გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
hy | GEO | AZ

რეაგენტი

Matchfunded by USAID 9,478 GEL

კამპანიის შინაარსი

ჩვენ გახლავართ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ გუთურის საჯარო სკოლის მოსწავლეების გუნდი. გვსურს, თქვენი მხარდაჭერით სკოლაში ჩვენი ოცნების  ლაბორატორია შევქმნათ, რომელიც ხელს შეუწყობს STEM საგნების (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) სწავლების პროცესის საინტერესოდ წარმართვას. ჩვენი სკოლის მასწავლებლები ხშირად იყენებენ ვირტუალურ ლაბორატორიას და ცდილობენ პროცესი უფრო მრავალფეროვანი გახადონ. პარალელურად სოციალურ ქსელში ხშირად ვხედავთ, როცა ჩვენი თანატოლები რეალურ სივრცეში თავად ატარებენ საინტერესო და სახალისო  ცდებს. ეს კი გვიღვივებს სურვილს, რომ ეკრანზე ცქერის ნაცვლად ჩვენც გავხდეთ ამ პროცესების ნაწილი და საკლასო ოთახში, რეალური ხელსაწყოების გამოყენებით ვიკვლიოთ და აღმოვაჩინოთ სახელმძღვანელოებში დაწერილი ქიმიური და ფიზიკური მოვლენები. საბუნებისმეტყველო საგნების სრულყოფილად შესწავლისთვის აუცილებელია  ჩავერთოთ სამეცნიერო კვლევა-ძიების პროცესებში, რადგან პრაქტიკული სამუშაოს გამოყენებას ფუნდამენტური როლი ენიჭება სწავლების დროს.  მხოლოდ ტერმინების დასწავლით რთულია გაიგო კვლევის არსი, ან დაიმახსოვრო მეცნიერული კვლევის ეტაპები ისე, რომ თავად არ იყო ჩართული მათ განსაზღვრაში. ამასთან, კვლევა-ძიებითი აქტივობების მხოლოდ ჩატარება არ კმარა. მნიშვნელოვანია,  მათი შედეგების გააზრება და შეფასება. ჩვენი პროექტის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი მოს­წავ­ლე­ებ­ში კვლე­ვის უნა­რ-ჩვევების გან­ვი­თა­რე­ბაა. რე­ა­ლუ­რად, ჩვე­ნი პრობლე­მაც ხომ ეს არის. ფი­ზი­კას, ქი­მი­ას და ბი­ო­ლო­გი­ას მხოლოდ სახელმძღვანელოებიდან ვსწავლობთ. ეს კი ხდება მაშინ, როცა მეცნიერების როლი და მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება. სწორედ ამ ზემოთჩამოთვლილი  მიზნებიდან და მიზეზებიდან გამომდინარე შეუცვლელია სკოლაში რეალური საბუნებისმეტყველო ლაბორატორიის არსებობა, რომელიც აღჭურვილი იქნება ბიოლოგიის, ფიზიკისა და ქიმიის სწავლებისთვის საჭირო რესურსებით. გურიაში თქვენ მხარდაჭერით შექმნილმა ლაბორატორიამ შესაძლოა მომავალი მეცნიერები გამოზარდოს!