რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დგანან. ჩვენ, როგორც ახალგაზრდულმა და მობილურმა ახალგაზრდულმა მუშაკებმა, ჩვენი საქმიანობის პერიოდში, თავად ვნახეთ, რა ურთულესი ბარიერები ექმნებათ ახალგაზრდებს, რამდენიმე სერვისის არ არსებობის ან მიუწვდომლობის გამო. კერძოდ:
სოფლებში არსებული ბიბლიოთეკები, არ არის, ან ნაკლებად არის აღჭურვილი თანამედროვე და საბავშვო ლიტერატურით. ქალაქ ამბროლაურში არის ერთი საჯარო ბიბლიოთეკა და იქაც კი მცირედ მოიპოვება თანამედროვე მწერლების ნაწარმოებები.
ჩვენი საქმიანობის პერიოდში, ყოველი მეორე ახალგაზრდა პრობლემად ასახელებს კინოს არ არსებობას მუნიციპალიტეტში და მის სოფლებში.
დიდი მოთხოვნისა და ინტერესის, საჯარო თუ არასამთავრობო სექტორის ჩართულობის მიუხედავად, ერთადერთი კინოთეატრი, რომელიც ქალაქ ამბროლაურში ფუნქციონირებდა, კერძო საკუთრებაა ამჟამად და წარმოადგენს სარიტუალო დარბაზს. მიუხედავად იმისა, რომ ეს შენობაც კი არ იქნებოდა საკმარისი, რადგან სოფლად მცხოვრები ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი ნაკლებად იყო, ტრანსპორტირების გამო, ესეც აღარ გვაქვს. ქალაქ ამბროლაურში მცხოვრები ახალგაზრდები ამ სერვისის არ არსებობას, ანაცვლებენ სახლში ფილმების ყურებით, რადგან ქალაქს ინტერნეტი მიეწოდება, მაგრამ სამწუხაროდ სოფლად მცხოვრებ ბავშვებს ამის ალტერნატივა არ აქვთ.
მობილური ახალგაზრდული საქმიანობის პერიოდში, როდესაც სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს ვხვდებოდით, აღმოვაჩინეთ, რომ თანამედროვე სამაგიდო თამაშებიდან, მათთვის თითქმის არცერთი არ იყო ნაცნობი. შეკრების დროს მხოლოდ კარტს იყენებდნენ გასართობად და დროის გასატარებლად, რომელიც არანაირ კომპეტენციას არ ავითარებდა მათში. აღსანიშნავია რომ ინსტრუქციის გაცნობის და პირველივე თამაშის შემდეგ, ძალიან მოსწონდათ ჩვენი შეთავაზებული სამაგიდო თამაშები და აღნიშნავდნენ, რა კარგი იქნებოდა მსგავსი ბევრი, სხვადასხვა შინაარსის ჰქონოდათ.
