გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | hy | GEO | AZ

დაუბრუნე წიგნი მთას

Matchfunded by USAID 10,000 GEL

1/6

კამპანიის შინაარსი

ბოლო რამდენიმე წელია ტრადიციად გვექცა სამეგობროს, რომ მოგზაურობის, ლაშქრობის დროს მთაში მცხოვრები ბავშვებისთვის წიგნები წაგვეყოლებინა. მკითხველთა რაოდენობამ და სხვადასხვა რეგიონში მიღებულმა შედეგებმა გვაფიქრებინა, რომ უფრო მასშტაბური გაგვეხადა ეს ყველაფერი. 2022 წლის დასაწყისში შევქმენით ჯგუფი - „მთიელი წიგნები“, რომელიც ნელ-ნელა ფართოვდება და იძენს ერთგულ მხარდამჭერებს. ჯგუფის არსებობა ერთმა პრობლემამ განაპირობა: მთაში ბევრ რაიონულ ცენტრშიც კი  არ არის წიგნის მაღაზია; ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელია თანამედროვე ლიტერატურა, ბოლო დროის თარგმანები. ჩვენ სწორედ ამ დანაკლისის შევსებას ვცდილობთ.  ბავშვებს ვთხოვთ, წინასწარ შეავსონ სასურველი წიგნების სია. მოთხოვნილ წიგნებს ჩვენი და ჩვენი მეგობრების გემოვნებით შერჩეულ ლიტერატურასაც ვუმატებთ. დღეს უკვე 700-ზე მეტი გახარებული ბავშვი გვყავს სვანეთიდან, ლეჩხუმიდან, ახმეტის მუნიციპალიტეტიდან. პარალელურად ვცდილობთ, წიგნები შევმატოთ მცირე კონტიგენტიანი სკოლების ბიბლიოთეკებსაც. 30 სკოლის ბიბლიოთეკაში უკვე შევძელით წიგნების მიტანა. „მთიელი წიგნები“-ს მიზანი გრძელვადიანია. ვაპირებთ, სრულად მოვიცვათ საქართველოს მთიანი რეგიონები და მიმდებარე სოფლები. გვინდა, შევმატოთ წიგნები მცირე კონტიგენტიანი სკოლების ბიბლიოთეკებსაც. ვხვდებით, რომ ამ ყველაფერს ჩვენი რესურსით ვეღარ გავწვდებით და ამიტომ გადავწყვიტეთ პროექტში “ორბელიანი მეტი” მონაწილეობის მიღება. ვიწყებთ კამპანიას „დაუბრუნე წიგნი მთას“- როგორც იდეა, რომ არაერთი გენიოსი მწერალი სწორედ მთამ აღზარდა და „დაუბრუნე წიგნი მთას“ - როგორც იდეა, რომ ხეებს ქაღალდის მასალად ძირითადად მთაში ჭრიან.გვჯერა, ამ კამპანიას მხარს დაუჭერთ და ჩვენი გეგმები უფრო სრულყოფილი გახდება.ერთად ვაჩუქოთ მთაში მცხოვრებ ბავშვებს რაც შეიძლება მეტი წიგნი, პერსონაჟები, რომელთა შესახებ ჯერ არ გაუგიათ, ან ჯერ მათთან შეხვედრის შესაძლებლობა არ ჰქონიათ.