გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | GEO

გააცოცხლე დმანისის ახალგაზრდული სივრცე

1/1

კამპანიის შინაარსი

დმანისის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული სირცე/მედიათეკა არის ერთადერთი სივრცე ახალგაზრდებისთვის, რომელიც 24 მაისს შეიქმნა დმანისელი ახალგაზრდების მიერ და დმანისის  მერიის მხარდაჭერით, რომლის მიზანია, ახალგაზრდებს არაფორმალურ გარემოში ერთმანეთთან კომუნიკაციისა და ურთიერთობის შესაძლებლობების შექმნა და გაუმჯობესება. ეს არის  გარემო, სადაც ახალგაზრდები იკრიბებიან, ერთობლივად გეგმავენ და ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის აქტივობას, მონაწილეობას იღებენ საგანმანათლებლო, გარემოსდაცვით კულტურულ-შემოქმედებით,  სპორტულ, კულტურულ და სხვა  ღონისძიებებში, შესაძლებლობა აქვთ განივითარონ სხვადასხვა  კომპეტენციები, გაცვალონ და ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილებები და ცოდნა , ისწავლონ  და განივითარონ ციფრული ტექნოლოგიების სწორი გამოყენება  და ასევე გაიღრმაონ კულტურათაშორისი ჯანსაღი კავშირები .   დმანისში, 2020 წელს ახალგაზრდობის საჭიროებების და შესაძლებლობების კვლევის შედეგად ახალგაზრდობას სურდა დმანისში ყოფილიყო ახალგაზრდული სივრცე, რომელიც იქნებოდა მათთვის თავისუფალი გარემო სადაც შეძლებდნენ შეკრებას, საუბარს და გართობას.   ახალგაზრდული სივრცე, მდებარეობს ქალაქში და არის ახალგაზრდების საყვარელი  და ასევე მნიშნელოვანი ადგილი, ვინაიდან  ამჟამად დმანისში შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი არ არის , ახალგაზრდები კი , რომლებიც სოფლებიდან მოდიან ქალაქში მასწავლებლებთან ,რამდენიმე საათი უწევთ ლოდინი და ჩვენი სივრცე არის ადგილი, სადაც მოდიან და გარკვეულ დროს  იყენებენ, წიგნის წასაკითხად ან გასართობად .   ახალგაზრდულ სივრცეში ხშირად ტარდება სხვადასხვა სახის მათთვის საინტერესო ტრენინგი, შეხვედრები, სამაგიდე თამაშები, სპორტული  და შემეცნებითი აქტივობები და ფილმის ჩვენებები. ასევე ეს არის ერთადერთი სივრცე მუნიციპალიტეტში, სადაც დმანისში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციები , რომელთაც არ აქვთ საკუთარი სივრცე, ატარებენ შეხვედრებს, ტრენინგებს და სხვადასხვა აქტივობებს.  ახალგაზრდული სივრცე აღჭურვილია , სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ გადმოცემული მეორადი  ინვენტარით( მაგიდები, სკამები,კარადები,ეკრანი(ახალი)), რომელიც განახლებული და რესტავრირებულია ახალგაზრდების მიერ.   ახალგაზრდული სივრცე/მედიათეკის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის, საჭიროა, რომ გვქონდეს, ციფრული ტექნოლოგიების განსავითარებლად კომპიუტერები, პროექტორი, სივრცისთვის გახმოვანების აპარატურა(დინამიკი,მიკროფონი) , პუფები და სამაგიდე თამაშები.