რას ვთავაზობთ ჩვენ ახალგაზრდებს?ჩვენი სოციალური პროექტი მოიაზრებს იდეას, რომელიც სამ პრობლემას პასუხობს. კერძოდ, ჩვენი საკუთარი ავტომობილი ადაპტირდება შესაბამისი აღჭურვილობით და შესაძლებლობა გვექნება გადავადგილდეთ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ყველა იმ სოფელში სადაც თუნდაც ერთი ახალგაზრდა ან/და ბავშვი ცხოვრობს. ,,ბოშუნიკებისთვის“ იქნება კომპლექსური საშუალება, რომელიც შეასრულებს მოძრავი ბიბლიოთეკის ფუნქციას, ახალგაზრდებს შეეძლებათ დროებით სარგებლობაში (წაკითხვის დასრულებამდე) გაიტანონ ნებისმიერი მათვის სასურველი წიგნი, თანამედროვე და საბავშვო ლიტერატურა, რომელზეც შესაძლებლობა ექნება მომდევნო ჩასვლისას ვიმსჯელოთ და მათი ემოციები გაგვიზიარონ. ასევე პროექტორის მეშვეობით გავაშუქებთ მათი ინტერესიდან გამომდინარე ფილმს, რომელსაც შემდგომ მოყვება დებრიფინგი.ვეცდებით სხვადასხვა სამაგიდო თამაშებით განუვითაროთ მნიშვნელოვანი კომპეტენციები: კონცენტრაციის, მოხერხებულობის, კორდინაციის, სწრაფი აზროვნების, კომუნიკაციისა, დამოუკიდებლად სწავლის, კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობის და სხვა.ჩვენი ადაპტირებული მანქანა ახალგაზრდისთვის, რომელიც ფიქრობდა, რომ მისი ცხოვრების გამრავალფეროვნების სოფლად არაფერი ხდებოდა , უნდა იყოს იმედის მიმცემი და მოტივაციის წყარო, შეიმნას პოზიტიური განწყობა, გახდეს მეტად აქტიური და მიიღოს სიამოვნება სხვადასხვა აქტივობებისგან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი გადაადგილება, იმ სოფლებში რომლებიც შორი მანძილით არის დაშორებული ქალაქიდან, ტრანსპორტი კი კვირაში ერთხელ მოძრაობს და მხოლოდ ყოველდღიური რუტინული ცხოვრებით უწევთ ცხოვრება. მანქანა „ბოშუნიკებისთვის“ იქნება, ახალგაზარდული სივრცებიის ნაკლებობით გამოწვეული დანაკლისის ერთგვარი შემავსებელი სოციალური პროექტი.მუნიციპალიტეტის მერიაში გვქონდა შეხვედრა ახალგაზრდობის მიმართულებით ვინც არის ხელმძღვანელი, გავაცანით ჩვენი პროექტი და მისი მნიშვნელობა რეგიონისთვის. Მერიის თანამშრომლებმა და ახალგაზრდობის მიმართულებით ხემძღვანელმა გამოგვიცხადა მხარდაჭერა. გამომდინარე იქედან რომ ამ წლის ბიუჯეტი უკვე გაწერილია, შემდეგი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებენ ჩვენი პროექტისთვის საჭირო ფინანსებს, ახლა კი, არის “ახალგაზრდული ინიციატივებისთვის” თანხა გამოყოფილი, სადაც გვითხრეს რომ ჩვენი პროექტი შემოგვეტანა და ესეც კარგი შანსი იქნებოდა ჩვენთვის. მათთვის, ვინც კამპანიის ფარგლებში თანხებს გადმორიცხავენ, სხვადასხვა თანხაზე გვექნება სამოტივაციო რეაქციები და სიმბოლური საჩუქრები. -5 ლარის და მეტის ჩარიცხვის შემთხვევაში სამადლობელი პოსტი სოციალურ ქსელში (ფეისბუქი)-20-30 ლარი იდენტიფიცირებული სტიკერები, სახელით და გვარით რომელიც წიგნის ყდაზე და სამაგიდო თამაშების შეფუთვაზე დაეკვრება და ეწერება რომ “ეს წიგნი არის ამისგან”- 50-100 ლარამდე ჩარიცხვაზე იქნება სანიშნები წიგნში, სახელის და გვარის წარწერით, სადაც იქნება დაწერილი რომ ეს წიგნი არის ამ კონკრეტული ადამიანისგან.-100+ ლარი გაეგზავნება საჩუქრად ჩვენგან პერსონალიზებული სანიშნი და ბლოკნოტი “ბოშუნიკებისგან”. - კომპანიებისთვის და მსხვილი დამფინანსებლებისთვის, რომლებიც მუდმივად იქნებიან ჩვენი მხარდამჭრები, მაგალითად წიგნების მაღზია, გამომცემლობები, სამაგიდო თამაშების საწყობები/მაღაზიები, გვექნება ბანერები იქ, სადაც მივალთ და ჩავატარებთ შეხვედრებს, ფილმის ჩვენებებს და აქტივობებს.