გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | ARM | GEO | AZ

შევქმნათ ცოდნის კუთხე ფლაველი ბავშვებისთვის

1/3

კამპანიის შინაარსი

   მე ვარ თეა ხუროშვილი, მასწავლებელი, რომელიც ვასწავლი საზღვრისპირა სოფლის სკოლაში. სოფლის სკოლაში, რომლის ფანჯრებიდანაც ჩანს ახლად აღმართული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები, მავთულხლართები ....  სოფელში, რომელშიც ხშირად ისმის საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ადამიანების შესახებ ისტორიები.   სკოლაში, რომლის მოსწავლეების თვალებში, სოციალურ პრობლემებთან ერთად,  ხვალინდელი დღის შიში და დაძაბულობა გამოსჭვივის. სანამ ადგილზე არ მოხვდები, ძნელია გააცნობიერო როგორია ცხოვრება საოკუპაციო ხაზთან, რას ნიშნავს, ცხოვრობდე კონფლიქტის ზონაში.  ყოველივე ამის გათვალისწინებით, მასწავლებლებს დიდი მისია გვაკისრია, რათა გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს და  ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების, სწავლა-განვითარებას ასეთ გარემოში. გარემოში, რომლის მწირი მატერიალურ ტექნიკური ბაზა,   წარმოადგენს სირთულეს ყველა მოსწავლის სრულყოფილად სასწავლო და კლასგარეშე აქტივობებში ჩასართავად. აქედან გამომდინარე, მიზნად დავისახე  სკოლაში არსებული აუთვისებელი მყუდრო სივრცის ,,ცოდნის კუთხის“ მოწყობა/აღჭურვა სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და არაფორმალური განათლების პოპულარიზაციისთვის.  ,, ცოდნის კუთხე“ ნამდვილად გახდება ჩვენი მოსწავლეებისთვის მიმზიდველი, მათივე პროდუქტიულობისა და პოტენციალის რეალიზებისათვის საუკეთესო ადგილი. რომელიც მორგებული იქნება მათ სურვილებსა და საჭიროებებს. შეძლებენ განახორციელონ ისეთი აქტივობები, როგორებიცაა: ტრენინგები არაფორმალური განათლების მეთოდებით, სამაგიდო თამაშები, უცხო ენის სასაუბრო კლუბი, კინო კლუბი და სხვა... მოიწვიონ და უმასპინძლონ სხვადასხვა დარგის სტუმრებს, მოისმინონ და განიხილონ მათთვის საინტერესო თემები.  გასათვალისწინებელია ისიც რომ სოფელი რეგიონალურ ცენტრს თითქმის 28 კილომეტრითაა დაშორებული, სკოლა კი არის სოფლის ერთადერთი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც წარმოადგენს ჩვენი, მოზარდების შეკრების და სოციალიზაციის ადგილს. ,,ორბელიანი მეტმა“ უკვე შეასხა ფრთები ჩვენს იდეას, ახლა ჯერი შენზეა! შევუქმნათ ფლაველ  ბავშვებს ,,ცოდნის კუთხე“, რადგან ცოდნაა თავისუფლება !!!