გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | ARM | GEO | AZ

გარეგარე – ბუნებრივი თამაშის ცენტრი

Matchfunded by USAID 3,500 $

1/8

კამპანიის შინაარსი

გარეგარე - ბუნებრივი თამაშის ცენტრის მიზანია გააერთიანოს გარე განათლების მხარდამჭერი მექანიზმები, როგორიცაა ინკლუზიური, გარე განმავითარებელი სათამაშო მოედანი და გარე ბაღის კონცეფცია ერთად. გამომდინარე იქიდან, რომ ადრეულ გარე განათლებაში, პირველი ტყის ბაღის "ბუნებარეს" ავტორი და დამფუძნებელი გახლავართ საქართველოში, გამაჩნია წარმატებული პროექტის მართვის გამოცდილება, გარეგარეს შექმნა აუცილებლად გააჩენს დამატებით შესაძლებლობას ბავშვთა გარე განათლების გაძლიერების კუთხით. ბუნებარეს ტყის ბაღი მხოლოდ ნახევარი განაკვეთით მუშაობს, ვინაიდან საჯარო სივრცეში ვიმყოფებით. შესაბამისად, მდგრადი გარემოს შექმნა ინვენტარიზაციის და სათამაშო მოედნების უზრუნველყოფის მხრივ შეუძლებელია.  თუმცა ბუნებარეს გუნდი მაქსიმუმს ვაკეთებთ და პრეცენდენტებს ვქმნით ალტერნატიული პედაგოგიკის მიმართულებით, ამიტომ ყოველდღე ვაშენებთ და ვშლით სათამაშო მოედნებს, რათა ბავშვებს ყველა მხრივ ჰოლისტური განვითარების შესაძლებლობები მივცეთ. ცალკეული მშობლებისთვის სირთულეს წარმოადგენს 4-5 საათიანი გრაფიკი, რის გამოც ბევრი ვერ სარგებლობს ბუნებარეს უნიკალური პროგრამით. ამ მიზნით მივიღეთ გადაწყვეტილება პარალელურად დავამატოთ კერძო სივრცე, სადაც გარეგარე იფუნქციონირებს  დილიდან საღამომდე გრაფიკით და მივცემთ ოჯახებს საშუალებას, ჩაერთონ ბუნებრივი განვითარების ცენტრში. შესაბამისად, ეს გაზრდის ჩვენი მომხმარებლების რაოდენობას არჩევითობით: ვისთვის ტყის ბაღში, ბუნებარეში იქნება სივრცე, ნაწილისთვის გარეგარეს სივრცე მისცემს საზოგადოებას ჯანსაღი გარე განათლების მიღების ყველა პირობას.  ტყის პედაგოგიკის პარალულურად ბუნებრივი თამაში ცენტრის არსებობა ამავდროულად კონკურენტული იქნება მდგრადი განათლების, მწვანე ბიზნესის და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, რომელიც გარე განათლებას დამატებით მხარდაჭერას გაუწევს.  გარეგარეს პროექტი დავიწყეთ ჩვენი სახსრებით, ერთადერთი ამ გარემოს განმავითარებელი და დამფინანსებელი არის ბუნებარეს ბიუჯეტი. აქედან გამომდინარე ბუნებრივი თამაშის ცენტრის სრულყოფილად მოწყობა მხოლოდ ჩვენი სახსრებით - აღმოჩნდა გამოწვევა, რისთვისაც ჩვენს გუნდს გვესაჭიროება საზოგადოების თანადგომა, რათა ასევე საზოგადოებამ მოკლე ვადაში მიიღოს ჩვენგანვე სივრცე, რომელსაც დიდი ხანია ელოდებიან ჩვენი გუნდისგან. რა არის გარე ბაღის კონცეფცია?  ბუნებარეს მსგავსად, გარე ბაღი არის სივრცე, სადაც ბავშვები მუდმივად გარეთ, ბუნებრივ სივრცეში იმყოფებიან. განსხვავება ისაა, რომ ტყის ბაღში ნახევარ განაკვეთზე მიმდინარეობს სწავლა, გარე ბაღის შემთხვევაში კი, დილიდან საღამომდე.    