გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

ალუბალა – საქველმოქმედო პლატფორმა

სამიზნე თანხის შეგროვების შემთხვევაში იდეა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის თანადაფინანსებით მიიღებს 3 500 $

1/3

კამპანიის შინაარსი

გაიცანით  🍒- www.alubala.ge

ალუბალა არის პროექტი (პორტალი) სადაც შეგიძლია ქველმოქმედება ნივთებით, რომლებიც აღარ გჭირდება (უფრო დეტალურად ვიდეოში).

გადაუღე ფოტო ნივთს, რომელიც აღარ გჭირდება და ადგილსაც კი იკავებს შენს სათავსოში, ატვირთე პორტალზე, აირჩიე შენი საყვარელი საქველმოქმედო ფონდი, დაადე სიმბლური ფასი რომ გაიყიდოს და გამოაქვეყნე განცხადება.

გაყიდული ნივთის საფასური, პირდაპირ იმ ფონდში ჩაირიცხება, რომელსაც შენ აირჩევ.

ამ გზით:

* გაიღებ შემოწირულობას ნივთით, რომელიც გაიყიდება, ფულად გადაიქცევა და 100% შენს საყვარელ ფონდს ჩაერიცხება როგორც ქველმოქმედება

* ნივთი მოხვდება ახალ მფლობელთან, რომელიც გამოიყენებს (ეკონომიკა გაიზრდება)

* ჩარიცხული ფულით, ემპათიური ფონდების თანამშრომლები, უამრავ სიკეთეს დააგენერირებენ.

გამოდის, რომ ნივთებით, რომლებიც აღარ გჭირდება, შეგიძლია დააგენერირო სიკეთე და დაეხმარო ეკონომიკას 🍒

20

გაცემული კონტრიბუცია

მაია ჩანქსელიანის წიგნი: რა დაემართა საბჭოთა უნივერსიტეტს. წიგნი მოგვითხრობს, თუ როგორ გამოიწვია მეოცე საუკუნის დიდმა გეოპოლიტიკურმა ცვლილებამ - საბჭოთა კავშირის დაშლამ - საბჭოთა უნივერსიტეტის რეკონფიგურაცია. ნამუშევარი გვთავაზობს ისტორიულ და სოციოლოგიურ ახსნას იმ რადიკალური და მზარდი ცვლილებების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ 69 ყოფილ საბჭოთა უნივერსიტეტზე 1990-იანი წლების დასაწყისიდან. დამატებითი

6 უნიკალური მხარდამჭერი