გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

შევქმნათ გზამკვლევი პროფესიების მაძიებელთათვის

სამიზნე თანხის შეგროვების შემთხვევაში იდეა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის თანადაფინანსებით მიიღებს 2 580 $

1/7

კამპანიის შინაარსი

 

არასწორად შერჩეული პროფესია ადამიანებში ყოველდღიურ სტრესს, მოტივაციის დაკარგვას და კარიერული განვითარების შეფერხებას იწვევს.

 

ხშირად, ახალგაზრდები პროფესიას ირჩევენ შეზღუდული ინფორმაციის პირობებში, მხოლოდ ახლობელი ადამიანების  რჩევებსა და საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებზე დაყრდნობით, რაც იშვიათად ითვალისწინებს მათ რეალურ უნარებსა და ინტერესებს. შედეგად, მათი დრო და ენერგია არასწორი მიმართულებით იხარჯება.

 

დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოზარდებს ჰქონდეთ ინფორმაცია მოთხოვნად პროფესიებსა და განათლების სფეროში არსებულ ალტერნატივებზე, რათა კარიერული გზა თავიანთი უნარებისა და ინტერესების შესაფერისად დაგეგმონ.

 

სწორედ ამიტომ, სმარტ აკადემიამ, HR პროფესიონალებთან ერთად, მუშაობა დაიწყო „თანამედროვე პროფესიების გზამკვლევზე“ – რომელშიც თავდაპირველად გაგაცნობთ 50-მდე თანამედროვე, მოთხოვნად და პერსპექტიულ პროფესიას. გზამკვლევი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: საქმიანობის სფეროს შესახებ ინფორმაცია, შესაბამისი ტექნიკური თუ რბილი უნარები, სამუშაო პროცესის აღწერა, საშუალო ანაზღაურება და პროფესიასთან დაკავშირებული სხვა სპეციალობების ჩამონათვალი.

   

ორბელიანი მეტის დახმარებით, გზამკვლევის ბეჭდურ ვერსიას განვათავსებთ რეგიონების მულტიფუნქციურ სივრცეებსა თუ სხვა სასწავლო დაწესებულებებში. ასევე, ბეჭდურ ვერსიასთან ერთად ვქმნით ვიდეო პლატფორმასპროფესიების ციფრულ ბიბლიოთეკას, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს ერთ სივრცეში, ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად გაეცნონ პროფესიებს. ამის პარალელურად იგეგმება კარიერული კონსულტაციების სერია რეგიონებში, რომელიც ახალგაზრდებს თავიანთი უნარებისა და ინტერესების სწორად მიმართვაში დაეხმარება.

 

ჩვენი ინიციატივის ფარგლებში ასევე ვქმნით მაფიის ალტერნატიულ სამაგიდო თამაშს – „პროფესია“, სადაც თამაში წარიმართება ახალი წესებით და ტრადიციული როლები ჩანაცვლდება თანამედროვე ციფრული სპეციალობებით, რაც გაზრდის ცნობადობას თითოეულ პროფესიაზე. 

   

ჩვენ გვჯერა, რომ გზამკვლევი არის საუკეთესო რესურსი პროფესიების მაძიებელთათვის. თქვენი მხარდაჭერით შევძლებთ, ეს პროდუქტი ხელმისაწვდომი გავხადოთ და მეტ ადამიანს დავეხმაროთ ინფორმირებული კარიერული გადაწყვეტილების მიღებაში.

24 მხარდამჭერი

ციცინო აბჟანდაძე

100.0 
December 25, 2024

თიო ზარნაძე

200.0 
December 23, 2024

ნათია ზარნაძე

200.0 
December 21, 2024

დავით ჭიაბერაშვილი

50.0 
December 20, 2024

ნინო ძამაშვილი

50.0 
December 17, 2024

მაია სვანიძე

100.0 
December 17, 2024

ანონიმური

100.0 
December 13, 2024

ანონიმური

5.0 
November 26, 2024

ზურაბ ტუღუში

10.0 
November 26, 2024

ანონიმური

7.0 
November 26, 2024

ილია ბერია

10.0 
November 19, 2024

რომან ლემონჯავა

10.0 
November 19, 2024

ლია მერეკლიშვილი

30.0 
November 14, 2024

mariam gogiashvili

10.0 
November 08, 2024

ეთია გოგალაძე

10.0 
November 08, 2024

თამარი ბიტიაშვილი

10.0 
November 08, 2024

გიორგი მოსემღვდლიშვილი

20.0 
November 08, 2024

ნიკა მოლოდინაშვილი

5.0 
November 08, 2024

ლელუკა დიდებელი

10.0 
November 07, 2024

ელენე ვადაჭკორია

10.0 
November 07, 2024

ანი მდივნიშვილი

5.0 
November 07, 2024

ლია კასპელაშვილი

10.0 
November 05, 2024

ლაშა ჩხვიმიანი

10.0 
November 05, 2024

ანონიმური

10.0 
November 05, 2024

სიახლეები არ მოიძებნა

კამპანიის ლოკაცია

თბილისი
30

გაცემული კონტრიბუცია

- სმარტ აკადემიის 100 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი. - სახელ-გვარის შეტანა წიგნის ბეჭდურ ვერსიასა და ციფრულ პლატფორმაზე.

1 უნიკალური მხარდამჭერი

50

გაცემული კონტრიბუცია

- CV/Linkedin პროფილის აუდიტი/კონსულტაცია. (შეუძლია სერვისის გაჩუქებაც) - სმარტ აკადემიის 100 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი. - სახელ-გვარის შეტანა წიგნის ბეჭდურ ვერსიასა და ციფრულ პლატფორმაზე.

2 უნიკალური მხარდამჭერი

100

გაცემული კონტრიბუცია

- CV/Linkedin პროფილის აუდიტი/კონსულტაცია. (შეუძლია სერვისის გაჩუქებაც) - თანამედროვე პროფესიებთან დაკავშირებული კარიერული კონსულტაცია. (შეუძლია სერვისის გაჩუქებაც) - სმარტ აკადემიის 100 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი. - სახელ-გვარის შეტანა წიგნის ბეჭდურ ვერსიასა და ციფრულ პლატფორმაზე

3 უნიკალური მხარდამჭერი

250

გაცემული კონტრიბუცია

Svla Box - ბრენდირებული აქსესუარები (ჩანთა, მაისური, კეპი, სტიკერი), - 100 ლარიანი სმარტ აკადემიის სასწავლო ვაუჩერი, - სახელ/გვარის შეტანა წიგნის ბეჭდურ ვერსიასა და ციფრულ პლატფორმაზე

500

გაცემული კონტრიბუცია

- Svla Box - ბრენდირებული აქსესუარები (ჩანთა, მაისური, კეპი, სტიკერი, პოსტერი) - სამაგიდო თამაში “პროფესია”, - სახელ/გვარის შეტანა წიგნის ბეჭდურ ვერსიასა და ციფრულ პლატფორმაზე