გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

ჩაიცვი განწყობა და გამოხატე ემოცია

კამპანიის შინაარსი

გინდა იყო განსხვავებული, ორიგინალური და საინტერესო? მაშ, წაიკითხე როგორ შეიძლება ეს გააკეთო TOO-ს დახმარებით ?. გთავაზობთ მოხატულ ან დაქარგულ მეორად ტანსაცმელს (გაწკრიალებული, დამუშავებული, შესაძლებელია ახალიც). მთავარი ის არის, რომ იდენტურ ნახატს ან ნაქარგს აღარ გავიმეორებთ. ეს იქნება მხოლოდ შენთვის შექმნილი. შეგვიძლია შენი მობეზრებული და ხალისდაკარგული ტანსაცმელი ისე „გაგიპრანჭოთ“, რომ სულ თან ატარო. სურვილის შემთხვევაში შემოგვთავაზეთ საკუთარი ემოცია და ჩვენ მას გადავიტანთ სასურველ ქურთუკზე, მაისურზე თუ პერანგზე. ჩვენი გუნდი ცდილობს პატარა ნახატებითა და ნაქარგებით გახადოს ტანისამოსი მხიარული, ფერადი და პოზიტიური. არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ნათელი ხდება, რომ მოთხოვნადია მეორადი ტანსაცმელი. ასევე, მოთხოვნადია სხვადასხვა თემით დაპრინტული ჰუდი, მაისური თუ პერანგი. ჩვენ გადავწყვიტეთ მომხმარებლისთვის ეს ორი საინტერესო პროდუქტი გაგვეერთიანებინა, თუმცა აქ მთავარი მაინც ის არის, რომ ტანსაცმელზე იხატება თუ იქარგება ხელით. თითოეული ფუნჯის მოსმასა თუ ძაფის ამოყვანაში შემსრულებლის მონდომება და სიყვარულია ჩადებული. აღნიშნული პროდუქტი ხელმისაწვდომია ფართო მასებისთვის. ჩვენი გუნდი შედგება სულ ორი ადამიანისაგან. ერთისთვის ხატვა, მეორისთვის კი ქარგვა არის ჰობი. თავად ჩვენთვის საინტერესოა ორიგინალურად გაფორმებული ტანსაცმელი. ბაზარზე გადახედვით დავასკვენით, რომ საკმაოდ ძვირია თან მას მასობრივი ხასიათიც აქვს. თანდათან გაჩნდა იდეა გვეყიდა შერჩეული მეორადი ტანსაცმელი და თავად შეგვექმნა საინტერესო და ორიგინალური. რაც მთავარია, იგივე სხვა ტანსაცმელზე არ გაგვემეორებინა, რათა შენარჩუნებულიყო ინდივიდუალურობა. ბევრი ახალგაზრდის ფინანსური მდგომარეობა (ასევე ჩვენიც) არ არის იმ დონის, რომ შეძლოს შეიძინოს ის, რაც მას სურს, თან ისე, რომ ეს იყოს ერთი ცალი, მხოლოდ მისთვის შექმნილი. თქვენი მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ბევრს ავუხდინოთ სურვილი დაბალ ფასად შეიძინოს ხარისხიანი, ლამაზი და მხოლოდ მისთვის შექმნილი ესა თუ ის ტანსაცმელი.

0 მხარდამჭერი

სიახლეები არ მოიძებნა

კამპანიის ლოკაცია

50

გაცემული კონტრიბუცია

მოკლე მკლავიანი მაისური მინიმალისტური ნაქარგით

75

გაცემული კონტრიბუცია

მოკლე მკლავიანი მაისური მინიმალისტური ნაქარგით და ნახატით

100

გაცემული კონტრიბუცია

მოკლე მკლავიანი მაისური მხარდამჭერის დიზაინით