გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | ARM | GEO | AZ

ციფრული განათლება ყველა მოსწავლისთვის

Matchfunded by USAID 10,000 GEL

1/1

კამპანიის შინაარსი

ორგანიზაციის მისიაჩვენ ვართ ორგანიზაცია “ნებულა” – ახალგაზრდა მეცნიერებისა და მეწარმეების კოლექტივი ერთი მისიით – გავუხსნათ გზა ყველა მოწაფეს თანამედროვე განათლებისკენ. მოგეხსენებათ, რომ მომზადება ძვირადღირებული სიამოვნებაა და უამრავ ოჯახს არ აქვს რესურსი, იქირავოს დამატებითი მასწავლებელი. ჩვენ, ნებულა, ხარისხიან ცოდნას ყველა მათგანს მივაწვდით. ეს დაახლოებით 25,000 გახარებული აბიტურიენტია! რას გთავაზობთ?გთავაზობთ, ერთიანი ძალისხმევით შევქმნათ ისტორიის შესანიშნავი კურსი ქართველი მოსწავლეებისთვის - ხარისხიანი, ხალისიანი და ხელმისაწვდომი ყველგან, სადაც ინტერნეტია.“ნებულას გუნდი”გიორგი ჭანტურია – ნაწილაკთა ფიზიკის დოქტორანტი და კომპიუტერული მეცნიერების მაგისტრანტი ბონის უნივერსიტეტში.გიორგი კვანტრიშვილი – კვანტური ფიზიკის მაგისტრანტი აახენის უნივერსიტეტში.ლაშა ჩანტლაძე – ისტორიის დოქტორანტი და ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.გიორგი ჭილაია – “ნებულას” დამფუძნებელი, ოლიმპიადა “სუპერნოვას” ხელმძღვანელი და სწავლების დიზაინერი.ჩვენმა გუნდმა უკვე მოამზადა 45,000 აბიტურიენტი ზოგად უნარებში. მხოლოდ 2022 წელს, გავიმარჯვეთ სოციალურ კონკურსებში: 
  1. CSRDG - “დამწყები სოციალური მეწარმეობა”
  2. GITA - ინოვაციების პროტოტიპირება
  3. Social Impact Award 2022 - კონკურსის გამარჯვებულები
  4. ორბელიანი მეტი - Match Funded by USAID.
ჩვენ გვიყვარს კითხვები! შეგვეხმიანე Facebook-ზე.