გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

პირველი ტელესკოპი ქართულ სასკოლო სივრცეში

სამიზნე თანხის შეგროვების შემთხვევაში იდეა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის თანადაფინანსებით მიიღებს 1 175 $ $

1/2

კამპანიის შინაარსი

საერთაშორისო კვლევების  შედეგად დგინდება, რომ  საქართველოს სკოლის მოსწავლეებში დაბალია მოსწრების მაჩვენებლები,ტექნიკურ საგნებში: ფიზიკა,ქიმია,მათემატიკა,კომპიუტერული ტექნოლოგიები, რაც მიუთითებს მოსწავლეებში აღნიშნული საგნების ნაკლებად პოპულარობას. ეს ხელს უშლის მოსწავლეებს მომავალი ცხოვრების გამოწვევების გამკლავებაში და 21-ე საუკუნის პროფესიების დაუფლებაში.

პროექტის მიზანია მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო და ტექნიკური საგნების (ასტოფიზიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა,კომპიუტერული ტექნოლოგიები) პოპულარიზება როგორც სკოლაში, ისე თემში,  მოსწავლეებში კოგნიტური უნარების გამომუშავება. ამისთვის კი გვესაჭიროება ტელესკოპის შეძენა, რაც დაეხმარება მოსწავლეებს გაეცნონ მათთვის ჯერჯერობით უცნობ საკითხებს და აღმოაჩნინოს ახალი სამყარო!

ტელესკოპის საშუალებით მოსწავლეები დაათვალიერებენ პლანეტებს და ციურ სხეულებს, მიიღებენ საინტერესო ინფორმაციას. გამოიყენებენ პრაქტკაში იმ თეორიულ ცოდნას, რაც მიიღეს ფიზიკაში, ქიმიაში, მათემატიკაში, კომპიუტერულ ტექნოლოგიებში. ასევე,  სურათებს გადავუღებთ პლანეტებს, გალაქტიკებს, ნისლეულებს. მოვაწყობთ ამ სურათების გამოფენას.

გამომდინარე იქიდან, რომ  რუსთავისა და ქვემო ქართლის სასწავლო სივრცეში  ეს იქნება პირველი ტელესკოპი ჩვენ აქტივობები გაწერილი გვაქვს მთელი ქალაქის და რეგიონის სკოლების მასშტაბით, ჩვენს პროექტში ჩაერთვებიან  მოსწავლეები და თემის მცხოვრებნი. ტელესკოპის შეძენის შემდეგ მოეწყობა პროექტის პრეზენტაცია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სადაც მოვიწვევთ რუსთავის სკოლების უფროსკლასელებს, ფიზიკისა, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებს, ილიაუნის ასტროფიზიკის კათედრის მეცნიერებს. მოვაწყობთ ვორქშოპების ციკლს რუსთავისა და ქვემო ქართლის სხვადასხვა სკოლებში.

6 მხარდამჭერი

კახაბერ ლომაძე

10.0 
November 24, 2024

თემო სუყაშვილი

10.0 
November 12, 2024

თენგიზ სულთანიშვილი

20.0 
November 11, 2024

იზა გუჯეჯიანი

5.0 
November 09, 2024

გიგა რაზმაძე

20.0 
November 08, 2024

ლია კასპელაშვილი

10.0 
November 05, 2024

სიახლეები არ მოიძებნა

კამპანიის ლოკაცია

ქ. რუსთავი