გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | GEO

ჯანსაღი ეზო – თბილისის უბნებს

1/6

კამპანიის შინაარსი

 ის რაც თბილისს სჭირდება!

https://www.youtube.com/watch?v=V-FGKA-GgGQ&fbclid=IwAR1vz9mkIJQs7UDai7iAP11g2dhS9okTlvU2w8TfUoCxUFjVQCyr7iU8iAM
პროექტის აღწერა:
პროექტი ითვალისწინებს თბილისის სხვადასხვა უბნებში ავტოფარეხებით და სხვადასხვა ნაგებობებით გადატვირთულ ეზოებში უნიკალური გადაწყვეტით სპორტული და ამავდროულად მხატვრული ღირებულების მქონე სივცეების შექმნას, კონკრეტულად ცალფარა კალათბურთის მოედნების გაკეთებას. თბილისში ეზოების უმრავლება, არის მოასფალტებული რაც კალათბურთის სათამაშოდ შესანიშნავია. არასტანდარტული ცალფარა კალათბურთის საჯარიმოს ზონა შესაძლოა განთავსდეს 30 დან 60 კვადრატულამდე. აღნიშნული ფართი ეზოების უმრავლესობაში მოიძებნება, იქიდან გამომდინარე, რომ არსებული სივრცე, არ უქმნის პრობლემას მანქანების გადაადგილებას, ასევე მოედანზე მანქანის  გაჩერება და საჯარიმოზე მოძრაობა არ აზიანებს სტადიონს. სტადიონის მოხაზვა და მხატვრული გაფორმება ხდება ასფალტის სპეციალური საღებავით, რომელიც კარგად უძლებს თბილისურ კლიმატს და ავტომობილების ზედ გადაადგილებასაც. მხატრვული ვუზუალიდან გამომდინარე შეიქმნება შემეცნებითი და ვიზულური დადებითი მუხტის მომტანი სპორტული სივრცე.
პროექტი მიზანი :
ბავშვების და ახალგაზრდები მასობრივ სპორტში ჩართვა მათივე ეზოს სივრცეზე მორგებული სპორტული მოედნების მოწყობით, რაც მავნე ზეგავლენებისგან დაცვის ერთ-ერთი საშუალებაა.
ამოცანები:
  1. ახალგაზრდების დაინტერესება სპორტით
  2. ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ალტერნატივის გაჩენა
  3. ეზოების გალამაზება
  4. პროექტის ბენეფიციარები: ბავშვები და ახალგაზრდები  7-დან +
მოსალოდნელი შედეგები:
  1. ეზოებში ბავშვების დაინტერესება სპორტით.
  2. სათამაშო მოედნის ვიზულის გათვალისწინებით გოგონების ჩართულობა მასობრივ სპორტში.
  3. ეზოების გალამაზება.
  4. გაჯეტებზე მიჯაჭვული ბავშვების ამოძრავების მოტივაცია.
     
