გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | ARM | GEO | AZ

ჩემი ოცნების ლაბორატორია

Matchfunded by USAID 1,400 $

1/1

კამპანიის შინაარსი

მე  ვმუშაობ  ხულოს  მუნიციპალიტეტის  სოფელ  ფუშრუკაულის  საჯარო  სკოლაში  ქიმია - ბიოლოგიის  მასწავლებლად.  ჩემი მოსწავლეები   ყოველწლიურად  დიდი  მონდომებითა  და წარმატებით  აბარებენ  გამოცდებს  სხვადასხვა უმაღლეს  სასწავლებლებში,  მაგრამ სწავლის დროს  აწყდებიან  წინააღმდეგობას,  ვინაიდან  არასდროს  ჩაგვიტარებია  ქიმიური  რეაქციები   ლაბორატორიაში,  მხოლოდ   თეორიულად  ვსაუბრობთ.  არც  იმის  ფუფუნება  მქონია  რომ  მოსწავლეებისათვის  ბიოლოგიის  გაკვეთილზე   მეჩვენებინა    ადამიანის ორგანოები -  ადამიანის ტორსის  საშუალებით. გვსურს  თქვენი  დახმარებითა  და  მხარდაჭერით    სკოლაში  შევქმნათ  ჩვენი  ოცნების  ლაბორატორია,  რომელიც   ხელს  შეუწყობს   STEM  საგნების (ქიმია,  ბიოლოგია,  ფიზიკას)  სწავლების  პროცესის  საინტერესოდ  წარმართვას. ჩვენი  პროექტის  მიზანია  მოსწავლეებში  კვლევითი  უნარ - ჩვევების  განვითარება,  რასაც  ხელს  შეუწყობს საბუნებისმეტყველო   ლაბორატორიის  არსებობა,  რომელიც  აღჭურვილი  იქნება  ქიმიური  რეაქციებისათვის  საჭირო   რესურსებით. ჩვენი  პროექტის   მხარდაჭერით   თქვენ  ბევრი   ახალგაზრდის   მომავალს  შეცვლით.