გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

ნაკიეთის მუსიკალური კაფე “კალიფორნია”

სამიზნე თანხის შეგროვების შემთხვევაში იდეა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის თანადაფინანსებით მიიღებს 2 875 $

1/2

კამპანიის შინაარსი

მე ვარ ლაშა რუხაძე სოფელი ნაკიეთიდან, 10 წლიდან ვიზრდებოდი საბეძნეთში, კუნძულ კრეტაზე ემიგრანტების ოჯახში.

ჩემი მუსიკით დაინტერესება დაიწყო ადრეული ასაკიდან. 6-10 წლამდე ვსწავლობდი ვალდორფის სკოლაში თბილისში, სადაც ბევრ ინსტრუმენტთან შეხება მქონდა.

15 წლის რომ ვიყავი, კრეტახე გავაკეთე პირველი ბენდი, შემდეგ მუსიკის და სარეჟისორო ფაკულტეტზე ათენში ჩავაბარე.

სწავლის დასრულების შემდეგ წავედი სამოგზაუროდ და ვიცხოვრე და დავუკარი 20-ზე მეტ ქვეყანაში, ყველაზე დიდი ხნით , შვეიცარიაში, ჰოლანდიაში, და აფრიკაში, ბურკინა ფასოში.

10 წლის მოგზაურობის შემდეგ, წელს გადავწყვიტე საქართველოში დაბრუნება და ცხოვრება სოფელ ნაკიეთში, ონის რაიონში, ბებია-ბაბუასთან და ჩემს მეუღლესთან ერთად. უკვე 5 თვეა აქ ვარ და მოსავალიც უკვე ავიღეთ, ბიოლოგიური ლობიო, კიტრი და პომიდორი.

ნაკიეთი პატარა სოფელია. 200 სახლამდე კი დგას, მაგრამ 2014 წლის აღწერით აქ 93 ადამიანი ცხოვრობს. ახლა შესაძლოა კიდევ უფრო ცოტა...

ძალიან გვინდა ნაკიეთში მუსიკალური ღია კაფე სახელად “კალიფორნია”გავაკეთო, სადაც იქაურებისთვის და ტურისტებისთვის თავშეყრისა და გართობის კერა გაჩნდება.

“კაფე კალიფორნია” გამოაცოცხლებს სოფლელების ყოველდღიურ ცხოვრებას და აქტიური თავშეყრის სივრცედ იქცევა. ყავის აპარატს დავდგამ, იქაური მუსიკოსები გავიცანი და იმათ შემოვიკრებ, ჯემ სესიებს მოვაწყობთ და კონცერტებს ჩავატარებთ. სამკითხველო სივრცე მინდა რომ გვქონდეს ჩვენს კაფეში და პროექტორით კინოჩვენებებიც მოვაწყოთ.

კაფესთვის 6 მაგიდა უკვე გავაკეთე. ესპრესოს აპარატის, მაგიდის ქოლგების, სკამების, და რამდენიმე ინსტრუმენტის ყიდვა მჭირდება.

მინდა ბევრმა ადამიანმა შეიტყოს ჩემი პატარა ლამაზი ნაკიეთის შესახებ და წლების ნაგროვებ გამოცდილებას არ დავიშურებ, რომ  ჩემს მშობლიურ მხარეს მოვახმარო.