დამატებითი ინფორმაცია
არაგადამდები დაავადებების გავრცელება დღეს მსოფლიო მოსახლეობის 60%-ს მოიცავს, საქართველოში, ეს ციფრი გაცილებით მაღალია და ამ დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობის წილი, საერთო მაჩვენებლის 90%-ზე მეტს შეადგენს, მათ შორის არის გულსისხლძარღვთა დაავადებები, ჰიპერტენზია, კიბო, სასუნთქი სისტემის დაავადებები, დიაბეტი, სიმსუქნე და სხვ. საქართველოში, სპორტით დაკავებულია მოსახლეობის კრიტიკულად მცირე რაოდენობაა. თუ შევადარებთ მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ სპორტის - ფეხბურთის მონაცემებს მივიღებთ შემდეგ შედეგებს: მსოფლიოში საშუალოდ ფეხბურთით დაკავებულია 4% (რას გაცილებით მაღალი იქნება განვითარებულ ქვეყნებში); ხოლო საქართველოში ფეხბურთით დაკავებულია 0.7% (ფეხბურთელი, მწვრთენი, მსაჯი); შედარებისთვის: 0.7% არის 26 327 ადამიანი არის აქტიურ ფეხბურთში ჩართული; 4% ის ჩართულობის შემთხვევაში კი ეს რიცხვი 150 000-მდე გაიზრდებოდა.   ჯამში აქტიურ სპორტში ჩართული სპორტსმენების რიცხვი მერყეობს 40 000-დან 180 000–მდე, შესაბამისად ეს მონაცემი საჭიროებს გადამოწმებას.  თუმცა, მაქსიმალური პოზიტიური გათვლის შემთხვევაშიც 180 000 მინიმუმ 5-ჯერ ნაკლებია იმისთვის, რომ მოსახლეობის ფიზიკური აქტივობა დადებითად შეფასდეს. გარდა, არაგადამდები დაავადებებისა სპორტში დაბალი ჩართულობა ზრდის მოზარდებში შემდეგ რისკებს: ძალადობის  ფაქტები სკოლებში: ფსიკოლოგიური ძალადობა 56.4 %, ფიზიკური ძალადობა 61.7%, სქესობრივი ძალადობა 7.3 % თამბაქოს, ნარკოტიკის და ალკოჰოლის მოხმარება: საქართველოში 15-29 წლის ახალგაზრდების 21,6% აცხადებს, რომ რეგულარული 12 მწეველია, ქვეყნის მასშტაბით იმ ახალგაზრდების წილი, ვინც აცხადებს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში მიიღო ალკოჰოლური სასმელი, 63,4%-ს შეადგენს. ზემოთ აღნიშნული პრობლემების პრევნენციისათვის, მნიშვნელოვანია სპორტში მოსახლეობის ჩართულობის მაჩვენებლის ამაღლება. ერთერთი მნიშვნელოვანი პირობაა ახალგაზრდების სპორტით დაინტერესების ხელშეწყობა. ფიზიკური აქტივობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის ფიზიკურ, თუ გონებრივ განვითარებას, დამოუკიდებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას და აკადემიურ მოსწრებას. “ახალი საზოგადოების” მიერ შერჩეული სპორტი, კალათბურთი,  მისაღებია როგორც გოგონებისათვის ასევე ბიჭებისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ საზოგადოების მასობრივ სპორტში ჩასართავად კალათბურთი საუკეთესო საშუალებაა.  
წყარო:
გენდერული თანასწორობა სპორტსა და ფიზიკურ აქტივობაში
საქართველოს სპორტის სტატისტიკა
global census undertaken by the sports governing body FIFA
eurostat 2014 წლის კვლევა
Eurostat’s sport statistics: harmonised sport data at EU level
https://www.unicef.org/georgia/media/1131/file
https://www.unicef.org/georgia/media/2171/file

30 მხარდამჭერი

ანონიმური

750.0 
September 29, 2020

რევაზ ჭირაქაძე

20.0 
September 28, 2020

რევაზ ჭირაქაძე

18.0 
September 28, 2020

რევაზ ჭირაქაძე

95.0 
September 28, 2020

Luka Qamushadze

300.0 
September 25, 2020

ანონიმური

1.0 
August 06, 2020

მაია ჭირაქაძე

10.0 
July 20, 2020

შორენა პარუნაშვილი

5.0 
July 17, 2020

Giorgi Tavberidze

3.0 
July 10, 2020

ანონიმური

3.0 
July 09, 2020

TenGo Elisashvili

2.0 
July 06, 2020

ასმათ ბოლქვაძე

5.0 
July 05, 2020

Davit Chiraqadze

10.0 
July 03, 2020

Luka Chakvetadze

5.0 
July 03, 2020

Keti Khachidze2

5.0 
July 02, 2020

Salome Cxelishvili

1.0 
July 01, 2020

Diana Beria

10.0 
June 28, 2020

ანონიმური

30.0 
June 26, 2020

ანონიმური

20.0 
June 26, 2020

ანონიმური

3.0 
June 25, 2020

ანონიმური

1.0 
June 25, 2020

ანონიმური

3.0 
June 25, 2020

ანონიმური

2.0 
June 18, 2020

Revaz Chirakadze

10.0 
June 18, 2020

Mzia Kordzaia

10.0 
June 17, 2020

Mariam Munjishvili

10.0 
June 17, 2020

vito khidesheli

30.0 
June 17, 2020

საქართველოს რეინჯერთა ასოციაცია

20.0 
June 17, 2020

Lukas Kiknadze

15.0 
June 17, 2020

ანონიმური

3.0 
June 15, 2020

სიახლეები არ მოიძებნა

მცირე აღწერის საჭიროებისას გამოიყენებთ ამ ადგილს, მოცემული შრიფტის სტილით

კამპანიის ლოკაცია

100

გაცემული კონტრიბუცია

მოედანზე, მხატვრული გადაწყვეტით, ინიციალების დატანა, ასევე ვიდეო რგოლში პერსონალური მადლობა, სიგელი ჯანსაღ ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობისთვის

50

გაცემული კონტრიბუცია

სიგელი ჯანსაღ ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობისთვის