გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
GEO

აჩუქე სასწავლო სივრცე ძმუისელ ბავშვებს

სამიზნე თანხის შეგროვების შემთხვევაში იდეა ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანადაფინანსებით მიიღებს 6 000 ₾

1/2

კამპანიის შინაარსი

სოფელი ძმუისი მდებარეობს ტყიბულის მუნიციპალიტეტში და სამანქანო გზის არარსებობის გამო მოწყვეტილია გარესამყაროს. სოფელში არ არის ინტერნეტის ქსელი და არც მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. მოსახლეობის დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია და სოფლის ბავშვების ერთადერთ გასართობს მოძველებული წიგნები და ანიმაციური ფილმები წარმოადგენს. სამწუხაროდ, სკოლას არ აქვს გამართული ბიბლიოთეკა და არც პროექტორი.

ჩემი იდეა კი მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ბავშვებისთვის სასწავლო სივრცის შექმნას, რომლის ფარგლებშიც ბავშვებს ექნებათ წვდომა განმავითარებელ სათამაშოებზე, თანამედროვე წიგნებსა და ინტერაქტიულ სამაგიდო თამაშებზე. ასევე, საჭირო ტექნიკის საშუალებით შეძლებენ ფილმებისა და ანიმაციური ფილმების ნახვას. სკოლის მოძველებული და უფერული ბიბლიოთეკა გარდაიქმნება თანამედროვე, ბავშვის ინტერესებსა და განვითარებაზე მორგებულ ოთახად.

ორბელიანი მეტის პლატფორმაზე მცირედი შემოწირულობითაც კი შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ და ერთად შევქმნათ სოფელ ძმუისში ბავშვებისთვის სასწავლო სივრცე.