გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | GEO

დავუბრუნოთ კოლხური ხოხობი კახეთს!

1/1

კამპანიის შინაარსი

დავუბრუნოთ კოლხური ხოხობი კახეთს!

  ეს ულამაზესი ფრინველი, კოლხური ხოხობი (ლათ. Phasianus colchicus) საქართველოში უხსოვარი დროიდან ბინადრობს. ის ძველმა ბერძნებმა აღმოაჩინეს და  სახელიც მდინარე ფაზისის მახლობლად ბინადრობის გამო დაარქვეს. საქართველოში ხოხობი გავრცელებული იყო კოლხეთის დაბლობზე, მტკვრის, ივრისა და ალაზნის ჭალებში. ამჟამად ბუნებაში ხოხობი საკმაოდ შემცირებულია და სამონადირეო ნაკრძალების გარდა იშვიათად გვხვდება. ჩვენ გვინდა კოლხური ხოხობი დავუბრუნოთ ალაზნის ჭალას და გავუშვათ 10 ერთეული კოლხური ხოხობი, სადაც სამწუხაროდ ეს ფრინველი გადაშენებულია და საქართველოს მრავალფეროვანი ფლორისა და ფაუნის შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ ახლომდებარე სოფლების მოსახლეობას-სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს. პროექტის ფარგლებში მოხდება ფრინველების დარგოლვა და მათთვის თვალყურის დევნება ფოტომახეების საშუალებით.

ფოტომახეებით დაფიქსირებულ კადრებს კი აუცილებლად გაგიზიარებთ ჩვენს მხარდამჭერებს! 

ასევე, ახლომდებარე სოფლების მოსახლეობასთან და სკოლის მოსწავლეებთან ჩატარდება საგანმანათლებლო შეხვედრები. ხოხბების ბუნებაში გაშვება მოხდება ბავშვების, მათი მშობლებისა და სოფლების მოსახლეობის თანდასწრებით. პროექტის განსახორციელებლად საჭიროა 10 ხოხობისა და 2 ფოტომახის შეძენა, ასევე საინფორმაციო ბანერების დამონტაჟება.

თქვენი დახმარებით აღვადგენთ და გადავარჩენთ ამ უძველეს სახეობას, ბუნებას  კი დავუბრუნებთ ულამაზეს ფრინველს.

 
1

გაცემული კონტრიბუცია

შემომწირველი მიიღებს მადლობის წერილს ასოციაციის სახელით

2 უნიკალური მხარდამჭერი

20

გაცემული კონტრიბუცია

შემომწირველს გადაეცემა სპეციალური სერთიფიკატი კოლხური ხოხბის აღდგენის საქმეში შეტანილი წვლილისათვის

1 უნიკალური მხარდამჭერი

50

გაცემული კონტრიბუცია

შემომწირველს გადაეცემა სპეციალური სიგელი კოლხური ხოხბის აღდგენის საქმეში შეტანილი წვლილისათვის და ბრენდირებული სამახსოვრო საჩუქარი

1 უნიკალური მხარდამჭერი