშმ პირები მოწყვეტილნი არიან გარე სამყაროს. ფოთში, 1700-მდე შშმ პირი ცხოვრობს, მათგან 120 ბავშვია. ხშირად ისინი გარეთაც კი არ/ვერ გამოდიან, რადგან გარემო მათ საჭიროებებზე მორგებული არ არის.   გვინდა, რომ ჩვენი სივრცე ადაპტირებული იყოს ეტლით მოსარგებლეებისთვის და ყველა იმ შშმ ადამიანისთვის, ვინც მოკლებულია ახალი ცოდნისა და უნარების დაუფლებას, მსგავსი სივრცეებით სარგებლობას, თანამოაზრეებთან შეხვედრებსა თუ უბრალოდ გართობას იმის გამო, რომ მათთვის ადაპტირებული გარემო, ქალაქში არსად არის. ჩვენთან ყველას შეეძლება დასწრება და სრულფასოვანი მონაწილეობა სხვადასხვა ვორქშოფებში, ტრენინგებში, მასტერკლასებში, ნახავენ ფილმებს, ჩაერთვებიან დისკუსიებში და ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში და ჩვენს ცენტრში შეძენილი ცოდნითა და უნარებით, სამომავლოდ საკუთარი საქმის წამოწყებასაც შეძლებენ, რაშიც ასევე ხელს შევუწობთ.   გვჯერა, თქვენი თანადგომის. თითოეული თქვენგანის მცირედი წვლილიც შეგვაძლებინებს ამ სასიკეთო საქმის ბოლომდე მიყვანას. დაუჭირეთ მხარი ფოთელი შშმ პირების სოციალიზაციას, სტიგმის დაძლევასა და მათი საზოგადოებაში თანასწორად ინტეგრირებას.