გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ARM | GEO | AZ

აჩუქე მომავალი აუტიზმის მქონე ადამიანებს

Matchfunded by USAID 10,000 GEL

1/1

კამპანიის შინაარსი

თქვენს გვერდით ბევრი განსხვავებული ადამიანი ცხოვრობს... მაგალითად აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანები. ისინი თითქოს უჩინარნი არიან საზოგადოებისთვის, თუმცა აქ არიან, თქვენს გვერდით. უნდათ თქვენთან ურთიერთობა, მაგრამ არ იციან - როგორ? უნდათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობა, მაგრამ ამაში დახმარება სჭირდებათ - თქვენი, ჩვენი, ყველასი... მათი ინტელექტი იძლევა საშუალებას შექმნან ყველასთვის სასარგებლო რამ, ზოგჯერ კი -სრულიად განსაკუთრებული, ჩვეულებრივი გონებისთვის შეუძლებელი. ჰოდა, დავეხმაროთ მათ, იცხოვრონ სრულფასოვანი, საინტერესო ცხოვრებით; იყვნენ ბედნიერნი თავიანთი შესაძლებლობების რეალიზაციით, მივცეთ მათ შანსი იცხოვრონ სრულფასოვანი ცხოვრებით.. ჩვენ, მშობლებმა, შევქმენით ფონდი აუტიზმის მქონე მოზარდი და ზრდასრული ადამიანებისთვის აუტიზმის ეროვნული ცენტრის -ფერადი ქალაქის ასაშენებლად, სადაც ისინი დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის საჭირო უნარებს შეიძენენ. აუტიზმის ეროვნული ცენტრი არის პასუხი ჩვენს, მშობლების, მუდმივ კითხვაზე: „რა იქნება ჩემს შემდეგ“. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ პირობები აუტიზმის მქონე მოზარდებისთვის, რომ მათ ჩვენს შემდეგ შესძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება, განვითარება, იცხოვრონ სრულფასოვანი ცხოვრებით. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ელოდებათ სახლში გამოკეტილი. უფუნქციო, მძიმე ცხოვრება, რადგან ქვეყანაში არ არსებობს არცერთი ინსტიტუცია, რომელიც ამ მიზნებს მოემსახურება. არადა ერთხელ უკვე გამოგვივიდა... ჩვენ ვართ ის მშობლები, ვინც ქვეყანაში პირველი აუტიზმის ბავშვთა ცენტრი შექმნა, საერთაშორისოდ აღიარებული ამერიკული მოდელის შესაბამისად. ახლა უკვე ბევრი ცენტრია ქვეყანაში, ჩვენი მოდელით გახსნილი და ბავშვები იღებენ სერვისებს. მოზარდებისთვის კი კვლავ არაფერია... და ჩვენ ისევ ვიწყებთ გზის გაკვალვას, ახლა უკვე მოზარდებისთვის... და ვიცით, რომ გამოგვივა, რადგან კვლავ თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს, როგორც აქამდე... როდესაც ერთხელ უკვე, ერთად გამოგვივიდა... ახლა გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, ამ დიდი  კომპლექსის უკვე აშენებული ორი კოტეჯის საჭირო ნივთებით აღჭურვისთვის, რათა უკვე დავიწყოთ პროგრამის განხორციელება მოზარდებისთვის... იმ მოზარდებისთვის, რომლებიც ახლა ყველანაირი სერვისის გარეშე დარჩნენ და მათი შეძენილი უნარები, ამის გამო, რეგრესის საფრთხის წინაშე დგას. ამ ორ კოტეჯში დაწყებული სასწავლო პროგრამა იქნება გაგრძელება იმ დიდი გზის, რომელიც ჩვენ, ამ მშობლებმა ერთად 2010 წელს დავიწყეთ ბავშვთა აუტიზმის პირველი ცენტრით საქართველოში...პანდემიამ კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა, თუ რა დიდი სირთულეები და უფერული ცხოვრება ელოდებათ ჩვენს შვილებს ამ ახალი სერვისის გარეშე...

ჩვენ ვაგრძელებთ ამ გზაზე სვლას თქვენი მხარდაჭერით და ვიცით, რომ თქვენ არ მიატოვებთ ჩვენს შვილებს...

#მეაქვარ! #შენსადხარ?!