გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | ARM | GEO | AZ

ერთად შევქმნათ ჭადრაკის დაფა ახალციხის სკოლაში

1/1

კამპანიის შინაარსი

როგორც სკოლის ცხოვრებაში აქტიურად ჩართული მშობელი, ყოველდღიურად ვაწყდები გამოწვევებს, აღნიშნული იდეაც სწორედ აქედან დაიბადა.რეგიონში მცხოვრები ბავშვები ნაკლებად არიან განებივრებული სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი წრეებით და არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობით. ჭადრაკის დაფის შექმნა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა დაინტერესებას ჭადრაკით. სპორტის, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებას და ამავდროულად გააუმჯობესებს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ერთმანეთში ინტეგრაციის პროცესს. სხვადასხვა ასაკის და ეროვნების ბავშვებს, შესაძლებლობა ექნებათ ითამაშონ ჭადრაკი და გონივრულად გაატარონ თავისუფალი დრო. ამასთან, ჭადრაკი დაწყებითი კლასების სასწავლო საგანთა ნუსხაშია და აღნიშნული დაფა იქნება დამატებითი თვალსაჩინოება სწავლის პროცესში.სკოლის ეზოში ჭადრაკის დაფის მონტაჟი, შესაძლებელს გახდის სკოლებს შორის მოეწყოს შეჯიბრებები. რაც დამატებით შეუწყობს ხელს ჭადრაკის პოპულარიზაციას და სკოლებს შორის თანამშრომლობა დამეგობრების გაძლიერებას. აღნიშნული გამოაცოცხლებს სასკოლო ცხოვრებას.