გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | ARM | GEO | AZ

სამეცნიერო-ტექნოლოგიური კლუბი ტყიბულში

Matchfunded by USAID 3,500 $

1/2

კამპანიის შინაარსი

ტყიბულში უკვე მე-3 წელია, რაც “STEM კლუბი” სრულიად მოხალისეობრივად ფუნქციონირებს. ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა კურსებზე ახალგაზრდებმა რობოტიკის, ელ. ინჟინერიისა და პროგრამირების საფუძვლები შეისწავლეს. Მათი ნაწილი კლუბის საქმიანობაშიც ჩაერთო უნიკალური ხედვითა და უნარებით. Მათი დამსახურებით, კურსები კიდევ უფრო მრავალფეროვანი, სახალისო და შემეცნებითი ხდება. STEM კლუბის ჩამოყალიბების პერიოდში მსგავს შედეგს ნამდვილად არ ველოდით. Პროექტის პროფილი და სპეციფიკა მიმზიდველია და ხალხის ინტერესი დასაწყისშივე ძლიერი იყო, თუმცა ეს არ აღმოჩნდა დროებითი და ბოლო თვეების განმავლობაში ადამიანები სხვადასხვა გზით ერთვებოდნენ კლუბის საქმიანობაში. დღემდე აქტივობებში 50-მდე ახალგაზრდა ჩაერთო. მათი ნაწილი ორგანიზაციულ საკითხებშიც მონაწილეობს და დამოუკიდებლად, ჩვენი მენტორობით, განაგრძობს პროგრამირებაში ცოდნის გაღრმავებას.“ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის” დახმარებით გვაქვს შესაბამისი სივრცე, სხვადასხვა საჭირო მასალა და მხარდაჭერა თემთან კომუნიკაციისთვის სოციალური ქსელებისა და სხვა საშუალებებით. Მზარდი ინტერესისა და დაგროვილი რესურსიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, კლუბი მზადაა ახალი ეტაპისთვის - გააფართოვოს კურსების შინაარსი და გაზარდოს მასშტაბი. ეს კონკრეტული ნაბიჯი გააორმაგებს მოსწავლეთა რაოდენობას და მოხერხდება ახალ ასაკობრივ ჯგუფებთან მუშაობა - თუკი აქამდე მხოლოდ 12-16 წლის ახალგაზრდებთან ვმუშაობდით, ახლა შესაძლებელი იქნება ყველა სასკოლო საფეხური მოვიცვათ. Მოსწავლეები ადრეული ასაკიდან დაიწყებენ საბაზისო ცოდნის მიღებას და შეეძლებათ, ეტაპობრივი განვითარებით პროფესიული ცოდნის შეძენამდე მივიდნენ. Ასევე, სასწავლო მასალები უფრო მრავალფეროვანი გახდება და Რაც მთავარია, პროექტი უფრო მდგრადი და სისტემური ხასიათის იქნება. Მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ ჰაკათონებსა და ოლიმპიადებში. Მასშტაბის გაზრდა დაგვეხმარება ინტელექტუალური რესურსის დაგროვებაში, რაც გადამწყვეტი იქნება კლუბის სამომავლო გეგმებისათვის. Სამეცნიერო და ტექნოლოგიური თემების პოპულარიზაცია, მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა და ახალგაზრდების მომავლის პროფესიებით დაინტერესება განსაკუთრებით საჭიროა რაიონებში, სადაც მიუხედავად ინფორმაციის სიჭარბისა, ნაკლებადაა პოპულარული ეს მიმართულებები.გვჯერა, რომ თქვენთან ერთად შევძლებთ ეს უნიკალური შესაძლებლობა უფრო მეტ ადამიანთან, უფრო ხარისხიანად და საინტერესოდ მივიტანოთ. Შევუქმნათ ახალგაზრდებს სივრცე, სადაც მათ უფრო ახლოს, ჯანსაღი ფორმით ექნებათ შეხება ტექნოლოგიებთან, დაინტერესდებიან მეცნიერებით და შეძლებენ საკუთარი უნარების გამოვლენას.