გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | ARM | GEO | AZ

გახდი შენი ტვინის არქიტექტორი

Matchfunded by USAID 10,000 GEL

1/1

კამპანიის შინაარსი

გაინტერესებთ, როგორ გავავარჯიშოთ ჩვენი ყურადღების უნარი? გსურთ, ისწავლოთ, როგორია გულისყურით მოსმენა? ან რას ნიშნავს და რა განცდაა სხეულში მოდუნება? მიუხედავად იმისა რომ გარეგნულად ნორმალურად ვფუნქციონირებთ: ვმუშაობთ, ვსწავლობთ, ვერთობით, ახალ ნივთებს ვიძენთ და თითქოს, ყველა დაკისრებულ “მოვალეობას” ვასრულებთ, რეალურად, ადამიანების უმეტესობა გადარჩენის რეჟიმში ვართ. ჩვენი ორგანიზმი ჩვენგან დამოუკიდებლად, ნეიროფიზიოლოგიურ დონეზე, იბრძვის რომ სასიცოცხლო ენერგია გამოიმუშაოს ყოველდღიურად, რაც აფერხებს ორგანიზმის აღდგენით ფუნქციას, სხეული ხანგრძლივად ვარდება დისბალანსის მდგომარეობაში, მატულობს უსიამოვნების და უკმაყოფილების განცდები, და უფრო და უფრო რთულდება ჩვენი გონებრივი შესაძლებლობების ეფექტური და ცნობიერი გამოყენება. ვგრძნობთ გაუცხოების და დაბნეულობის განცდებს. ჩვენი გუნდი აცნობიერებს მსოფლიოში ჭარბი სტრესის არსებობას ბიოლოგიურ, ემოციის, კოგნიტურ, სოციალურ და პროსოციალურ სფეროებში. საქართველოში სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს წარსული და ამჟამინდელი კულტურული, ისტორიული, გეოგრაფიული და გარემო ფაქტორების ერთობლიობა. ჩვენი მიზანია, ადამიანებმა ენერგია მიმართონ საკუთარი სხეულისა და გონების შეცნობისა და გამთლიანებისკენ. გახდი შენი ტვინის არქიტექტორის კამპანიის ფარგლებში შესაძლებლობა გვეძლევა ერთად შევქმნათ აპლიკაცია, რომელიც შექმნის საყრდენს ბავშვების, ზრდასრულების, მშობლების თუ ნეირომრავალფეროვანი ადამიანების ყოველდღიურობაში. აპლიკაცია დაყოფილი იქნება კატეგორიების მიხედვით, სადაც ნაბიჯ-ნაბიჯ, თანამგრძნობი გზით, მოწოდებული იქნება ქართულენოვანი აუდიო სავარჯიშოები და მედიტაციები. ნეირომეცნიერულ ცოდნასა და პრაქტიკაზე ხელმისაწვდომობით ახალ და ღირებულ გამოცდილებებს მივცემთ ჩვენს გონებას და მონაწილეობას მივიღებთ ტვინის იმგვარ ფორმირებაში, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა ჩვენი კეთილდღეობისთვის. ჩვენ გვინდა, მივწვდეთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ქალაქსა და რეგიონებში და დავეხმაროთ მათ ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში ყურადღების, ბალანსის და თანაგრძნობის გავარჯიშების გზით. #გააფართოვეცნობიერება #გადაეშვიშენსთავგადასავალში #გაამთლიანე          
25

გაცემული კონტრიბუცია

სამთვიანი წვდომა აპლიკაციაზე

3 უნიკალური მხარდამჭერი

60

გაცემული კონტრიბუცია

ერთწლიანი წვდომა აპლიკაციაზე

3 უნიკალური მხარდამჭერი

125

გაცემული კონტრიბუცია

ორწლიანი წვდომა აპლიკაციაზე

5 უნიკალური მხარდამჭერი