გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

ჯადოსნური სურვილები

1/2

კამპანიის შინაარსი

🎄✨🪄💌

ახალ წელს ყველა ბავშვს ჯადოსნური სურვილები უნდა აუსრულდეს !

 

რამდენიმე მიუსაფარ ბავშვთა სახლს ვესტუმრეთ, ვთხოვეთ, განსაკუთრებული სურვილები თოვლის ბაბუსთვის დაეწერათ და შევპირდით, რომ ყველაზე კეთილ ადამიანებს გავაერთიანებდით, თოვლის ბაბუს გავუგზავნიდით წერილებს და ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს ყველა გულით ნანატრ სურვილის ასრულებაში დავეხმარებოდით.

დონაციით შეგროვებული თანხით შევძლებთ შევქმნათ ერთი დაუვიწყარი დღე გასართობ ცენტრში, ბევრი საჩუქრით, ტკბილეულით და საყვარელი ანიმატორებით.

ასევე, შევიძენთ იმ საჭირო ნივთებს, რაც სამწუხაროდ დღეს ბავშვებს და მოზარდებს არ აქვთ: პამპერსები, ჰიგიენური საშუალებები, პირველადი დახმარების მედიკამენტები და სხვა.

გვჯერა, წელსაც ერთად შევძლებთ ბავშვების სურვილების ასრულებას და ჯადოსნური დღის შექმნას.