გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | ARM | GEO | AZ

შექმენი ბიბლიოთეკა ნაბადელი ბავშვებისთვის

Matchfunded by USAID 3,500 $

1/1

კამპანიის შინაარსი

ნაბადა  ჰქვია ფოთის ყველაზე დიდ უბანს, ყველაფერი ხდება ნაბადაში, მთელი ინდუსტრიული ზონა არის ნაბადას ირგვლივ, თუმცა ეს არ აისახება ნაბადელთა სოციალურ და ეკონომიკურ მდომარეობაზე - ფოთის და შეიძლება ნახევარი საქართველოს ეკონომიკა ნაბადაზე დგას, მაგრამ ნაბადელები მივიწყებული არიან ყველასგან. ჩვენი საინიციატივო ჯგუფის უმეტესობა ნაბადაში ვცხოვრობთ. უბანში არ გვაქვს გზები და  გარე განათების ლამპიონები, არც იმდენი ნაგვის ურნაა რამდენიც მოსახლეობას სჭირდება, მაგრამ მაინც გვიყვარს ჩვენი უბანი და გვინდა მის განვითარებაში წვლილი შევიტანოთ. ნაბადა არ არის ადამიანებისთვის. ჩვენ გვინდა შევცვალოთ ეს.  ნაბადაში არის სამი საჯარო სკოლა და ერთი საჯარო ბიბლიოთეკა. უბანში ბიბლიოთეკის ისტორია 1950-იანი წლებიდან იწყება, მაშინ ქოხსამკითხველოს სახით არსებობდა. დღევანდელი ბიბლიოთეკა კი 1970-იანი წლებიდან აშენდა. ბიბლიოთეკა ის მნიშვნელოვანი ადგილია, სადაც ფოთელები, სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და აბიტურიენტები ხშირად იკრიბებიან, მაგრამ ბიბლიოთეკა მისი მთავარი ფუნქციის შესრულებას ხშირად ვერ ახერხებს. 1987 წლის შემდეგ ნაბადის N3 ბიბლიოთეკაში წიგნსაცავის შევსება არ მომხდარა. ახლა ბიბლიოთეკაში 12 000-მდე წიგნია, მაგრამ ისინი ხმარებისაგან გაცვეთილია. ზოგიერთი წიგნის გადაფურცვლაც კი რისკებთანაა დაკავშირებული მისი სიძველის გამო. თანამედროვე მწერლების და ინგლისურენოვანი წიგნები კი თითქმის არ მოიპოვება. ბიბლიოთეკის გარემოც არ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს - სამკითხველოში დაგხვდებათ ძველი, მოუხერხებელი ჩალისფერი მაგიდები, კედლებზე კი ძველი თაროები, რომლებიც აუცილებლად საჭიროებენ რეაბილიტაციას. ბიბლიოთეკას არ აქვს რესურსი ეს დამოუკიდებლად გააკეთოს. ჩვენი პროექტის მიზანი იქნება ნაბადელ ბავშვებს ჰქონდეთ მყუდრო და მოსახერხებელი სივრცე ბიბლიოთეკისთვის, ქართული და ინგლისურენოვანი წიგნებით, სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურით, კომპიუტერით, პრინტერით.  პროექტის ფარგლებში განახლდება ძველი თაროები , მოხდება კედლების შეთეთრების სამუშაოები , პერსონალური კომპიუტერის, ერთი პრინტერის, ქართული და ინგლისური წიგნების შეძენა, რაც სარგებელს მოუტანს ჩვენი თემის განვითრებას.ჩვენ გვაქვს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი შფოთი, რის ფარგლებშიც ვცდილობთ ფოთში ადამიანების ცხოვრება იყოს უკეთესი. ნაბადელი ბავშვებისთვის თანამედროვე სივრცე განათლების მისაღებად მიუღწეველი ოცნება არ არის, ერთობლივი ძალისხმევით სრულიად შესაძლებელია.დაუჭირე მხარი ჩვენს იდეას და შექმენი ბიბლიოთეკა ნაბადელი ბავშვებისთვის.  
3000

გაცემული კონტრიბუცია