გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | ARM | GEO | AZ

Komli- bus – მოძრავი სათემო ცენტრი

1/3

კამპანიის შინაარსი

  კასპი არის მუნიციპალიტეტი, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მოწყვეტილი იყო სამოქალაქო და სათემო მუშაობის იმ პრაქტიკას, რომელიც ქვეყანაში აქტიურად ვითარდებოდა, თუმცა  ბოლო ორი წლის მანძილზე კასპში დავინახეთ, რომ არის უამრავი აქტიური ახალგაზრდა, არის ბევრი შესაძლებლობა, და ბევრი საჭიროება და პრობლემა, რომელსაც სჭირდება საპასუხო რეაგირება.კასპში უამრავი პრობლემაა, თუმცა ალბათ ყველაზე დიდი გამოწვევა ესაა სამოქალაქო სექტორის პასიურობა -  კასპს ხშირად უწოდებენ დუმილის ქალაქს, რადგან არსებულ პრობლემებზე საზოგადოება დუმს. Ასევე საკმაოდ ხშირად, სწორედ კასპი ხდება პოლარიზაციის და პოლიტიკური დაპირისპირების კერა. Ამის საპირისპიროდ, ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ სამოქალაქო ცნობიერების და ჩართულობის განვითარებაზე და არსებულ შესაძლებლობებზე წვდომის გაზრდაზე.კასპში ჩატარდა რამოდენიმე კვლევა, რომელმაც აჩვენა:
    • -Საჭიროა მეტი სივრცე (ახალგაზრდების შეკრებებისთვის, ტრენინგებისთვის, საინფორმაციო აქტივობებისთვის); და ეს სივრცე არ უნდა იყოს ადმინისტრაციული, რათა არ მოხდეს პოლიტიკურად შეხვედრების თემატიკის შეზღუდვა;
    • -საჭიროა მეტი მობილობა (კასპში, ისევე როგორც ბევრ მუნიციპალიტეტში არ არის განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სოფლებს შორის მოძრაობაც კი არის პრობლემა), რათა მეტ ადამიანს ქონდეს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა არსებულ პროგრამებში და პროექტებში.
ამიტომ ჩვენ, კომლის ბაზაზე არსებულ საინიციატივო ჯგუფს, რომელთაც მივიღეთ შესაძლებლობა და გამოცდილება სათემო აქტივიზმის კუთხით, გაგვიჩნდა იდეა -  შევქმნათ კომლის მოძრავი სათემო ცენტრი. მოძრავი სათემო ცენტრი იქნება შედარებით დიდი ზომის  დაქირავებული ავტომობილი, რომელსაც ექნება მობილური სათემო ცენტრის ფუნქცია, კომლი ბას ბარი ჩავა სხვადასხვა სოფელში და ადგილობრივ თემს შესთავაზებს სხვადასხვა სერვისს:
  • -საინფორმაციო შეხვედრებს
  • -ტრენინგებს
  • -კონსულტაციებს
  • -რეკრეაციულ აქტივობებს -  კინო-ჩვენება, დისკუსია,  წიგნის კლუბი, მშობელთა კლუბი.კომლი ბას ბარი ასევე სტუმრებს გაუმასპინძლდება არაალკოჰოლური სასმლითა და სასუსნევებით,  ექნება მოძრავი ბიბლიოთეკა, და იქნება ფაქტიურად გასაშლელი ტრენინგ-ცენტრი, რომელიც ასევე გასწევს კონსულტაციას და ამ შესაძლებლობებს გახდის ყველასთვის ხელმისაწვდომს.კომლი ბას ბარი დაგეგმილია რომ მინიმუმ 1 წელი, თვეში 3-4 ჯერ ჩაატარებს აქტივობას მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით.დამატებითი ფუნქციები, რომელიც ექნება კომლის ბას ბარს ეს არის:
    • -სათემო ფონდის პოპულარიზაცია, რომელიც მოიკვლევს ადგილობრივი თემის საჭიროებებს/გამოწვევებს და შეძლებს მათ მხარდაჭერას. ორიენტირებული იქნება თემის საჭიროებებზე; კომლის ფარგლებში სწორედ ბას ბარის გამოყენებით შევქმნით პირველ სათემო ფონდსაც;
    • -საჭირო დროს ტრანსპორტირება -  სათემო ტაქსი -  როდესაც იქნება ამისი საჭიროება, ბას ბარი ასევე ჩამოიყვანს და წაიყვანს მონაწილეებს;
    • -საფესტივალო ბასბარი - ჩვენი მოძრავი სათემო ცენტრი ასევე წლის მანძილზე მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა ტიპის ფესტივალებზე, დაგეგმილია სათემო შეხვედრების მოწყობა და დამატებით სათემო ფონდში ამით თანხის გაჩენა.