პროგრამა იფუნქციონირებს იმავე ღირებულებებზე, რა ღირებულებებსაც ბუნებარე და გარე განათლების სივრცეები იყენებენ მსოფლიოში, თამაშით სწავლებასა და მულტისენსორულ გარემოს მაქსიმალურად გამოყენებაზე, რისი მიზანიცაა ნებისმიერ ბავშვთან ჰოლისტური განვითარება. რადგანაც Ბავშვებს გამორჩეულად უყვართ გარეთ თამაში, მაგრამ შესაძლებლობები ამის განხორციელებისთვის სულ უფრო მცირდება დიდ ქალაქებში, გარეგარეს სივრცე დაიტვირთება ამ საჭიროების უზრუნველყოფით. ასეთი სათამაშო მოედნის შექმნის “ოქრის წესი” მდგომარეობს შემდეგში : წარმატებული სათამაშო მოედანი ქმნის თამაშის ღირებულების მაქსიმუმს, ყველა ბავშვისთვის.  იგი ასევე კარს უღებს ბავშვთა დღის ცენტრებს, თერაპევტებს და სპეციალისტებს, რომლებსაც შეეძლებათ თანადამხმარე სივრცედ გამოიყენოს აუტისტური სპექტის მქონე თუ სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ოკუპაციური განვითარების მხრივ.   ბუნებრივი თამაშის ცენტრი სათამაშო მოედნის დიზაინში აერთიანებს შემდეგ კომპონენტებს: Მდგრადი სათამაშო მოედანი (Sustainable playground) Მდგრადი სათამაშო მოედანი ემსახურება მდგრადი რესურსების გამოყენებას: ორგანული (ხეები, ყვავილები), გადამუშავებული ან გამოუყენებელი რესურსები, მიზნობრიობის გარეშე. Ჯამში მსგავსი მიდგომა ხელს უწყობს 3 გზის გაერთიანებას: ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური იდეის გაძლიერებას.  ინკლუზიური სათამაშო მოედანი (Inclusive playground):  ინკლუზიური სათამაშო მოედანი გვთავაზობს სენსორულად მრავალფეროვან გარემოს, რაც ხელს უწყობს ბავშვებს განვითარდნენ ფიზიკურად, სოციალურად და ემოციურად. Მსგავსი ჩართულობის სივრცე უზრუნველყოფს შესაძლებლობებიდან გამომდინარე თამაშს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებზე და ინტერესზეა მორგებული. Სენსორული უნივერსალური სათამოშო მოედანი (Sensory Universal playground) სენსორული სათამაშო მოედნის უნივერსალური ხასიათი საშუალებას აძლევს და აძლიერებს საზოგადოების თანაბარმნიშვნელიანობას, სოციალურად ჯანსაღ დამოკიდებულებსბ და განვითარების თანაბარ შესაძლებლობებს, სადაც ყველას შეუძლია თამაში, სწავლა და განვითარება ერთად. უნივერსალური სენსორული სათამაშო მოედნის არსებობა სთავაზობს მშობლებს, დააკმაყოფილოს მრავალფეროვანი მოთხოვნილებები ბავშვების ჯანსაღი და მდგრადი განვითარების მიღწევისთვის. აღსაზრდელებისთვის გარემოში გათვალისწინებულია სველი წერტილი, ოკუპაციურად განმავითარებელი მრავალფუნქციური სივრცეები, დასაძინებელ-დასასვენებელი სივრცე (სპეც კარავი),  საკოცონე ადგილი, თავშეყრის, სენსორული აქტივობების, პერმაკულტურის არეალი, ფიზიკური გამოწვევების, საცოცი კედლების, ტალახის სამზარეულოს, სასადილოსა და მუსიკის კუთხის სივრცეები. გარეგარე მიისწრაფვის შექმნას პრინციპები წარმოსახვითი, ინოვაციური და სტიმულაციური სათამაშო სივრცისთვის, რაც გარე განათლებაში კიდევ ერთ ბუნებრივი თამაშის ცენტრს შექმნის ბუნებარესთან ერთად. გახდი ალტერნატიული განათლების თანამონაწილე ყველაზე ბუნებრივი ბავშვობისთვის! თამარა ჩაკვეტაძე - ბუნებარეს ტყის ბაღის დამფუძნებელი; გარეგარეს იდეის ავტორი და დამფუძნებელი; ერეკლე სოსელია - გარეგარეს პროექტის თანადამფუძნებელი.    

