გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | ARM | GEO | AZ

ერთად შევქმნათ – ცოდნის კაფეს ეზო

Matchfunded by USAID 3,500 $

1/2

კამპანიის შინაარსი

ჩვენ ცოდნის კაფე ვართ. სოციალური საწარმო, რომელიც კახეთის რეგიონში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის, მულტიფუნქციურ - საგანმანათლებლო, შემეცნებით და ინტერაქციულ სივრცეს აერთიანებს. მთავარ მიზნად რეგიონებში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებისთვის და უფროსი თაობის ადამიანებისთვის, მრავალფეროვანი და სრულფასოვანი ცხოვრების შესაძლებლობის მიცემა დავისახეთ. დავისახეთ და ვასრულებთ კიდეც - ადამიანებს ცოდნას დაგამოცდილებას ვუზიარებთ; თვითრეალიზებაში ვეხმარებით; სოციალიზაციის და დროის ნაყოფიერად გატარების საშუალებას ვაძლევთ; ცოდნის კაფე ახალგაზრდებმა 6 წლის წინ ქალაქ წნორში, ნაქირავებ სივრცეში შევქმენით. გვინდოდა, თვითკმარი სივრცე ყოფილიყო. ამიტომ, ცოდნის კაფეს საგანმანათლებლო ფუნქციას დავუმატეთ - სოციალური საწარმოს ფუნქცია; ერთ სივრცეში გავაერთიანეთ: არაფორმალური განათლების ცენტრი, მულტიმედია ბიბლიოთეკა, წიგნის მაღაზია და მცირე კაფე. არსებობის 6 წლის მანძილზე, ცოდნის კაფემ რამდენიმე ათას ახალგაზრდას და ხანდაზმულს მისცა განათლების პროგრამებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა; ცოდნის კაფეს რომ საკუთარი სივრცე ჰქონოდა 4,200-ზე მეტ მოქალაქესთან, ჩვენს პარტინიორებთან და ბრწინვალე გუნდთან ერთად შევძელით, რომ ცოდნის კაფე ერთობით ავაშენეთ.  უკვე კარ-ფანჯარაც ჩავუსვით, ჭერიც დავადგით. ამ ეტაპზე გარე ლესვის სამუშაოებიც დავიწყეთ. პარალელურად, ვაგროვებთ რესურსებს რემონტისა და აღჭურვისთვის. ვიფიქრეთ, დიდებული იქნება, თუ ორბელიანი მეტის პლათფორმის გამოყენებით ცოდნის კაფეს ეზოს შევქმნით, როგორც მწვანე სივრცეს შემეცნებისთვის. ცოდნის კაფეს ეზოდ 45 მკვ სივრცე აქვს. ამ ეტაპზე სივრცე რეალურად მხოლოდ მიწაა. ცოდნის კაფეს ეზო იქნება ადგილი წიგნის გამოფენებისთვის, მცირე მარკეტებისთვის, არაფორმალური განათლების დამხმარე სავარჯიშოებისთვის და/ან ე.წ. ენერჯაიზერებისთვის შესასრულებელი ადგილი. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციებისა, ეზოში ცოდნის კაფეს სტუმრებს შეეძლებათ მიირთვან ყავა ან წაიხემსონ კიდეც. ცოდნის კაფეს ჭკვიანი ეზოს მოსაწყობად საჭიროა 15-17000 ლარი, რაც მოიცავს - ეზოში ქართული აგურის დაგებას, ეზოს შემოსაზღვრას/მოღობვას, განათებებისა და სანიაღვრეების მოწყობას, მაგიდებისა და სკამების განთავსებას, ჭიშკრის და თაღის დამზადებას. ცოდნის კაფეს ეზოს გამწვანების თაობაზე კონტრიბუციებისთვის მივმართავთ სანერგეებს.