გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | ARM | GEO | AZ

ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზება დუშელ ახალგაზრდებში

1/2

კამპანიის შინაარსი

პროექტის მიზანია ქ. დუშეთში ფეხბურთის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ერთი წლის წინ ჩვენ დავაარსეთ ბავშვთა საფეხბურთო სკოლა ,,დუშეთის აკადემია” რომელიც ემსახურება არაერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს უსასყიდლოდ. ჩვენ ვცდილობთ რაიონის მაშტაბით პოპულარიზაცია გავუწიოთ სპორტულ გამაჯანსაღებელ აქტივობებს. მათთთვის და ასევე ყველა სხვაა დანარჩენი ბავშვებისთვის, რომლებიც თუნდაც არ ირიცხებიან ჩვენს აკადემიაში, გვსურს შევქმნათ უკეთესი პირობები რათა სავარჯიშო პროცესებში მონაწილეობა მიიღონ დაბრკოლებების გარეშე. ეს იქნება სპორტული სამოსი თუ ინვენტარი, რომლითაც ისინი ისარგებლებენ თანაბარ პირობებში. მეტად გავუჩინოთ სპორტის და ფეხბურთის ინტერესი და მივცეთ მოტივაცია. ჩვენი მიზანია ამ პროექტის ფარგლებში ვესტუმროთ საზღვრისპირა სოფლებს, სადაც ბავშვები მოკლებულნი არიან სპორტულ აქტივობებს, ჩავუტაროთ სპორტული ფესტივალი და დავასაჩუქროთ ისინი სხვადასხვა სპორტული სამოსით და ინვენტარით. ,,დუშეთის აკადემიაში’’ მიმდინარეობს როგორც პრაქტიკული ასევე თეორიული გაკვეთლები რომელიც ხელს უწყობს მოზარდის განვითარებას.