გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | hy | GEO | AZ

ჯადოსნური ეკრანი

Matchfunded by USAID 1,400 GEL

1/1

კამპანიის შინაარსი

ყველა ბავშვობიდან მოვდივართ და ის ჩვენი ცხოვრების ყველაზე ფერადი ნაწილია, თუმცა ყველა ადამიანის ბავშვობა თანაბარ ფერთა რაოდენობას როდი შეიცავს...  დუშეთის რაიონის ერთ პატარა სოფელში, რომელსაც ებნისი ჰქვია, მდებარეობს საჯარო სკოლა, სადაც წელს სულ 6 ბავშვი სწავლობს. მოსწავლეთა სიმცირის გამო სკოლა 2010 წლიდან დაექვემდებარა მეზობელი სოფლის, ჭილურტის საჯარო სკოლას და დღეს თვითონაც ამ სახელს ატარებს. სოფლის მოსახლეობას არ ტოვებს იმის შიში, რომ სკოლა ბავშვთა სიმცირის გამო სრულიად გაქრეს ებნისში. ეს ხომ ერთადერთი ობიექტია, რაც დღემდე კიდევ აჩერებს სოფლიდან მიგრაციას. მოზარდებს არ მიუწვდებათ ხელი არავითარ წრეზე, შემეცნებით თუ გასართობ საშუალებებზე, ამიტომ ახალგაზრდობაც ნაკლებად უბრუნდება საკუთარ სოფელს და აღარავის მიჰყავს ბავშვი ამ სოფლის სკოლაში. Თავისი მცირეკონტიგენტიანობის გამო სკოლის ბიუჯეტი ვერ სწვდება ისეთი აუცილებელი სასკოლო რესურსების შეძენას, როგორიცაა ტექნიკა - ლეპტოპი,პროექტორი და ა.შ. ჩემი მიზანია, ამ პატარა სოფლის ბავშვებს მცირედით მაინც გავუფერადო ცხოვრება და დავაარსო კინომოყვარულთა კლუბი, სადაც გაიმართება კინოჩვენებები, რის შემდეგაც იქნება დისკუსია, განიხილავენ ნანახ ფილმებს და ა.შ. კარგ ამინდებში ფილმის ჩვენება მოეწყობა ღია ცის ქვეშაც, სადაც თემის სხვა წარმომადგენლებსაც შეეძლებათ დასწრება. ეს პროექტი სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ბავშვებს, რომ აიმაღლებენ ინტელექტს, განივითარებენ სააზროვნო უნარებს და სხვა, არამედ სოფლის მოსახლეობასაც, რადგან მათთვის ეს იქნება სასარგებლოდ განტვირთვის საშუალება და სოფლის ცხოვრება აღარ იქნება მოსაწყენი რუტინა.ამისათვის მჭირდება შენი დახმარება - შენ შეგიძლია გაუფერადო ებნისელ ბავშვებს ცხოვრება!  
500

გაცემული კონტრიბუცია

მოსწავლეთა მიერ დამზადებული სამადლობელო ბარათები