გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | ARM | GEO | AZ

შევქმნათ ონტოფოს ბიბლიოთეკის მულტიფუნქციური სივრცე

1/1

კამპანიის შინაარსი

ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს ძველი და გულისამაჩუყებელი ისტორია აქვს: ბიბლიოთეკა 1912 წლის 5 მარტს დაარსდა. მის განვითარებასა და შენარჩუნებაზე ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრები - ბესარიონ, ბართლომე, ბადრი ნადარეიშვილები, ვლადიმერ ჩიხლაძე, გვრიტო ჭანტურაია და სხვები ზრუნავდნენ.მათი ძალისხმევით შთაგონებულებმა ერთი საუკუნის შემდეგ გადავწყვიტეთ შევუერთდეთ ამ ტრადიციას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ბიბლიოთეკის განვითარებაში.ჩვენ გვჯერა, რომ ბიბლიოთეკას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ინფორმაციის წვდომის გაუმჯობესებისა და ზოგადად ახალი შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით. ბიბლიოთეკის განახლება ახალ სიცოცხლეს შემოიტანს სოფლის ცხოვრებაში. გამართული ინფრასტრუქტურა, შევსებული წიგნადი ფონდი და სამკითხველო სივრცე ბიბლიოთეკას საზოგადოებრივ ცენტრად ჩამოაყალიბებს და ახალ თაობებს უფრო მეტად დაახლოებს წიგნებთან.ჩვენი მიზანია შეიქმნას მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც უპასუხებს ადგილობრივი საზოგადოების განსხვავებულ ინტერესებს. ბიბლიოთეკის მულტიფუნქციური სივრცე გააერთიანებს წიგნების საცავს, სამკითხველოს, ტრენინგების, სამუშაო შეხვედრების სივრცეს, სპეციალური სივრცე მოეწყობა ბავშვებისთვის. ბიბლიოთეკა უმასპინძლებს განსხვავებული ასაკის ადამიანებისთვის საინტერესო ღონისძიებებს. ამისთვის თქვენი დახმარება გვჭირდება, ერთად გავაგრძელოთ ზრუნვა ჩვენი სოფლის უკეთესი მომავლისთვის და გავაცოცხლოთ ტრადიცია, რომელიც ამ უკეთესი მომავლის საწინდარია!