გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | GEO

საგანმანათლებლო სივრცე უჩმანელი მოსწავლეებისთვის

Matchfunded By USAID Civil Society Engagement Program

1/2

კამპანიის შინაარსი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში 38 ეროვნებით სომეხი მოსწავლე სწავლობს. მათთვის ერთადერთი საგანმნათლებლო სივრცეა სკოლა. სოფელში არ ფუნქციონირებს არც ბიბლიოთეკა, არც ახალგაზრდული ცენტრი, არც სპორტული ან ხელოვნების წრე. მოსწავლეთა სრულფასოვანი განვითარებისა და განათლების მისაღებად ფორმალურ განათლებასთან ერთად მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება, ამიტომ მე, ქართული ენის მასწავლებელმა, მათ შევთავაზე ქართული ენის წრე და საკლუბო მუშობა (ლიტერატურული კლუბი, კინო კლუბი). რამაც მოსწავლეებში დიდი დინტერესება გამოიწვია, მით უფრო, რომ სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესების შესაძლებლობა მიეცათ. არაფორმალურ განათლებასთან ერთად სოფლად მცხოვრები ბავშვებისთვის გამოწვევაა ინტეგრაციის საკითხი, რაშიც დიდ როლს სახელმწიფო ენის ცოდნა თამაშობს. ჩვენი არაფორმალური სივრცე არ არის აღჭურვილი ტექნიკით. მინდა, რომ ჩვენს მოსწავლეებს, რომლებიც ისწრაფვიან განვითარებისა და წარმატებისკენ, თქვენი დახმარებით შევუქმნათ განათლების მიღების ისეთი შესაძლებლობა, როგორიც აქვთ მათ ქალაქად მცხოვრებ თანატოლებს. საწრეო და საკლუბო მუშაობა ეფექტიანად რომ წარიმართოს, ამისთვის გვჭირდება თანამედროვე ტექნიკა. ეს რესურსი იქნება ჩვენი არაფორმალური განათლების ხელშემწყობი საშუალება, რაც მიზანდასუხულ, შრომისმოყვარე მოსწავლეებს მისცემს გზას, შესაძლებლობას იყვნენ აქტიურნი, წარმატებულნი და ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები.