აღწერა
„ორბელიანი მეტის“ გადაწყვეტილებით, იქმნება ქრაუდფანდინგის კამპანია საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალქეების მხარდასაჭერად!
ამ დროისათვის საქართველოში რამდენიმე ათასი უკრაინის მოქალაქე იმყოფება შინ დაბრუნების იმედით!
სხვადასხვა სამოქალაქო აქტივისტები, კერძო და არასამთავრობო სექტორი აქტიურად გამოხატავენ საკუთარ მხარდაჭერას, პატივისცემასა და სიყვარულს უკრაინელი ერის მიმართ. თბილისში გამართული აქციებით ვცდილობთ, მივაწვდინოთ ხმა და ვაგრძნობინოთ მხარდაჭერა გმირ უკრაინელ ხალხს! არა ერთი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა საქართველოდან უკრაინაში მოქალაქეების აქტიური ჩართულობით. მოხალისეობრივრად კი რამდენიმე ათეული ადამიანი უკრაინაში გაემგზავრა.
ჩვენ, საქართველოში მყოფი რიგითი მოქალაქეები
ვცდილობთ,
გამოვხატავთ,
გვტკივა,
განვიცდით
და ვფიქრობთ…
ვფიქრობთ, იმის შესახებ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმაზე #მეტი ვიდრე ვაკეთებთ?!
„ორბელიანი მეტის“ გადაწყვეტილებით, აქ და ახლა მნიშვნელოვანია საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეებისთვის ვიქცეთ #მეტ იმედად, #მეტ მხარდამჭერად, #მეტ მეგობრად, #მეტ ერთობად და #მეტ სიკეთედ.
საჭიროა ჩვენი სრული მობილიზება და მხარდაჭერა საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეების მიმართ.
კამპანია, #მეტიუკრაინისთვის მიზანია უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, დროებით საქართველოში მყოფი უკრაინელებისთვის თანხის შეგროვება, რომელიც მოხმარდება მათ საჭიროებებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ორბელიანი საქართველოს ორგანიზებით 2 აპრილს გამართულ ღონისძიებაზე, სადაც შევხვდებით საქართველოში მყოფ უკრაინლ მოქალაქეებს, მათთან უშუალო კომუნიკაციის შედეგად შევიტყობთ მათ ამჟამინდელ საჭიროებებს, რომელსაც შეგროვილი თანხით ვუზრუნველყოფთ.
ვერთიანდებით ადამიანებისთვის, რომლებსაც ახლა სამშობლოდან შორს ყოფნა უწევთ და მათთვის ვქმნით #მეტ მხარდაჭერას, #მეტ შესაძლებლობას, #მეტ დახმარებას #მეტ მეგობრობას #მეტ სიყვარულს.
კამპანია იქნება სრულიად გამჭირვალე და თითოეული თქვენგანი შეძლებს თვალი ადევნოს კამპანის ფარგლებში განხორციელებულ მხარდასაჭერ აქტივობებს. „ორბელიანი მეტი“ აქტიურად გაგიზიარებთ სიახლეებს და კამპანიის ფარგლებში გაგაცნობთ საქართველოში დროებით მყოფ გმირი ერის წარმომადგენელ უკრაინელ მოქალქეებს!
ვინ თუ არა ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც, სამწუხაროდ, უახლოესი წარსულის გამო, კარგად გვესმის მათი ამჟამინდელი განცდების, შიშების, პრობლემებისა და სირთულეების.
სულ გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყანაში ერთობას მე, შენ და ჩვენ ვქმნით.
სწორედ ამიტომ, ერთად #მეტიუკრაინისთვის!
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.