62 მხარდამჭერი

მარიამ ონიანი

230.0 
May 27, 2023

მამუკა პავლიაშვილი

50.0 
May 27, 2023

თეო რეხვიაშვილი

50.0 
May 27, 2023

ელენე დიდებულიძე

39.0 
May 27, 2023

ანონიმური

50.0 
May 26, 2023

ანონიმური

20.0 
May 26, 2023

Nina Leijonmarck

200.0 
May 25, 2023

ალექსანდრე ზვიადაური

50.0 
May 25, 2023

მაკა სართანია

50.0 
May 25, 2023

Salome Ichkiti

20.0 
May 25, 2023

Bakari Baratashvili

20.0 
May 25, 2023

გიორგი ესვანჯია

20.0 
May 24, 2023

Natalia Dvali

20.0 
May 24, 2023

Tamar კალმახელიძე

10.0 
May 24, 2023

ანონიმური

10.0 
May 19, 2023

ანონიმური

100.0 
May 19, 2023

თათია გაგუა

50.0 
May 18, 2023

ანონიმური

10.0 
May 18, 2023

ანნა ლაცაბიძე

5.0 
May 17, 2023

ანონიმური

100.0 
May 15, 2023

მაია გოგოლაძე

30.0 
May 14, 2023

ანონიმური

50.0 
May 13, 2023

მაია ჭუმბურიძე

5.0 
May 10, 2023

ანონიმური

20.0 
May 10, 2023

ანონიმური

4.0 
May 09, 2023

მაია ჯავახიშვილი

50.0 
May 09, 2023

Nana Khuskivadze

50.0 
May 08, 2023

სანდრო დათიშვილი

70.0 
May 05, 2023

რობერტ კოტოვი

50.0 
May 05, 2023

მარიამ გოგავა

10.0 
May 04, 2023

ანონიმური

50.0 
May 04, 2023

ირაკლი სოსელია

100.0 
May 02, 2023

Ana Dvalishvili

25.0 
May 01, 2023

სოფიო პარლაგაშვილი

25.0 
May 01, 2023

ანჟელა რომანაძე

10.0 
May 01, 2023

ანონიმური

10.0 
April 30, 2023

ნინო ხიმშიაშვილი

2.0 
April 28, 2023

ანონიმური

50.0 
April 28, 2023

მერაბ ჩიქვინიძე

500.0 
April 24, 2023

რატი ბოქოლიშვილი

200.0 
April 21, 2023

Tamar Giorgadze

100.0 
April 18, 2023

Mareh Shervashidze

300.0 
April 14, 2023

ნათია ჭელიძე

5.0 
April 14, 2023

თამარი დავითულიანი

200.0 
April 13, 2023

მარიამ ტაბატაძე

50.0 
April 13, 2023

რეზი წულუკიძე

200.0 
April 12, 2023

ელისაბედ ჯიჯავაძე

50.0 
April 12, 2023

Bella Radenovich

50.0 
April 11, 2023

გიორგი თაბაგარი

30.0 
April 11, 2023

ანონიმური

50.0 
April 11, 2023

ია ურუმაშვილი

20.0 
April 11, 2023

Keti Tsulukidze

50.0 
April 11, 2023

ანონიმური

50.0 
April 11, 2023

ლიკა ქურციკიძე

20.0 
April 11, 2023

ეკატერინე ქადაგიძე

100.0 
April 11, 2023

ანა ტრაპაიძე

10.0 
April 11, 2023

დოდი ხარხელი

20.0 
April 11, 2023

ანონიმური

50.0 
April 11, 2023

ანონიმური

20.0 
April 11, 2023

ლანა მუშკუდიანი

20.0 
April 11, 2023

სალომე გვიანიძე

10.0 
April 11, 2023

დუდუ მესხი

10.0 
April 11, 2023

სიახლეები არ მოიძებნა

კამპანიის ლოკაცია

400

გაცემული კონტრიბუცია

400 ლარის შემოწირულობის შემთხვევაში, პირს გადაეცემა ერთ თვიანი სწავლის ვაუჩერი 1 ბავშვისთვის როგორც კი გარეგარე - პროექტი ამუშავდება საჯაროდ. ამავე პირს შეეძლება მოპოვებული ერთჯერადი ვაუჩერი გადასცეს სხვას საჩუქრად