გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | ARM | GEO | AZ

ერთად გავაძლიეროთ სათემო ცენტრი წინწყაროში

1/1

კამპანიის შინაარსი

2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის შედეგად ზემო აფხაზეთიდან დევნილი ქალებისგან,  2010 წელს ჩამოყალიბდა თვით დახმარების ჯგუფები, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ წინწყაროში. 2013 წლის კი თვით დახმარების ჯგუფის წევრებისგან ჩამოყალიბდა და დარეგისტრირდა ააიპ სათემო ფონდი კოდორი 2013. ჩვენი მიზანია სოციალურ ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის. ამისთვის ჩვენ როგორც გრანტის მიმღები და გრანტის გამცემი ორგანიზაცია, ვთანამშრომლობთ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ვახორციელებთ სოციალურ პროექტებს, თემში  არსებული პრობლემების გათვალისწინებით.სათემო ცენტრში შესაძლებელია ჩატარდეს ტრენინგ სემინარები, ღონისძიებები ქალების, გოგონების და ბიჭების ერთობლივი მონაწილეობით, მოკლევდიანი პროფესიული და სახელობო კურსები, საინფორმაციო შეხვედრები.ორგანიზაციას მდგრადობისთვის, ეფექტური მუშაობის გაძლიერებისთვის ესაჭიროება  ინვენტარი და კომპიუტერული ტექნიკა, მცირე ბიბლიოთეკის შევსება ახალი წიგნებით.აღნიშნული სივრცით სარგებლობს/ისარგებლებს ამავე მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა..