გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | hy | GEO | AZ

ნარუჯის ციფრული ტრანსფორმაცია

Matchfunded by USAID 7,000 GEL

1/1

კამპანიის შინაარსი

ჩვენ გახლავართ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები. გვინდა მოგიყვეთ ჩვენი ამბავი და ის გამოწვევები, რომლის დაძლევაშიც თქვენი დახმარება გვჭირდება. სკოლაში გვაქვს ერთადერთი კომპიუტერი, რომელიც გამართულად არც კი მუშაობს.  ყველა პროექტი, შეხვედრა თუ უბრალოდ დისკუსია ტარდება რთულად. მაგალითდ,  როცა გვაქვს სამუშაო და ამისთვის განსაზღვრული დრო, ყოველთვის ვაგვიანებთ, ყოველთვის გვიწევს ლოდინი თუ როდის გაიხსნება ესა თუ ის ფაილი, როდის შეინახავს ან უბრალოდ წაშლის.... როცა გვაქვს ონლაინ ჩართვები და ტრენინგები მასწავლებლის ტელეფონი ხელიდან ხელში გადადის, რომ ყველა ბავშვმა შეძლოს ჩართვა და მონაწილეობა. გაფუჭებული და გაუმართავი კომპიუტერების ყურებით ბავშვები ვკარგავთ  მოტივაციასა და ენთუზიაზმს. იცით რამდენი ბავშვი ყოფილა დაინტერესებული სხვადასხვა პროგრამებით?! პროექტებით?! პროგრამირებით?! მაგრამ...   სოფლის რეალობაში სკოლა არის ერთადერთი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც წარმოადგენს ჩვენი, მოზარდების შეკრების და სოციალიზაციის ადგილს. შესაბამისად ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ ყველაზე მეტ დროს ვატარებთ და ვცდილობთ გავხადოთ ეს სივრცე ჩვენს სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია სასკოლო ცხოვრება უფრო საინტერესო, აქტიური და მრავალფეროვანი იყოს და თქვენი დახმარებით შევძლოთ ჩვენს სკოლაში ციფრული ოთახი მოვაწყოთ, რომელიც აღჭურვილი იქნება ლეპტოპებით, პროექტორით, ტელევიზორით, პრინტერით, აუდიო მოწყობილობებით, რაც შესაძლებელს გახდის საგაკვეთილო პროცესის და არაფორმალური აქტივობების საინტერესოდ წარმართვას. აღნიშნული პროექტი გაგვიჩენს სკოლის მიმართ მიკუთვნებულობის განცდას და ჩვენს შემდგომ თაობებს აღარ მოუწევთ მხოლოდ წარმოსახვით მოახდინონ კონკრეტული საკითხების ვიზუალიზაცია. ციფრული სივრცე ჩვენს თანატოლებს საშუალებას მისცემს დაგეგმონ და განახორციელონ ინოვაციური პროექტები, მოაწყონ ფილმის ჩვენება-განხილვები, მოიწვიონ ონლაინ სხვადასხვა სფეროს ექსპერტები და მოუსმინონ მათთვის საინტერესო თემებს. თქვენი მხარდაჭერა, მოგვცემს #მეტ იმედს, #მეტ ენთუზიაზმსა, #მეტი შესაძლებლობას და უკეთეს მომავალს!