გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | GEO

საკვები ბანკი

1/6

კამპანიის შინაარსი

მე, შენ, ჩვენ შეგვიძლია საქართველოში შიმშილის ზღვარს მყოფი ადამიანების დახმარება!
  აღწერა: ჩვენ შესახებ: ა(ა)იპ ,,ენკენიას" დაარსების მიზანი გახლავთ საქართველოში შიმშილის პრობლემის შემცირება. მიზნის მისაღწევად ის ახორციელებს სხვადასხვა პროექტს. ორგანიზაციამ 2019 წლის დეკემბრიდან დაიწყო ახალი საქველმოქმედო პროექტი "გუალე - კეთილი გულით", რომელიც ითვალისწინებს ქუჩაში ცხელი, ჯანსაღი საკვებით უსასყიდლოდ გამასპინძლებას მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება. ვეხმარებით  ჩვენ გარშემო მყოფ უმწეო და მოხუც ადამიანებს ბინაზე მისვლით, ასევე ჩვენამდე მოსულ მშიერ თანამოქალაქეებს. პროექტის ფარგლებში მიწოდებული საკვების ხარისხისა და რაოდენიბის გამო დღემდე გვემატება სხვადასხვა კატეგორიის გაჭირვებული ადამიანები. კორონა (COVID 19) ვირუსის პანდემიის პირობებში კიდევ უფრო დამძიმდა სოციალური ფონი, რამაც ასევე გაზარდა ჩვენი პროექტის მნიშვნელობა.  ,,ენკენიას" გუნდმა და მოხალისეებმა, ბენეფიციარების  მატებასთან ერთად დაიწყო აქტიური მუშაობა საკვების შეგროვების და განაწილების კუთხით. გაჩნდა იდეა, რომ საქართველოშიც გაგვეკეთებინა „საკვები ბანკი“, სადაც სხვადასხვა საშუალებით მოვუყრიდით თავს შემოწირულ და შეგროვებულ საკვებს, რომელსაც გავანაწილებდით უმწეო ოჯახებზე.  პროექტის იდეა: პროექტი ითვალისწინებს საკვები ბანკის  შექმნასა და მისი პირველი ეტაპის შესრულებას, რომელიც გულისხმობს საკვების შეგროვებას სხვადასხვა ხალხმრავალ ადგილებში. იგეგმება საკვების შესაგროვებელი ყუთების დამზადება, რომელიც განთავსდება ხალხმარავალ დაწესებულებებში, ოფისებსა და სხვა შესაფერის ადგილებში. ენკენიას მოხალისეთა გუნდი ორშაბათობით სხვადასხვა დაწესებულებებში გაანაწილებს მათ ხელთ არსებულ საკვებ ყუთებს, რომელიც იქნება შესაბამისად გაფორმებული და ბრენდირებული.  ყუთები იქნება მიმზიდველი რათა ოფისებს არ შეექმანათ დისკომფორტი მათი განთავსების გამო. კვირის განმავლობაში ოფისებში მომუშავე პირებს ექნება შესაძლებლობა, რომ გაიღონ მოწყალება საკვები პროდუქტების სახით. შესაძლებელი იქნება არამალფუჭებადი ნებისმიერი სახის საკვები პროდუქტის განთავსება საკვები ბანკის ყუთში.  კვირის ბოლოს საკვებ ყუთში მოგროვებული პროდუქტი ისევ ენკენიას მოხალისეებისა და გუნდის მიერ იქნება წამოღებული და შაბათ-კვირას განაწილდება უმწეო მოხუცებსა და ფინანსურად შეჭირვებულ ოჯახებზე, რომლებიც უკვე, სამწუხაროდ, მრავლად მოიძებნებიან ენკენიას მზარდ ბაზებში. „საკვები ბანკები“ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია პრაქტიკაში მიღებული, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული ფორმაა ქველმოქმედებისა, როგორც შემგროვებლისთვის, ასევე შემწირველისთვის. ამ პრაქტიკამ ათასობით ოჯახს საკვების პრობლემა გადაუჭრა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.  
ადამიანები ადამიანებისთვის! 
გვჯერა თქვენი მხარდაჭერის და იმის, რომ ვიქნებით უფრო მეტი!

13 მხარდამჭერი

ანონიმური

965.0 
September 29, 2020

ანონიმური

150.0 
September 29, 2020

ანონიმური

2.0 
July 26, 2020

ანონიმური

150.0 
July 12, 2020

ანონიმური

100.0 
July 12, 2020

ანონიმური

50.0 
July 12, 2020

ანონიმური

50.0 
June 23, 2020

ანონიმური

20.0 
June 23, 2020

ანონიმური

1.0 
June 17, 2020

TenGo Elisashvili

11.0 
June 17, 2020

Mariam Munjishvili

20.0 
June 16, 2020

ანონიმური

10.0 
June 15, 2020

TenGo Elisashvili

1.0 
June 15, 2020

სიახლეები არ მოიძებნა

მცირე აღწერის საჭიროებისას გამოიყენებთ ამ ადგილს, მოცემული შრიფტის სტილით

კამპანიის ლოკაცია

50

გაცემული კონტრიბუცია

მადლობის სიგელი