გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

რინგოვეტი მიუსაფარი ცხოველების სამსახურში

სამიზნე თანხის შეგროვების შემთხვევაში იდეა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის თანადაფინანსებით მიიღებს 3 500 $

1/5

კამპანიის შინაარსი

რინგოვეტის მისია საქართველოს მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვაა. სწორედ ამ მისიის შესრულებისთვის ვიწყებთ კამპანიას:

“გავასტერილოთ რაც შეიძლება მეტი მიუსაფარი ცხოველი საქართველოში!”

ამბიციურად ჟღერს, თუმცა გვჯერა, რომ ერთობას დიდი ძალა აქვს და მაგარი ამბები პატარ-პატარა ცვლილებებით იწყება, ამიტომ გთხოვთ მხარი დავუჭიროთ რინგოვეტის ინიციატივას და ერთად გავაუმჯობესოთ ჩვენი - რიგითი მოქალაქეებისა და ოთხფეხა მიუსაფრების თანაცხოვრება.

1 ლარის შემოწირვით, თქვენ ხდებით დონორი და აფინანსებთ უპატრონო ძაღლი/კატის სტერილიზაცია - კასტრაციას. რაც მეტნი ვიქნებით, მით მეტი ცხოველი გასტერილდება თვენი მხარდაჭერით და შევამცირებთ მათ შობადობას.

რა არის რინგოვეტი

რინგოვეტი მობილური აპლიკაციაა, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია ადგილზე გამოიძახოს პირველადი სასწრაფო ვეტერინარული დახმარება თბილისის მასშტაბით.

რინგოვეტი შეიქმნა იმისთვის, რომ ქვეყანაში იარსებოს მყისიერმა ვეტერინარულმა სერვისმა. აპლიკაცია ადამიანებს საშუალებას აძლევს, იზრუნონ ოთხფეხა მეგობრებზე და გამოიძახონ ვეტექიმი გეგმიური თუ სასწრაფო საჭიროებებისთვის, თავიდან აირიდონ კლინიკაში ვიზიტი და დაზოგონ დრო. რინგოვეტი ამავდროულად მნიშვნელოვანი საშუალებაა მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად, რადგან გამოძახებისას ვეტექიმი მათ პროფილაქტიკურ აცრებსაც ჩაუტარებს. ეს კი ქუჩაში გადაადგილებას უფრო უსაფრთხოს გახდის და ცხოველების მდგომარეობას გააუმჯობესებს.

130

გაცემული კონტრიბუცია

1 მიუსაფარი ცხოველის კასტრაცია/სტერილიზაცია

3 უნიკალური მხარდამჭერი

25

გაცემული კონტრიბუცია

რინგოს ბიოდეგრადირებადი პარკები მიტანის სერვისით თქვენი ძაღლებისთვის

5 უნიკალური მხარდამჭერი