გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | GEO

შოვისთვის

კამპანიის შინაარსი

2023 წლის 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში, შოვში, მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის შედეგად მოწყვეტილი მიწის მასით სრულად დაიფარა კურორტის უმეტესი ტერიორტია.სამწუხაროდ, სტიქიას 29 ადამიანის სიცოცხლე  ემსხვერპლა. მძიმე ვითარებაში მნიშვნელოვანია გავიაზროთ თუ რა ძალა აქვს მოქალაქეების თანადგომას და ტრაგედიის გარშემო გაერთიანებას.შევქმენით საქველმოქმედო ანგარიში, სადაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებს დონაციის განხორციელებას შოვში სტიქიით დაზარალებული ადამიანებისთვის. ასევე მათთავის, რომლებიც ამ წუთებშიც კი  სამძებრო სამუშაოებში გმირულად არიან ჩართულები და თავდაუზოგავად იბრძვიან გადაარჩინონ სტიქიის შედეგად დაკარგული ადამიანების სიცოცხლე.თანხა გადანაწილდება და მოხმარდება საკვებს, პირველადი დახმარების ნივთებს, მედიკამენტებს, აღჭურვილობას, დაზარალებულ ოჯახებს და ყველა იმ საჭიროებას, რაც ეტაპობრივად გამოიკვეთება ამ პერიოდში.    
სურათის წყარი : მთის ამბები