გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე გამჭვირვალობა
ENG | ARM | GEO | AZ

ერთად შევქმნათ ბიბლიოთეკა სოფელ ოჟიოში

1/1

კამპანიის შინაარსი

Პროექტის მიზანია სოფელ ოჟიოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში შეიქმნას ბიბლიოთეკა.სოფელში არის ბევრი მოზარდი და ბავშვი რომლებსაც სჭირდება ცოდნის გაღრმავება. ზოგადი განათლების მიღება და უბრალოდ ადგილი სადაც თავს იგრძნობს კომფორტულად. სამწუხაროდ სოფელში არ გვაქვს ასეთი ადგილი სადაც შეიძლება ადამიანებმა კითხვით მიიღონ სიამოვნება და მათთვის საინტერესო ინფორმაცია. დროებით მაინც მოსწყდნენ ყოველდღიური ცხოვრების სტილს და მათი თავისუფალი დრო გამოიყენონ პროდუქტიულად.         ჩემი სურვილია თქვენი დახმარებით, სოფელში შევქმნა ადგილი სადაც ადამიანები შეძლებენ განმარტოებას და სასურველი წიგნების წაკითხვას. ეს იდეა დაიბადა ძალიან დიდი ხნის წინ როდესაც მე და ჩემი და ვსაუბრობდით თუ რა გვჭირდებოდა და გვეკლდა სოფელში, რას გავაკეთებდით რომ გვქონოდა ამის საშუალება ხოლო როდესაც ბიბლიოთეკის თემა ხმამაღლა გავაჟღერთ მოჰყვა დიდი გამოხმაურება თანატოლების მხარდაჭერა და გვერდში დგომა თუმცა ვინაიდან არ გვქონდა ფინანსები ეს იდეა ვერ განვახორციელეთ. საქმეს კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ წიგნების მაღაზიაც კი არ მდებარეობს არსად სწორედ ამიტომ ბავშვებს გვიწევს წიგნების შესაძენად წავიდეთ ქალაქში რომელიც ჩვენგან დიდი მანძილითაა დაშორებული. ახლა კი თქვენი დახმარებით მეძლევა შანსი დავეხმარო ახალგაზრდებსა და სოფელს განვითარებაში ხოლო ბიბლიოთეკის იდეა ვაქციო რეალურად.
1

გაცემული კონტრიბუცია

წიგნი

1 უნიკალური მხარდამჭერი